არჩილ თალაკვაძე - რჩება რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ამ შეთანხმებას ხელს არ აწერს - დღეს უკვე ნათელია, ვის აწყობდა, ვის სურდა პოლიტიკური კრიზისი და ვინ მუშაობდა რეალურად მის მოსაგვარებლად

არჩილ თალაკვაძე - რჩება რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ამ შეთანხმებას ხელს არ აწერს - დღეს უკვე ნათელია, ვის აწყობდა, ვის სურდა პოლიტიკური კრიზისი და ვინ მუშაობდა რეალურად მის მოსაგვარებლად

access_time2021-04-20 20:46:23

რამდენიმე პარტია რჩება ამ შეთანხმების მიღმა. ალბათ, ეს არის ის, რაც ჩვენმა საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, რადგან ამ ხელმოწერის შემდეგ, დღეს უკვე ნათელია, ვის აწყობდა და ვის სურდა ეს პოლიტიკური კრიზისი და ვინ მუშაობდა რეალურად მის მოსაგვარებლად, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ევროპის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ პარლამენტში განაცხადა, რითაც ისაუბრა პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების დოკუმენტზე ხელმწორასთან დაკავშირებით.


პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა საერაშორისო პარტნიორებს, ევროპის საბჭოს პრეზიდენტ მიშელს საქართველოში კიდევ ერთხელ ვზიტისთვის.


„სწორედ მისი მედიაციით, ძალისხმევით ჩვენ შევძელით ის, რომ შეთანხმების დოკუმენტი გავაფორმეთ, რომელიც ფართო კონსესუსს ეფუძნება და რომელიც უზრუნველყოფს უკვე მომავლი კვრიდან საქრათველოს პარლამენტის ფუნქციონირებას ისეთი სახით, როგორ ის საზოგადოებამ აირჩია. რა საკვირველია რჩება რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ამ შეთანხმებას ხელს არ აწერს. ვფიქრობ, საზოგადოებამ უნდა განსაჯოს, როდესაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ჩვენი საზოგადოება, ხელისუფლება და ოპოზიციის დიდი ნაწილი ეთანხმება იმ საერთო წინადადებებსა და პირობებს, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ. ამ დროს, როდესაც რამდენიმე პარტია რჩება ამ შეთანხმების მიღმა ალბათ, ეს არის ის, რაც ჩვენმა საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, რადგან ბოლოს, ამ ხელმოწერის შემდეგ დღეს უკვე ნათელია, ვის აწყობდა და ვის სურდა ეს პოლიტიკური კრიზისი და ვინ მუშაობდა რეალურად მის მოსაგვარებლად. სინამდვილეში ფაქტი არის ერთი, რომ რაც გაფორმდა გუშინ და რაც იქნება მომავალი კვირიდან, ანუ უმრავლესობა და ოპოზიცია პარლამენტში, ეს ჩვენმა საზოგადოებამ, ქართველმა ხალხმა ჯერ კიდევ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, გასულ წელს გააფორმა. სწორედ მათ გვითხრეს და მათ გააკეთეს ეს არჩევანი, რომ პარლამენტს, ოპოზიციას და უმრავლესობას ერთად უნდა ემუშავათ ამ პარლამენტში. შესაბამისად, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ჩემთვის არის მადლობა გადავუხადო ჩვენს საზოგადოებას, თანამოქალაქეებს იმისათვის, რომ ამ თვეების განმავლობაში ისინი მოთმინებით ადევნებდნენ თვალს ამ დაძაბულ პოლიტიკურ მოლაპარაკებებს.



ჩვენ პირობას ვაძლევბთ საზოგადოებას, რომ მაქსიმალურად მომავალშიც საქართველოს პროგრესს უზრუნველვყოფთ ერთად. მაქსიმალურ ყურადღებვას და დროს დავხარჯავთ იმ პრობლემებზე სამუშაოდ, რომელიც ჩვენს მოქლაქეებს აქვთ პანდემიისგან გამომდინარე, ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ამოცანებია, ეკონომიკირი ამოცანებია. ჩვენმა ქვეყანამ უნდა განაგრძოს წინსვლა, დემოკრატიის გაძლიერება და პროგრესი ევროინტეგრაციის იმართულებით’, - აცხადებს თალაკვაძე.


IPN.GE







მესიმ ბარსელონა დატოვა!

მესიმ ბარსელონა დატოვა!
access_time2021-08-05 23:32:50
ოფიციალურად! ეპოქა დასრულდა დიდი! მესი ბარსელონაში აღარ ითამაშებს!..მიუხედავად იმისა, რომ 1 ივლისს ლიონელ მესი თავისუფალი აგენტი გახდა და იმ წუთიდან "ბარსელონას" აღარ ეკუთვნოდა, არსებობდა იმედი, რომ კატალონიური გრანდი და მისი სიმბოლო მაინც მივიდოდნენ შეთანხმებადმდე.. მივიდნენ, მაგრამ... თავიდა "მარკამ" გაავრცელა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" მესისთან კონტრაქტის გაფორმებას ვერ ახერხებდა. დეტალები არ აფიშირდება. არადა, თითქოს ყველაფერი მზად იყო იმისთვის, რომ...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-08-05 23:55:43
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. თბილისში გარე რეკლამის განთავსების 15–წლიანი ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 34,8 მლნ ლარად მოიპოვა თბილისში გარე რეკლამის განთავსებაზე ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 15 წლით 34 825 631 ლარად მოიპოვა. ორ ლოტად გამოცხადებული აუქციონის საწყისი ღირებულება 32 მილიონ ლარს...

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთანაც გამყარდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთანაც გამყარდა
access_time2021-08-05 18:00:35
5 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.95 თეთრით 3.0927-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს 3.0850-იანი კურსი დაფიქსირდა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთანაც გამყარდა, მათ შორის ევროსთან 1.56 თეთრით 3.6624-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 1.48 თეთრით 4.3066-მდე, თურქულ ლირასთან 0.52 თეთრით 0.3620-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.62 თეთრით 1.8188-მდე, 100 რუსულ რუბლთან 2.68 თეთრით 4.2282-მდე, 1000 სომხურ...

თბილისში გარე რეკლამის განთავსების 15–წლიანი ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 34,8 მლნ ლარად მოიპოვა

თბილისში გარე რეკლამის განთავსების 15–წლიანი ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 34,8 მლნ ლარად მოიპოვა
access_time2021-08-05 16:00:39
თბილისში გარე რეკლამის განთავსებაზე ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 15 წლით 34 825 631 ლარად მოიპოვა. ორ ლოტად გამოცხადებული აუქციონის საწყისი ღირებულება 32 მილიონ ლარს შეადგენდა.   მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოპოვებას „ალმასთან“ ერთად კიდევ ერთი სარეკლამო კომპანია ცდილობდა. ბიზნეს სუბიექტებს შორის კონკურენცია 4 ბიჯით ალმას სასრგებლოდ დასრულდა. სადაც ერთი ბიჯის ღირებულება 553 910 ლარი იყო. ნებართვის თავდაპირველი საპრივატიზებო საფასური 11 078...

Le Figaro: ბიტკოინი პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფაა

Le Figaro: ბიტკოინი პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფაა
access_time2021-08-05 20:00:15
ბიტკოინი, რომლის კურსიც 30-დან $60 ათასამდე მერყეობს, სწრაფი მოგების საშუალებას იძლევა, მაგრამ მისი გამომუშავების შედეგად დარჩენილი ნახშირბადის კვალი ყოველწლიურად იზრდება. ვირტუალური ვალუტისადმი ინტერესს ისეთი ცნობილი ადამიანები გამოხატავენ, როგორც ამერიკული ფეხბურთის ვარსკლავი ტომ ბრედი და ბრაზილიელი სუპერმოდელი ჟიზელ ბუნდჰენი, თუმცა, ძნელი სათქმელია, რამდენად შეძლებენ ისინი ბიტკოინის კატასტროფული რეპუტაციის გადარჩენას. იმის გათვალისწინებით,...


მსგავსი სიახლეები

up