არჩილ თალაკვაძე - მეცხრე მოწვევის პარლამენტმა განახორციელა ცვლილებები, რაც ყველა წინა ხელისუფლების დროს ოპოზიციის დიდი სურვილი იყო, ახლაც გრძელდება საარჩევნო რეფორმაზე მუშაობა

არჩილ თალაკვაძე - მეცხრე მოწვევის პარლამენტმა განახორციელა ცვლილებები, რაც ყველა წინა ხელისუფლების დროს ოპოზიციის დიდი სურვილი იყო, ახლაც გრძელდება საარჩევნო რეფორმაზე მუშაობა

access_time2021-03-04 15:00:00

მეცხრე მოწვევის პარლამენტმა განახორციელა ცვლილებები, რაც ყველა წინა ხელისუფლების დროს ოპოზიციის დიდი სურვილი იყო, ახლაც გრძელდება საარჩევნო რეფორმაზე მუშაობა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.


მან მადლობა გადაუხადა საკანონმდებლო პაკეტზე მომუშავე ჯგუფის წევრებს.


ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა, რომ სურვილის შემთხვევაში, მათ შეუძლიათ აღნიშნული პაკეტის საპარლამენტო განხილვებში ჩაერთონ.


„მიმდინარე დღეებში თვალს ვადევნებდით დისკუსიას საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ოპოზიციამ ეს საკითხი მოლაპარაკებების დღის წესრიგშიც კი შეიტანა. მინდა მადლობა გადავუხადო სამუშაო ჯგუფის წევრებს, ვინც საარჩევნო რეფორმის ახალ პაკეტზე იმუშავა. ეს არის ეუთო-ს რეკომენდაციების განხორციელების მიზნით შემუშავებული პაკეტი, სადაც მთელი რიგი მნიშვნელოვანი რეფორმებია გათვალისწინებული. მოგეხსენებათ, ეს „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის საგანიც გახლდათ. ჩვენ, როგორც ყოველთვის ფუნდამენტურ რეფორმებთან დაკავშირებით ჩვენს პირობას ვასრულებთ და ეს პაკეტი ინიცირებულია. აქვე მინდა ვთქვა, რომ ოპოზიციის მეორე ნაწილს პროცესში ჩართვა თუ სურს, კონკრეტული მოსაზრებები, დასაბუთებული შეთავაზებები თუ აქვთ, პროცესი სამი მოსმენის ფარგლებში გახსნილი იქნება იმ ოპოზიციისთვის, ვისაც სურს, პარლამენტში ჩაერთოს ამ სამუშაო პროცესსა და განხილვებში.



საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტში მმართველმა გუნდმა უზრუნველყო ისეთი ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელება, რაც ყველა წინა ხელისუფლების დროს ოპოზიციის ყველა თაობის დიდი სურვილი გახლდათ. სამწუხაროდ, წინა პერიოდებში ვერ მოხდა ამ ცვლილებების განხორციელება, მაგრამ მეცხრე მოწვევის პარლამენტმა ეს გააკეთა და მეათე მოწვევის პარლამენტიც აგრძელებს ამ რეფორმებზე მუშაობას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.




1tv.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up