არჩილ თალაკვაძე - რასაც ეფექტურად აკეთებს ახლა სახელმწიფო, ეს პოლიტიკური მენეჯმენტი ბიძინა ივანიშვილის აწყობილია

არჩილ თალაკვაძე - რასაც ეფექტურად აკეთებს ახლა სახელმწიფო, ეს პოლიტიკური მენეჯმენტი ბიძინა ივანიშვილის აწყობილია

access_time2020-03-23 20:34:07

ბიძინა ივანიშვილი არ არის ადამიანი, რომელიც ასეთ დროს სახელის მოხვეჭაზე ფიქრობს, აქამდეც, ოც წელზე მეტი დროის განმავლობაში ეხმარებოდა ქვეყანას და ჩვენმა საზოგადოებამ არც კი იცოდა, ეს საქმეები მისი მხარდაჭერით თუ კეთდებოდა. ვინც დღეს ამბობს, „სად არის ასეთ დროს ბიძინა ივანიშვილი?“ – ეს იგივე ხალხია, რომელიც წლები აცხადებდნენ, რატომ არის ჩართული ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფოს მართვაშიო. პოლიტიკურ ფარისევლებთან გვაქვს საქმე. რასაც ეფექტურად აკეთებს ახლა სახელმწიფო, ეს პოლიტიკური მენეჯმენტი, არის ბიძინა ივანიშვილის აწყობილი და ეს პოლიტიკური გუნდი არის „ქართული ოცნება“ – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ოპონენტების შეკითხვას, სად არის შექმნილ ვითარებაში ბიძინა ივანიშვილი.

 

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი ყოველდღიურ კავშირზეა პოლიტიკურ გუნდთან. ოპონენტების საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთან თანამშრომლობის პირადი მაგალითებიც მოიყვანა.

 

„ამ რამდენიმე დღეში, ორჯერ მქონდა მასთან კომუნიკაცია, სადაც შევთავაზე ორ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული პროექტები და გადაწყვეტილებები, რაზეც, მუშაობა მისივე რჩევით დავიწყეთ და ხელშესახები შედეგებიც გვაქვს. ერთი ეს იყო კორონავირუსის საწინააღმდეგო სამკურნალო მედიკამენტის საკითხი, რომელზეც ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობა გვაქვს. მეორე, კორონავირუსთან დაკავშირებული ფონდის შექმნა იყო – ვთხოვე, რომ მას გაეკეთებინა ამასთან დაკავშირებით განცხადება და ეთქვა საზოგადოებისთვის, თუ რა პროგრესი გვაქვს და რას ვაპირებთ. მან უარი მითხრა ამაზე, მითხრა, რომ ამ ვითარებაში სახელმწიფო თანამდებობის პირების და სახელმწიფო ინსტიტუტებისგან ელოდება საზოგადოება ნაბიჯებს და გვირჩია, ეს გადაწყვეტილებები და სიახლეები ჩვენ მივაწოდოთ და ავუხსნათ ხალხს.


 

როცა ფონდმა „ქართუმ“ კორონავირუსით დაზარალებული მოქალაქეების დასახმარებლად ყველაზე მეტი რესურსი გამოყო – ამაზეც კი მას არ გაუკეთებია ხმამაღალი განცხადება. ბიძინა ივანიშვილი ხალხის გვერდით არის და მიაჩნია, რომ დღეს ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლა სახელმწიფო ინსტიტუტების და შესაბამისი თანამდებობის პირების საქმეა. თუ კითხვა არის, რომელი პარტია აკეთებს ამას და რომელი პოლიტიკური გუნდი მართავს ამ სიტუაციას ეფექტურად – ცხადია ეს პოლიტიკური გუნდის არის, „ქართული ოცნება“. ეს პოლიტიკური გუნდი ბიძინა ივანიშვილის მიერ არის შექმნილი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

მისი თქმით, მოყვანილი მაგალითებითაც შესაძლებელია დასკვნის გამოტანა, რომ ბიძინა ივანიშვილი გვერდით უდგას თავის ხალხს და ქვეყანას, მაგრამ ამ ვითარებაში ის სახელის მოხვეჭით არ არის დაკავებული.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up