არჩილ თალაკვაძე - „ქართულმა ოცნებამ თქვენი მხარდაჭერით, ყველაზე უკეთ შეძლო ადამიანის ჯანმრთელობის, მისი თავისუფლების დაცვა და ღირსების პატივისცემა

არჩილ თალაკვაძე - „ქართულმა ოცნებამ თქვენი მხარდაჭერით, ყველაზე უკეთ შეძლო ადამიანის ჯანმრთელობის, მისი თავისუფლების დაცვა და ღირსების პატივისცემა

access_time2020-09-21 14:46:48

„ჩვენ გვაქვს სამომავლო ხედვა და მიზნები, რომელიც ისევ და ისევ ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას, უკეთეს მომავალს უკავშირდება - ჩვენი ამოცანაა, განათლების სფეროში ფუნდამენტური რეფორმით, განათლების სექტორის დაფინანსების ზრდით, შევძლოთ ახალი თაობისთვის უკეთესი განათლების უზრუნველყოფა, შევქმნათ უფრო ძლიერი ეკონომიკა, უფრო ძლიერი სახელმწიფო და მეტი კეთილდღეობა თქვენს სახლებში,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჭიათურაში განაცხადა, სადაც მმართველმა გუნდმა მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, პაატა კვიჟინაძე წარუდგინა. ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ახლოვდება მნიშვნელოვანი არჩევნები, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარების ბედს გადაწყვეტს. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას ყოველთვის ჰქონდა მომავლის ხედვა, მიზნები და გეგმა, თუ როგორ უნდა გაეკეთებინა საქმე.

„გახსოვთ ყველას, რომ 2012 წლის გამარჯვების შემდეგ ჩვენი მთავარი ამოცანა იყო ადამიანის უფლებების აღდგენა და დაცვა, ღირსების პატივისცემა და ადამიანისთვის ყველაზე მთავარის - ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა. ჩვენ ერთად შევძელით, რომ 2012 წლის შემდეგ გავატარეთ მნიშვნელოვანი რეფორმები ამ კუთხით, დღეს შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ „ქართულმა ოცნებამ თქვენი მხარდაჭერით, ყველაზე უკეთ შეძლო ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა, მისი უფლებების დაცვა და ღირსების პატივისცემა. 2012 წლიდან 4 წლის შემდეგ, 2016 წლის არჩევნებში ჩვენ დაგპირდით, რომ მეტ ყურადღებას მივაქცევდით ეკონომიკას, ინფრასტრუქტურას და დღეს მთელს ქვეყანაში ვხედავთ რამდენი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა - გზები, სკოლები, ამბულატორიები, ეკონომიკური და სოციალური ინფრასტრუქტურა, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ყოველდღიურ ცხოვრებაში სჭირდებათ. რა თქმა უნდა, ჩვენ ახლაც გვაქვს ხედვა, მიზნები და გვყავს გამოცდილი გუნდი, რომელიც მომავალზეა ორიენტირებული - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს მხარდაჭერა დაუდასტურა და მისი უპირატესობების შესახებ ისაუბრა. მან მაჟორიტარ დეპუტატ სულხან მახათაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.


„მინდა, გამოვხატო ძლიერი მხარდაჭერა მაჟორიტარობის კანდიდატის, ბატონი პაატა კვიჟინაძის მიმართ. ჩვენ 4 წლის განმავლობაში ვიმუშავეთ ერთად პარლამენტში, ის არის ძალიან კომპეტენტური ადამიანი, რომელიც კარგად იცნობს საპარლამენტო პროცესს, მას აქვს ძალიან ზუსტი წარმოდგენა ბიუჯეტის ფორმირებაზე და ის არის ჩვენი ქვეყნის საჯარო ბიუჯეტის, საჯარო რესურსების ერთ-ერთი საუკეთესო დამცველი. მას აქვს კარგი კონტაქტები როგორც მთავრობასთან, ასევე, მხარდაჭერა პარლამენტის შიგნით და ვფიქრობ, ის ყველაზე უკეთ შეძლებს თქვენი ინტერესების და თქვენთვის საჭირო საკითხების მიტანას ხელისუფლებასთან. მინდა, წარმატებები გისურვოთ, წარმატებები ვუსურვო ჩვენს ქვეყანას და აქვე, მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგას, ჩვენს მეგობარს, ბატონ სულხან მახათაძეს, რომელიც ნამდვილად კარგი პარლამენტარი და კარგი მოქალაქეა ჩვენი ქვეყნის. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც, ის ჩვენს გუნდში და ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში ღირსეულ ადგილს დაიკავებს,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up