არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც უახლეს ისტორიაში პირველმა, ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეცვალა საარჩევნო სისტემა უფრო დემოკრატიულით

არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც უახლეს ისტორიაში პირველმა, ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეცვალა საარჩევნო სისტემა უფრო დემოკრატიულით

access_time2020-10-04 14:10:00

„„ქართული ოცნება“ არის პარტია და პოლიტიკური გუნდი, რომელმაც უახლეს ისტორიაში პირველმა, ხელისუფლებაში ყოფნის დროს, შეცვალა საარჩევნო სისტემა. სხვა ყველა პოლიტიკური პარტია, ვინც აქამდე იყო ხელისუფლებაში, ამას ითხოვდა მხოლოდ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, თუმცა, თქვენ ნახეთ, რომ მათ ოპოზიციაშიც არ დაუჭირეს მხარი ამ ცვლილებებს - ამით მოხდა ლუსტრაცია, თუ ვინ არის ამ ქვეყანაში დემოკრატიის მხარდამჭერი და ჯანსაღი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ნამდვილად შეუძლია დემოკრატიული სტანდარტების დაკმაყოფილება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სიღნაღში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღის და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი წარადგინა. ინფორმაციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.



არჩილ თალაკვაძემ შეკრებილებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მმართველი გუნდის მთავარი საზრუნავი დღეს მომავალია, ხოლო წარსულს საზოგადოებამ შეფასება უკვე მისცა.



„ჩვენ მზად ვართ, რომ განვაახლოთ თქვენთან ნდობა და თქვენთან ერთად განვაგრძოთ ქვეყნის განვითარება, ავიღოთ პასუხისმგებლობა მომავალზეც. რა არის ის მთავარი მიმართულებები, რომელზეც ჩვენ მომავალში გავაკეთებთ აქცენტს და სადაც ჩავდებთ კიდევ უფრო მეტ ენერგიას, რომ მივაღწიოთ პროგრესს, მივაღწიოთ უფრო მეტ შედეგს - ეს არისპირველ რიგში, განათლება, უფრო მეტი შესაძლებლობების შექმნა ახალგაზრდებისთვის, რომ მათ უფრო მეტი წვლილი შეიტანონ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში. განვაგრძობთ ბიზნესის და მეწარმეების მხარდაჭერას. ამისთვის გავაძლიერებთ ისეთი პროგრამების მუშაობას, როგორიც არის აწარმოე საქართველოში, სოფლის მეურნეობის პროექტების მხარდაჭერის პროგრამა, ტექნოლოგიების და ინოვაციების სააგენტო და მისი პროგრამები. ბიზნესის თავისუფლება, ბიზნესის მხარდაჭერა რჩება ჩვენს მნიშვნელოვან პრიორიტეტად. ჩვენ გვსურს, შევქმნათ თანაბარი შესაძლებლობები ქალაქებსა და სოფლებს შორის, რათა რეგიონებში კიდევ უფრო მეტად გადანაწილდეს ეკონომიკა, შეიქმნას კიდევ უფრო ძლიერი ეკონომიკა სოფლებში და თითოეულ ოჯახში, რომელთაგან არაერთი ჯერ კიდევ რჩება სიღარიბის პირისპირ“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.




არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა არსებულ გამოწვევებზეც და აღნიშნა, რომ იმ მიზნებითა და გეგმებით, რომელიც „ქართულ ოცნებას აქვს, სიღარიბის პირისპირ დარჩენილ ადამიანებს სახელმწიფოს მხრიდან ძლიერი მხარდაჭერა ექნებათ. სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობასაც.



„ამ არჩევნებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ვინაიდან ეს საპარლამენტო არჩევნები აძლიერებს თქვენს პირდაპირ დემოკრატიულ კონტროლს ხელისუფლებაზე. ამისთვის ჩვენ გავატარეთ ფუნდამენტური რეფორმები, ჩვენ ჩავატარეთ საკონსტიტუციო რეფორმა, შევცვალეთ საარჩევნო სისტემა, „ქართული ოცნება არის ძალა და პოლიტიკური გუნდი, რომელმაც უახლეს ისტორიაში პირველმა, ხელისუფლებაში ყოფნის დროს, შეცვალა საარჩევნო სისტემა უფრო დემოკრატიულით. სხვა ყველა პოლიტიკური პარტია, ვინც აქამდე იყო ხელისუფლებაში, ამას ითხოვდა მხოლოდ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, ვინაიდან მათ კარგად იცოდნენ, რომ ეს სისტემა იყო უფრო დემოკრატიული, ეს სისტემა მოითხოვდა უფრო მეტ ძალისხმევას, მოქალაქეების უფრო მეტ ჩართულობას და რასაკვირველია, ისეთი პოლიტიკური ძალები, ვისი ღირებულებებიც არ იყო დემოკრატია, არ იყო ადამიანის უფლებების პატივისცემა, რასაკვირველია, არ აკეთებდნენ ამას და ითხოვდნენ ამის გაკეთებას მხოლოდ ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ. თუმცა, თქვენ ნახეთ, რომ მათ ოპოზიციაშიც არ დაუჭირეს მხარი ამ ცვლილებებს და მოხდა, რეალურად, ლუსტრაცია, თუ ვინ არის ამ ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური სპექტრი, ვინ არის ლიდერი პოლიტიკური პარტია, ვისაც ნამდვილად შეუძლია დემოკრატიული სტანდარტების დაკმაყოფილება“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.



პარლამენტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილს მხარდაჭერა დაუდასტურა და იმ უპირატესობებზე ისაუბრა, რომელიც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გამოარჩევს. მისი შეფასებით, სწორედ დავით სონღულაშვილია ის ადამიანი, რომელიც ყველაე სწრაფად და ეფექტურად შეძლებს იმ პროგრესის უზრუნველყოფას, რომელიც რეგიონს სჭირდება.









სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობის გასასხვისებლად მორიგი აუქციონი 30 სექტემბერსაა ჩანიშნული

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობის გასასხვისებლად მორიგი აუქციონი 30 სექტემბერსაა ჩანიშნული
access_time2022-09-24 23:00:00
თბილისში კოსტავას 68-ში მდებარე სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა მორიგ აუქციონზე იყიდება. მიმდინარე აუქციონზე, რომელიც 30 სექტემბერსაა ჩანიშნული, ობიექტის საწყისი ღირებულება დღგ-ს გარეშე 65 000 000 ლარს, ხოლო დღგ-ს ჩათვლით 76 700 000 ლარს შეადგენს, რომელიც მყიდველს შემდეგი გრაფიკით უნდა გადაიხადოს: 45% - ხელშეკრულების დადებიდან 1 თვეში; 20% - არაუგვიანეს 2022 წლის 31...

ევროპის ავტომობილების ბაზარი პანდემიამდელ ზრდის დონეს დაუბრუნდა

ევროპის ავტომობილების ბაზარი პანდემიამდელ ზრდის დონეს დაუბრუნდა
access_time2022-09-25 11:00:20
აგვისტოს თვეში, ევროპაში ავტომობილების გაყიდვები 4,4%-ით გაიზარდა, რაც 650,305 მანქანას შეადგენს.    ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის (ASEA) მონაცემებით, ეს პირველი დადებითი შედეგი იყო 13 თვიანი ვარდნის...

ბელარუსმა მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვა 6 თვით გაახანგრძლივა

ბელარუსმა მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვა 6 თვით გაახანგრძლივა
access_time2022-09-24 21:01:27
ბელარუსის მინისტრთა საბჭომ ქვეყნიდან ხორბლისა და სხვა მარცვლეულის ექსპორტზე აკრძალვა, კიდევ ექვსი თვით გაახანგრძლივა. ამავდროულად, რეზოლუციის მოქმედება არ ვრცელდება ბელარუსის რესპუბლიკის გარეთ ექსპორტირებულ საქონელზე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EAEU) წევრ ქვეყნებში. ბელარუსიდან დროებითი ექსპორტისთვის აკრძალული საქონლის სიაშია ხორბალი, ჭვავი, ქერი, სიმინდი, ფეტვი, წიწიბურა, შვრია და სხვა...

საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმა 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს - პუტინმა კანონს ხელი მოაწერა

საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმა 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს - პუტინმა კანონს ხელი მოაწერა
access_time2022-09-24 18:00:05
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში თავისუფლების 10 წლამდე ვადით შეზღუდვას ითვალისწინებს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, შესაბამისი დოკუმენტი გამოქვეყნებულია იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტ პორტალზე. ამასთან, კანონი დეზერტირობისთვის, ან სამხედრო მოსამსახურეების მიერ გაწვევის შემთხვევაში სამხედრო სამსახურში გამოუცხადებლობის...

საცობები ყოველთვის იყო თბილისში, მაგრამ ასე გადამეტებით არ ყოფილა - კახა კალაძე

საცობები ყოველთვის იყო თბილისში, მაგრამ ასე გადამეტებით არ ყოფილა - კახა კალაძე
access_time2022-09-24 17:20:47
საცობები ყოველთვის იყო თბილისში, მაგრამ ასე გადამეტებით არ ყოფილა, ეს გამოწვეულია ქეთევან დედოფლისა და მელიქიშვილის ქუჩებზე მიმდინარე მნიშვნელოვანი და საშვილიშვილო სამუშაოების გამო, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, რაც შეეხება წერეთლისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების რეაბილიტაციას, პროცესი ქეთევან დედოფლისა და მელიქიშვილის ქუჩებზე სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება. „ეს სამუშაოები დაიწყება მას...


მსგავსი სიახლეები

up