არჩილ თალაკვაძე: მოლაპარაკებების მაგიდასთან მყოფი ოპოზიცია მინიმუმ ორ ბანაკად არის გაყოფილი

არჩილ თალაკვაძე: მოლაპარაკებების მაგიდასთან მყოფი ოპოზიცია მინიმუმ ორ ბანაკად არის გაყოფილი

access_time2021-01-12 15:00:00

„უნდა ვიყოთ რეალისტები და პირდაპირ უნდა ვუთხრათ საზოგადოებას - ჩვენ და ჩვენი ქვეყნის მეგობარ ელჩებს გვსურს ერთიანი შეთანხმების მიღწევა ოპოზიციასთან, რომელიც ორ ბანაკად არის სინამდვილეში გაყოფილი - ერთს საერთოდ არ სურს და არ აწყობს შეთანხმება და მეორეს ინტერესებში შედის ამ შეთანხმების მიღწევა. ეს არ არის არანაირი ერთიანი ოპოზიცია და არ არის ერთი ღირებულების გარშემო გაერთიანებული ხალხი“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.



მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ მოლაპარაკებების შეთანხმებით დასრულება და პარლამენტში შესვლა იმიტომ არ სურს, რომ არჩევნებში ისევ დამარცხდა და ხელისუფლებაში დაბრუნების ერთადერთ გზად დესტაბილიზაცია ესახება.



რაც შეეხება „ევროპულ საქართველოს“, არჩილ თალაკვაძე ფიქრობს, რომ პარტიის ლიდერებმა მანდატები ვერ აიღეს და შესაბამისად, მათთვის აზრი არ აქვს, შეთანხმება შედგება თუ არა - ვერცერთ შემთხვევაში ვერ შედიან პარლამენტში.




„ნაციონალურ მოძრაობას“ არ უნდა მოლაპარაკებების შეთანხმებით დასრულება და პარლამენტში შემოსვლა იმიტომ, რომ მიღებული შედეგით, ნახეს, რომ ისინი ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცდილობდნენ. გვახსოვს ცდილობდნენ, აედუღებინათ სამეგრელო, ცდილობდნენ შეეიარაღებინათ ხალხი აჭარაში, ამბოხებისკენ მოუწოდებდნენ სხვადასხვა დროს, ძალადობრივი შეტევაც კი გააკეთეს პარლამენტზე. მთელმა მსოფლიომ დაინახა, რა იყო სახელმწიფოს რეაქცია როდესაც ძალადობრივი შეტევა მოხდა აშშ-ში კონგრესის შენობაზე, შეადარეთ და მიხვდებით, რომ არც აშშ-ში, არც საქართველოში და არცერთ დემოკრატიულ საზოგადოებაში, პარლამენტსა და დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ძალადობრივ შეტევას არავინ მოითმენს. „ნაციონალურ მოძრაობას“ არ უნდა რომ შემოვიდეს პარლამენტში და ეს პროცესი დასრულდეს შეთანხმებით, ვინაიდან მათ ხელისუფლებაში დაბრუნების ერთადერთ გზად ესახებათ დესტაბილიზაცია, „ევროპულ საქართველოს“ ასევე არ უნდა, რომ ეს შეთანხმება შედგეს, იმიტომ, რომ ეს შეთანხმება რომ შედგეს, „ევროპული საქართველოს“ მაინც ვერ შედიან პარლამენტში. სწორედ ამიტომ, ეს ორი ძალა დანარჩენ ოპოზიციას აშანტაჟებს და აიძულებს, უარი თქვან საპარლამენტო მანდატებზე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.



imedinews.ge








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up