ქვეყანაში ვითარების “გაცხელებაზე” სხვების მუქარებიც მოგვისმენია წინა წლებში. ცივი გონებით მოქმედება სჯობს“,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას.
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, “ქართულ ოცნებას” პოლიტიკური სვლები გათვლილი აქვს. "გაზაფხულისთვის მზად ვართ! “ქართულ ოცნებას” შემდეგი პოლიტიკური სვლებიც გათვლილი აქვს, იმ ოპოზიციური პარტიებისგან და ლიდერებისგან განსხვავებით, რომლებიც რადიკალების ტყვეობაში არიან და დემოკრატიაზე და ქვეყნის განვითარებაში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ. ქვეყანაში ვითარების “გაცხელებაზე” სხვების მუქარებიც მოგვისმენია წინა წლებში. ცივი გონებით მოქმედება სჯობს ", -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისთვის, „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განცხადება გაავრცელა, სადაც მან აღნიშნა რომ თუ პარლამენტი საბოლოდ გააუქმებს მანდატებს და არანაირ კომპრომისზე არ წამოვა ოპოზიციასთან, „მაშინ გაზაფხული იქნება ძალიან ცხელი. არავინ არ დაუთმობს ხელისუფლებას ასე მიისაკუთროს ადამიანის ხმები“.
Ipn.ge