ესაა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, მას შემდეგ, რაც მე-9 მოწვევის პარლამენტმა საკონსტიტუციო რეფორმა ჩაატარა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მას შემდეგ, რაც პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
„იმედი მაქვს, რომ მიღებული გადაწყვეტილება სრულად იქნება გამოყენებული, როგორც შესაძლებლობა, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური სპექტრის, პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკური მოთამაშეების მხრიდან, რომ ჩვენ ეს საპარლამენტო არჩევნები გამოვიყენოთ იმისთვის, რომ საქართველოში გავაძლიეროთ დემოკრატია, გავაგრძელოთ დემოკრატიული განვითარება და სევქმნათ კიდევ უფრო სტაბილური, შედეგზე კიდევ უფრო ორიენტირებული სისტემა“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.