არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, სახელმწიფოს ყურადღების ცენტრში დგას ადამიანი - ეს არის გარანტირებული კონსტიტუციის დონეზე

არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, სახელმწიფოს ყურადღების ცენტრში დგას ადამიანი - ეს არის გარანტირებული კონსტიტუციის დონეზე

access_time2020-09-21 13:52:32

„„ქართული ოცნება“ უახლეს ისტორიაში ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეცვალა საარჩევნო სისტემა და გაატარა ისეთი დემოკრატიული საკონსტიტუციო რეფორმა, რომლითაც რეალური ძალაუფლება, კონტროლი სახელმწიფო მმართველობაზე დაუბრუნდა ხალხს და სწორედ ამიტომ არის, რომ „ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში, სახელმწიფოს ყურადღების ცენტრში დგას ადამიანი“ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობისა და ხარაგაულის მერობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა. ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.



როგორც არჩილ თალაკვაძემ 2012 წლის შემდეგ განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებზე საუბრისას აღნიშნა, ის, რომ სახელმწიფოს ყურადღების ცენტრში ადამიანი დგას, გარანტირებულია არა მხოლოდ კონსტიტუციის, არამედ „ქართული ოცნების“ მუშაობის პრინციპების დონეზეც.



მისი თქმით, მიუხედავად აგრესიული, ძველი ოპოზიციის მიერ დღემდე კონტროლირებადი დეზინფორმაციის კამპანიისა, მმართველმა გუნდმა ქვეყანაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება და საზოგადოებასთან ნდობის განმტკიცება შეძლო.




„ჩვენ შევძელით ყველაზე უკეთ მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფა, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია რაიმე განვითარების მიღწევა ქვეყანაში. ჩვენ შევძელით ზრუნვა ადამიანზე, მის ჯანმრთელობაზე და მისი უფლებების დაცვაზე და ბოლო, ყველაზე კარგი მაგალითი - საყოველთაო ჯანდაცვის, C ჰეპატიტის პროგრამის, სხვა რეფორმების შემდეგ, არის საქმე, რომელიც გიორგი გახარიას მთავრობამ გლობალური პანდემიის პირობებში გააკეთა და მთელმა მსოფლიომ აღიარა, რომ საქართველომ ყველაზე უკეთ შეძლო პანდემიის და კორონავირუსის პირველი ტალღის მოგერიება და ვირუსის ფართო გავრცელების შეზღუდვა. ახლაც, თქვენ რომ შეხვიდეთ გლობალური სტატისტიკის გვერდზე, ნახავთ, რომ მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით, ევროპაში, არის შემთხვევების მკვეთრი მატება და ამ ფონზეც საქართველო რჩება ვირუსის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გავრცელების ზონად და ინარჩუნებს მწვანე სტატუსს. ეს არის იმის დამსახურება, რომ ქვეყანას ჰყავს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება და ძლიერი ლიდერები. ჩვენ სწორედ ამ გამოცდილი გუნდით, სწორედ ამ პასუხისმგებლობით გავაგრძელებთ ზრუნვას მომავალზე და დღეს მოვედით თქვენთან, რომ ეს ნდობა განვამტკიცოთ და განვაგრძოთ თქვენთან ერთად ზრუნვა ქვეყნის გამთლიანებაზე, ქვეყნის გაძლიერებაზე,“ - მიმართა დამსწრეებს არჩილ თალაკვაძემ.



პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა გამოწვევებზეც. მისი თქმით, გაჭირვების პირისპირ არაერთი ოჯახი რჩება, თუმცა, მან ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ მოთმინებით, შრომისმოყვარეობით, სწორი, თანმიმდევრული გადაწყვეტილებებით, „ქართული ოცნება კიდევ ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებს.



არჩილ თალაკვაძემ საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, პაატა კვიჟინაძისა და ხარაგაულის მერობის კანდიდატის - კობა ლურსმანაშვილის მიმართ მხარდაჭერა დაადასტურა და მათ მიერ პარლამენტში გაწეული საქმიანობის შესახებ ისაუბრა.



„პაატა კვიჟინაძე, რომელიც ამ წლების განმავლობაში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში იყო ყოველი ლარის დარაჯი და ის ყველაზე მეტად ზრუნავდა, რომ ბიუჯეტი სამართლიანად ყოფილიყო განაწილებული და რაციონალურად ყოფილიყო დახარჯული. მას ყოველთვის ჰქონდა საქმიანი კითხვები და საქმიანი პასუხები იმ კითხვებზე, რომელიც პარლამენტში განიხილებოდა. ეს არის პროფესიონალი, კეთილსინდისიერი ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა და უყვარს თავისი ხალხი. მე მინდა, მხარდაჭერა გამოვხატო ასევე, ბატონი კობა ლურსმანაშვილის მისამართით. არ ყოფილა არცერთი სესია ამ ოთხი წლის განმავლობაში, როდესაც სხვა საერთო საკითხებთან ერთად, ბატონ კობას თავისი კუთხის, თავისი ხალხის საჭიროებები არ დაეყენებინა სხდომაზე, კომიტეტებში თუ უმრავლესობის შეხვედრებზე. დამიჯერეთ, რომ ეს ადამიანი მართლაც ღირსეულად, შედეგზე ორიენტირებულად გააგრძელებს თავის საქმიანობას,“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up