არჩილ თალაკვაძე – „„ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდი მზად ვართ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან მჭიდრო თანამშრომლობით განვაგრძოთ რეფორმები ეკონომიკის გაძლიერების და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის გასაუმჯობესების მიზნით“

არჩილ თალაკვაძე – „„ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდი მზად ვართ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან მჭიდრო თანამშრომლობით განვაგრძოთ რეფორმები ეკონომიკის გაძლიერების და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის გასაუმჯობესების მიზნით“

access_time2020-09-11 15:39:07

„მოგესალმებით ძვირფასო თანამოქალაქეებო. ჩვენი დღევანდელი ბრიფინგი ეძღვნება ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ანგარიშს საინვესტიციო კლიმატის შესახებ, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო მოწინავეა მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივით და დადებითად არის შეფასებული ჩვენთან არსებული ბიზნეს - გარემო“ – განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ. ინფორმაციას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.



„ხაზგასმულია საქართველოს მოწინავე პოზიციები ისეთ რეიტინგებში, როგორიცაა მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების ინდექსი, საერთაშორისო გამჭვირვალობის შეფასება და ასევე კორუფციის აღქმის ინდექსი. ასევე, დადებით კონტექსტში არის ნახსენები მთავრობის მიერ გატარებული ისეთი რეფორმები, როგორიცაა საგადასახადო კოდექსში ცვილელებები, რომელიც მოგების რეინვესტირებას უკავშირდება, საპენსიო რეფორმა, გადახდისუუნარობის რეფორმა, საკონსტიტუციო ცვლილებები, შრომის კოდექსში მომზადებული ცვლილებები და სხვა მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც საქართველოს პარლამენტმა და ხელისუფლებამ გაატარა. დადებით კონტექსტშია ნახსენები ბიზნესის კეთების ხელშემწყობი სამთავრობო პროგრამები, მაგალითად ისეთი როგორიცაა ,,აწარმოე საქართველოში" და დადებითად არის შეფასებული მთავრობის ნაბიჯები და გადაწყვეტილებები ეკონომიკაში ქალთა მონაწილეობის ხელშესაწყობად. ნათქვამია, რომ ქალებს დღეს ბევრად უფრო მეტ ხელმისაწვდომობა აქვთ ბიზნესის კეთების და ბიზნესის დაწყების თვალსაზრისით.



ყურადღება გამახვილებულია საქართველოში საკუთრების უფლებების დაცვის კუთხით მიღწეულ პროგრესზე და ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ სახელმწიფოს მიერ არ ხორციელდება საკუთრების უფლებაში უკანონო ჩარევა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამწუხაროდ ასეთი ხდებოდა წინა მთავრობის დროს, როდესაც კერძო საკუთრების არა გამჭირვალედ და იძულებით გადაცემის შემთხვევებს ჰქონდა ადგილი.



ხაზგასმულია ანგარიშში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.



ყურადღება არის გამახვილებული რუსეთი მხრიდან სამხედრო აგრესიაზე და ნათქვამია, რომ ოკუპაცია დღემდე გრძელდება თავისი ნეგატიური შედეგებით და მძიმე დარღვევებით, რომელიც ხდება ადმინისტრაციულ ხაზთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე.




სტაბილურობის კუთხით სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ ქუჩის საპროტესტო დემონსტრაციები საქართველოში ხშირი არ არის, ხოლო 2019 წლის ივნისში, როდესაც დემონსტრანტების მიერ განხორციელდა პარლამენტში შეჭრის მცდელობა, პოლიციამ კანონიერი ძალის გამოყენებით შეაჩერა დემონსტრანტები. ეს არის ის, რასაც სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ვკითხულობთ.



ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს საკანონმდებლო, მარეგულირებელი და საზედამხედველო სისტემა ფუნქციონირებს გამჭირვალედ და საერთაშორისო ნორმების დაცვით.



გასული 10 წლის მანძილზე, ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაფიქსირებულია 10-ზე მეტი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების ჩართულობით საინვესტიციო დავები, თუმცა აღნიშნული ისტორიის მანძილზე სახელმწიფოს მიერ არ განხორციელებულა არამართლზომიერი ქმედება უცხოელ ინვესტორთა წინააღმდეგ.



ხაზგასმულია, რომ 2018 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად გაძლიერდა საპარლამენტო ზედამხედველობის როლი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე.



მოყვანილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2019 წლის ანგარიში, სადაც საქართველო ერთერთი მოწინავეა რეგიონში ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესრულების გამჭირვალობის კუთხით.



ხაზგასმულია, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ განხორციელებული ინვესტიციების როლი და მოყვანილია ისეთი მსხვილი საინვესტიციო პროექტები, როგორიც არის მაგალითად პეის ტერმინალისათვის და ლიბერთი ბანკისათვის გამოყოფილი დაფინანსება და ინვესტიციები.



"ქართული ოცნების" სახელისუფლებო გუნდი მზად ვართ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან მჭიდრო თანამშრომლობით განვაგრძოთ რეფორმები ეკონომიკის გაძლიერების და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის გასაუმჯობესების მიზნით.



სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპონენტები საზოგადოებას მიზანმიმართულად უმტკიცებდნენ სრულიად საპირისპიროს, ვიდრე ამ ანგარიშში არის მოცემული. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშმა მიგვაჩნია, რომ მკაფიო პასუხი გასცა იმ სპეკულაციებს და ბრალდებებს, ვითომდა საქართველოში უცხოური ინვესტიციები საფრთხეშია და ხელისუფლება ხელს უშლის თითქოს ბიზნესის განვითარებას. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ცალსახად აღნიშნულია, რომ ბიზნესგარემო საქართველოში დადებითად და საიმედოდ ფასდება“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.







დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-23 21:00:15
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. თბილისს ხვალიდან 126 ახალი ავტობუსი მოემსახურება მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, 226 ერთეული 12-მეტრიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე, EURO 6-ის სტანდარტის ავტობუსი შეისყიდა. მათი ნაწილი...

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა
access_time2020-10-23 18:15:38
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 23 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2202 ლარი...

“ვენდი” მიტანის, Pick Up და Drive-Thru სერვისით მომხმარებელს 24/7-ზე ემსახურება

“ვენდი” მიტანის, Pick Up  და Drive-Thru სერვისით მომხმარებელს  24/7-ზე ემსახურება
access_time2020-10-23 17:15:26
“ვენდის” რესტორნების ქსელი სამთავრობო დადგენილების შესაბამისად რესტორნებში სტუმრებს ყოველდღიურად 22:00 საათამდე ემსახურება, თუმცა ამერიკული რესტორნების უგემრიელესი მენიუს დაგემოვნება ერთგულ მომხმარებელს მიტანის, Pick Up  და Drive-Thru სერვისით  24/7-ზე შეუძლიათ.   ““ვენდის” რესტორნების ქსელი ვიზიარებთ ჩვენ წილ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას და უწყეტ რეჟიმში უზრუნველვყოთ ნებისმიერი ოდენობის მომხმარებელთა მოთხოვნის დაკმაყოფილება, რაც გულისხმობს როგორც ჩვენს...

Starbucks-ი ფულს კლიენტებისგან შეუმჩნევლად სესხულობს

Starbucks-ი ფულს კლიენტებისგან შეუმჩნევლად სესხულობს
access_time2020-10-23 20:00:04
Starbucks-ის ონლაინ დამატება კომპანიას უპროცენტო საკრედიტო დარბაზთან წვდომას და დამატებით შემოსავალს აძლევს.   საქმე იმაშია, რომ ყავახანების ქსელი სასაჩუქრე ბარათებზე დარჩენილ...

საქართველოში უცხოეთიდან შემოსვლის წესები და პირობები შეიცვალა

საქართველოში უცხოეთიდან შემოსვლის წესები და პირობები შეიცვალა
access_time2020-10-23 16:30:10
იზოლაციისა და კარანტინს წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებაში 2020 წლის 21 ოქტომბერს განხორციელებული ცვლილებების თანახმად უცხო ქვეყნიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები, აგრეთვე მათი ოჯახის წევრები, იზოლაციაში განთავსდებიან 8 დღით, შემდეგი წესის შესაბამისად:   ა) უცხო ქვეყნიდან ჩამოსულმა პირმა სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინოს საქართველოში ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი, რის...


მსგავსი სიახლეები

up