არჩილ თალაკვაძე - მიხეილ სააკაშვილი უკვე 8 წელია აანონსებს დაბრუნებას, ხან სახურავიდან, ხან ზღვასთან დგას, ხან საკუთარი ძვირადღირებული ბინის აივანზე, თუმცა ვერ გაბედა ჩამოსვლა

არჩილ თალაკვაძე - მიხეილ სააკაშვილი უკვე 8 წელია აანონსებს დაბრუნებას, ხან სახურავიდან, ხან ზღვასთან დგას, ხან საკუთარი ძვირადღირებული ბინის აივანზე, თუმცა ვერ გაბედა ჩამოსვლა

access_time2020-10-18 16:50:31

მიხეილ სააკაშვილს აქვს პრობლემები თავის წარსულთან და ის დღეს გამოიყურება როგორც ჯოხი ოპოზიციის ბორბალში,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

როგორც მან აღნიშნა, მოქალაქეებს საშუალება აქვთ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ არჩევნებზე პოლიტიკური ველიდან გაიყვანონ.

 

თალაკვაძის შეფასებით, ამ პოლიტიკურმა პარტიამ კიდევ ერთხელ აჩვენა ხალხის მიმართ დამოკიდებულება, რადგან გამართეს აქცია, სადაც არანაირი წესები არ იყო დაცული და გაწირეს თავისივე მხარდამჭერები.

 


„ძვირფასო მოქალაქეებო იმასთან ერთად რომ ამ დემოკრატიული არჩევნებით საქართველო დგამს ნაბიჯებს პროგრესისკენ, ირჩევს უფრო მშვიდ, საქმიან პოლიტიკას, რომელსაც „ქართული ოცნება“ სთავაზობს ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას , თქვენ აქვე გაქვთ შესაძლებლობა, რომ პოლიტიკური ველიდან ბოლომდე გავიყვანოთ ეს უპასუხისმგებლო პარტია, რომელსაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“. მათ რამდენიმე დღის წინ, კიდევ ერთხელ აჩვენეს თავისი დამოკიდებულება ადამიანებთან, როცა სხვადასხვა რეგიონებიდან ჩაყვანილი საზოგადოების წევრებით ხალხის ხარჯზე გააკეთეს ისეთი აქცია, სადაც არანაირი წესები არ იყო დაცული, მათ გაწირეს საკუთარი მხარდამჭერებიც კი თავისი მიზნის მისაღწევად, ეს არის მათი ხელწერა, ისინი ამას აკეთებდნენ სასჯელაღსრულების სისტემაში, ბიზნესში, მედიაში, ყველგან, სადაც ჰქონდათ ამის შესაძლებლობა, მათ შორის ჟურნალისტები და ერთ-ერთი აქ მყოფი ტელევიზიის დირექტორი პირდაპირ აცხადებდა , რომ ტელევიზიას და ჟურნალისტებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა. ამის შემდეგ რა უნდა გაგიკვირდეთ ამ პოლიტიკური ძალისგან?

 

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს ის უკვე 8 წელია აანონსებს ხან სახურავიდან, ხან ზღვასთან დგას, ხან საკუთარი ძვირადღირებული ბინის აივანზე და აანონსებს დაბრუნებას, ზოგჯერ ჰაერით, ზოგჯერ გვირაბით, ზოგჯერ ფეხით გადმოდის ხოლმე საზღვარზე, თუმცა, როგორც ხედავთ მან დღემდე ვერ გაბედა საქართველოში ჩამოსვლა. ეს არის მისი მორიგი ტყუილი საკუთარი მხარდამჭერებისთვის, ვინაიდან სხვას ამ ქვეყანაში არავის სჯერა მისი სიტყვების, მას აქვს პრობლემები თავის წარსულთან და ის დღეს გამოიყურება როგორც ჯოხი ოპოზიციის ბორბალში. ამიტომ ამ არჩევნებით ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლობა და მისი მხარდაჭერა კიდევ უფრო შემცირდება და მის ადგილს დაიკავებს ჯანსაღი ოპოზიცია,“- განაცხადა თალაკვაძემ.



ინტერპრესნიუსი

თეგები:
სააკაშვილი



დღის Top 10 საინტერესო ამბავი

 დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-22 21:00:21
1. ბანკებზე თავდასხმის ქრონიკა საქართველოში   ბანკების ძარცვა ტექნოლოგიების ერაში ბევრს ყველაზე მოძველებულ კრიმინალურ აქტად მიაჩნევა, თუმცა ფინანსურ ინსტიტუტებზე შეიარაღებული თავდასხმა პლანეტის ერთერთ მთავარ გადაუჭრელ პრობლემად დღემდე რჩება....

22 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

22 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-22 18:10:25
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 22 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, კურსის ცვლილებამ 0.93 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი...

Forbes: აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Google-ს უჩივლა

Forbes: აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Google-ს უჩივლა
access_time2020-10-22 20:00:48
აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Google-ის წინაამღდეგ სასამართლოში ანტიმონოპოლური სარჩელი შეიტანა.   უწყების აზრით, კორპორაცია ონლაინ-ძიების ბაზარზე ხელოვნულ მონოპოლიას აჩენს.   Google არის მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი კომპანია, რომლის საბაზრო ღირებულებაც 1 ტრლნ. დოლარია. ის თითქმის მონოპოლოსტია მილიარდობით ინტერნეტ-მომხმარებლისთვის, კომპანია ისეთ სერვისებს ფლობს, როგორც  Chrome,  YouTube, Google maps, Google translate და...

უნდა გახსნას თუ არა საზღვრები საქართველომ - PMC RESEARCH-ის შეფასებები

უნდა გახსნას თუ არა საზღვრები საქართველომ - PMC RESEARCH-ის შეფასებები
access_time2020-10-22 17:30:00
2020 წლის სამ კვარტალში, საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 499 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, ეს 81%-იანი დანაკლისია 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. PMC Research-ის ინფორმაციით, 2020 წლის სექტემბერში საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 94.2%-ით შემცირდა. აპრილის შემდეგ, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ყოველ თვეში, მოგზაურების, ვიზიტორებისა და ტურისტების რაოდენობა 90%-ზე მეტად მცირდებოდა. კვლევაში მითითებულია, რომ COVID-19...

ნოემბრის შუა რიცხვებში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა, 4-5 ათას მიაღწიოს - გამყრელიძე

 ნოემბრის შუა რიცხვებში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა, 4-5 ათას მიაღწიოს - გამყრელიძე
access_time2020-10-22 17:00:34
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, ნოემბრის პროგნოზი ახლიდან გაკეთდება.   მისივე ინფორმაციით, აქამდე გაკეთებული პროგნოზის თანახმად, ვირუსის გავრცელების პიკი ნოემბრის შუა რიცხვებში დადგება და ამ პიკის დროს დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა 4-5 ათას შემთხვევას მიაღწიოს.   „პროგნოზირება ძალიან უმადური რამ არის. არ არსებობს არც ერთი...


მსგავსი სიახლეები

up