არჩილ თალაკვაძე ოპოზიციაზე - იანვარში დაგეგმილი დიალოგი დაგვეხმარება, ვიპოვოთ ის წერტილები, სადაც შეთანხმება შესაძლებელია

არჩილ თალაკვაძე ოპოზიციაზე - იანვარში დაგეგმილი დიალოგი დაგვეხმარება, ვიპოვოთ ის წერტილები, სადაც შეთანხმება შესაძლებელია

access_time2019-12-28 16:44:31

არ ვიცი, ახლა რა ტექნიკურ სიაზე მუშაობს ოპოზიცია, მაგრამ ვფიქრობ, ამ კონტექსტში, როდესაც საქართველოს დიდი საშინაო და საგარეო საკითხები აქვს გადასაჭრელი, საერთო ეროვნული ამოცანები გვაქვს და ქვეყანას აქვს ხელშესახები პროგრესი, ამ ტიპის სიებზე მუშაობა არ გამოიყურება სერიოზულად, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემგანაცხადა. მან უპასუხა კითხვას ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით ტექნიკური სიის შედგენაზე არჩევნების წინ, რომ ისინი ყველა მაჟორიტარულ ოლქში ლიდერს დანიშნავენ.

"ჩვენ ჩვენი ტექნიკური სია უკვე გავაკეთეთ და საახალწლო მისალოცები დავუგზავნეთ ყველას, მათ შორის ოპოზიციის წევრებსაც. არ ვიცი, ახლა რა ტექნიკურ სიაზე მუშაობს ოპოზიცია, მაგრამ მე ვფიქრობ, ამ კონტექსტში, როდესაც საქართველოს დიდი საშინაო და საგარეო საკითხები აქვს გადასაჭრელი და საერთო ეროვნული ამოცანები გვაქვს, რომელსაც უნდა ვუპასუხოთ, და ასევე, საქართველოს აქვს ხელშესახები პროგრესი, რომელსაც სჭირდება მომავალში კიდევ უფრო გაძლიერება, ამ ტიპის რაღაც სიებზე მუშაობა არ გამოიყურება სერიოზულად, რბილად რომ გითხრათ", - განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე უპასუხა კითხვაზე, მისი აზრით, ექნებათ თუ არა ოპოზიციონერებს არჩევნებში გამარჯვების მეტი შანსი მაჟორიტარულ ოლქებში ლიდერების დაყენების შედეგად.

"თუ მათ ჰყავთ ლიდერები, ვისაც ენდობა ხალხი, რა თქმა უნდა, დემოკრატიულ არჩევნებში ჩვენ შევქმნით რეალურ შესაძლებლობას, რომ საზოგადოებამ და მოქალაქეებმა თავისუფალი არჩევანი გააკეთონ. სამწუხაროდ, რასაც ვხედავთ, არის ის, რომ ერთ ნაწილში ოპოზიცია ამბობს, რომ მათ აქვთ ნდობა, რეიტინგი და ხალხის მხარდაჭერა, მეორე ნაწილში კი, როდესაც ვეუბნებით, რომ მოდით, ეს ყველაფერი გამოვცადოთ არჩევნებით, მათ ეს არ უნდათ, და არ უნდათ გააკეთონ მაჟორიტარულ ოლქებში. ამიტომ, ვფიქრობ, დიალოგი, რომელიც დაგეგმილია იანვრის თვეში, ჩვენ დაგვეხმარება, რომ უფრო მეტად ვიპოვოთ ის წერტილები, სადაც შეთანხმება შესაძლებელია", - აღნიშნა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციის ლიდერები არ გამორიცხავენ, რომ 2020 წელს ოპოზიცია ერთი ტექნიკური სიით გამოვიდეს. "ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ეს შესაძლოა იმ შემთხვევაში მოხდეს, თუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით არ ჩატარდება.


IPN 

თეგები:
თალაკვაძე



დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-21 21:30:32
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.როგორ ემზადება ხელისუფლება ხანძარსაშიში სეზონისთვის - ზაფხულამდე 3 თვე რჩება „კომერსანტი“ დაინტერესდა არის თუ არა მზად და რა ღონისძიებებს ახორციელებს...

სამედიცინო ასოციაციები მთავრობაში გასაგზავნ წერილს ასაჯაროებენ

სამედიცინო ასოციაციები მთავრობაში გასაგზავნ წერილს ასაჯაროებენ
access_time2020-02-21 16:29:38
საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება და მისი წევრი 37 კლინიკა  პრემიერს წერილს უგზავნის. განცხადების ტექსტს "კომერსანტი" უცვლელად გთავაზობთ:"სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების 7 თებერვლის სხდომაზე კიდევ ერთხელ იქნა განხილული საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის 520-ე დადგენილების შედეგები.მიღებულ იქნა ერთობლივი განცხადება:საქართველოს მთავრობის 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით სამედიცინო ასოციაციების...

ბათუმში „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა ბიუჯეტს 38,7 მილიონი ლარი დაუჯდება

ბათუმში „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა ბიუჯეტს 38,7 მილიონი ლარი დაუჯდება
access_time2020-02-21 15:15:09
წელიწადში და ექვს თვეში აქ აშენდება 582 ბინა, რომელიც იქნება თქვენი, იქნება ამ ბავშვების და რომლებმაც თქვენ, საქართველოს მოქალაქეებს უნდა მოგცეთ საშუალება, რომ ყოველ დღე იცხოვროთ ღირსეულად და გაზარდოთ ღირსეული შვილები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას...

„სესხის ამომღები კომპანიები განულებულ სესხებს თავიდან ითხოვენ“

„სესხის ამომღები კომპანიები განულებულ სესხებს თავიდან ითხოვენ“
access_time2020-02-21 16:10:21
„სესხის ამომღები კომპანიები განულებულ სესხებს თავიდან ითხოვენ“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ ადვოკატმა მარიკა არევაძემ განუცხადა. მისი თქმით, კვირის განმავლობაში უკვე მესამე შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც მას დახმარებისთვის მიმართავენ.    „გვახსოვს ყველას, რომ 2018 წლის დეკემბერში „ფონდმა ქართუმ“ პრობლემური აქტივების შეძენა გადაწყვიტა და მოსახლეობას სესხები გაუნუნლა. მონაცემები აღბეჭდილი იყო vali.ge-ზე, მაგრამ დღესდღეობით საიტი აღარ...

გიორგი გახარია - ქუთაისს მალე ექნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც პარლამენტის შენობაზე ბევრად მეტია

გიორგი გახარია - ქუთაისს მალე ექნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც პარლამენტის შენობაზე ბევრად მეტია
access_time2020-02-21 14:45:27
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ადასტურებს ინფორმაციას, რომ ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა გაიყიდება.ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ამით ქუთაისს განვითარების შანსი ერთმევა, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქუთაისს მალე ექნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც პარლამენტის შენობაზე ბევრად მეტია. „რას ნიშნავს, შანსს არ ვუტოვებთ ქუთაისს, რომ დაიბრუნოს პარლამენტი? ქუთაისს სულ მალე ექნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი,...


მსგავსი სიახლეები

up