არჩილ თალაკვაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - გუშინ კიდევ ერთხელ, მთელმა  საზოგადოებამ დაინახა, რომ ეს პოლიტიკური ჯგუფები რევანშისთვის  გაწირავენ ნებისმიერ მოქალაქეს, თავის მხარდამჭერებსაც კი

არჩილ თალაკვაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - გუშინ კიდევ ერთხელ, მთელმა საზოგადოებამ დაინახა, რომ ეს პოლიტიკური ჯგუფები რევანშისთვის გაწირავენ ნებისმიერ მოქალაქეს, თავის მხარდამჭერებსაც კი

access_time2020-10-17 15:40:22

„გუშინ კიდევ ერთხელ, მთელმა ჩვენმა საზოგადოებამ დაინახა, რომ ამ პოლიტიკურ ჯგუფებს, მათ სატელიტურ სისტემას ადამიანი არ მიაჩნია ღირებულებად. რევანშისთვის ისინი გაწირავენ ნებისმიერ მოქალაქეს, თავის მხარდამჭერებსაც კი“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მარტვილში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია წარადგინა.

არჩილ თალაკვაძემ შეკრებილებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მმართველი გუნდის მიერ ქვეყნის მართვაში მიღწეული წარმატებების, ასევე, სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, დღეს „ქართული ოცნება მთლიანად მომავალზეა ორიენტირებული და მისი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი ეკონომიკური შესაძლებლობებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა იქნება.

არჩილ თალაკვაძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ამ არჩევნებით, საქართველო კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს დემოკრატიის გაძლიერებისკენ.

„დემოკრატია, ძლიერი და ნამდვილი დემოკრატია თავისთავად ნიშნავს, რომ ბიზნესი, თქვენი შესაძლებლობები, თქვენი ოჯახის წევრები, უსაფრთხოება ქვეყანაში, ინვესტიციები, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული პროცესები იქნება უფრო მეტად დაცული და თქვენ გექნებათ უფრო ძლიერი დემოკრატიული კონტროლი თქვენს ხელისუფლებაზე, უფრო მეტ მონაწილეობას მიიღებთ ქვეყნის მართვის პროცესში“,- მიმართა შეკრებილებს არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პარლამენტის სახელით არჩილ თალაკვაძემ ვეტერანებს ვეტერანების დღე მიულოცა და სამშობლოს უანგარო და თავდადებული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.


„ეს არის მათი შენატანი მომავალში, რათა ჩვენ არა ომით, არა დესტაბილიზაციით, არამედ მშვიდობით, თანმიმდევრული განვითარებით და შრომით ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა. ჩვენს წინ არის დიდებული ისტორია, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, მაგრამ ასევე ჩვენს წინ არის მომავალი და ჩვენ შეგვიძლია, შევქმნათ უკეთესი მომავალი“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გასული წლების განმავლობაში გატარებულმა დემოკრატიულმა რეფორმებმა გამოიწვია რევანშის მოსურნე ძალების უპრეცენდენტო გააქტიურება, საზოგადოებამ ყველა ასეთ ძალას პასუხი უკვე ორ არჩევნებზე გასცა.

აქვე, არჩილ თალაკვაძე „ნაციონალური მოძრაობის მიერ გუშინ ბათუმში გამართულ აქციას გამოეხმაურა და აღნიშნული ღონისძიება საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე თავდასხმად შეაფასა.

„ეს არჩევნები ასევე უნდა გამოვიყენოთ, რომ ეს პოლიტიკური ჯგუფები გავიყვანოთ ბოლომდე პოლიტიკური სცენიდან და მათი ადგილი დაიკავოს ჯანსაღმა ოპოზიციამ. ეს იქნება ამ არჩევნებში ასევე მნიშვნელოვანი ამოცანა. გუშინ კიდევ ერთხელ, მთელმა ჩვენმა საზოგადოებამ დაინახა, რომ ამ პოლიტიკურ ჯგუფებს, მათ სატელიტურ სისტემას ადამიანი არ მიაჩნია ღირებულებად. რევანშისთვის ისინი გაწირავენ ნებისმიერ მოქალაქეს, თავის მხარდამჭერებსაც კი. როდესაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში აჭარაში ექიმების, ექთნების, ეპიდემიოლოგების, პრემიერ-მინისტრის და მთელი მთავრობის დაუღალავი შრომით ექიმებმა შეძლეს კოვიდ 19-ის შემთხვევების სტაბილიზაცია, გუშინ „ნაციონალური მოძრაობა აწყობს ხალხმრავალ შეკრებას, სადაც ჩაჰყავს სხვა მუნიციპალიტეტებიდან ხალხი ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე. ეს არის სამარცხვინო თავდასხმა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე, ეს არის სამარცხვინო თავდასხმა საკუთარი ქვეყნის სამედიცინო საზოგადოებაზე და მოქალაქეებზე. ჩვენ მოგვიწევს შემდეგ დღეებში, რომ გავაორმაგოთ აჭარაში ჯანდაცვის რესურსები, უფრო მეტი ექიმის მობილიზაცია გავაკეთოთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები რჩებიან დღეს ოპოზიციაში. ეს ხალხი უნდა გავიყვანოთ პოლიტიკიდან და გზა უნდა მივცეთ ახალ, ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს. ჩვენ მზად ვართ სტაბილური, მშვიდი, საქმეზე ორიენტირებული პოლიტიკური სისტემისთვის, ამისთვის გადავდგით ნაბიჯები, ჩავატარეთ დემოკრატიული რეფორმები და თქვენ ნახეთ, რომ „ქართული ოცნება არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროსვე შეცვალა საარჩევნო სისტემა და ახლა ჩვენ ვატარებთ არსებითად პროპორციული სისტემით საპარლამენტო არჩევნებს. ასევე ხედავთ, რომ ეს ადამიანები გულზე მჯიღს იცემდნენ და ამბობდნენ, რომ მათ ძალიან უნდოდათ პროპორციული სისტემა და რა მოხდა მერე, როდესაც კენჭისყრები ჩატარდა პარლამენტში, ზუსტად ეს ხალხი, ეს ოპოზიცია, დილით რომელიც აღტკინებული გაიძახოდა, რომ ძალიან უჭერდნენ მხარს პროპორციულ სისტემას, კენჭისყრაზე მათ მხარი არ დაუჭირეს ამ ცვლილებებს. ასეთი მოჩვენებითი ხალხია და მათ ჰგონიათ, რომ საზოგადოება ამ ყველაფერს ვერ ხედავს. ჰგონიათ, რომ საზოგადოებას არ შეუძლია თეთრი შავისგან გაარჩიოს. ძალიან მწარედ ცდებიან და ამ ყველაფერს დაინახავენ ოქტომბრის არჩევნებშიც. ჩვენ შევძლებთ, რომ გადავიდეთ დემოკრატიის ახალ ეტაპზე, სადაც უფრო მშვიდი, უფრო გაწონასწორებული პოლიტიკა იქნება და მერწმუნეთ, რომ „ქართული ოცნება მოწოდებულია სწორედ ასეთი პოლიტიკური სისტემისთვის. მსურს, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის, რომ არა თქვენი მხარდაჭერა, რომ არა თქვენი მოთმინება, თქვენი შრომა და გვერდით დგომა, ჩვენ ვერ შევძლებდით იმ საქმეების გაკეთებას, რომელიც გავაკეთეთ, ისიც კარგად გვესმის, რომ არაერთი ჩვენი თანამოქალაქე, არაერთი ოჯახი ჯერ კიდევ პირისპირ რჩება გაჭირვებასთან, თუმცა, ჩვენ შეგვიძლია, რომ ამ ადამიანებსაც მივხედოთ, მათი პრობლემებიც მოვაგვაროთ, თუ გვექნება თქვენი მხარდაჭერა და მე დარწმუნებული ვარ, რომ სამეგრელო და საქართველო ღირსეულ არჩევანს გააკეთებს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up