არჩილ თალაკვაძე: დღეს სახელმწიფო არის სამართლიანი თავის მოქალაქეებთან ურთიერთობაში და არჩევნებსაც ზუსტად ასე ვატარებთ

არჩილ თალაკვაძე: დღეს სახელმწიფო არის სამართლიანი თავის მოქალაქეებთან ურთიერთობაში და არჩევნებსაც ზუსტად ასე ვატარებთ

access_time2020-09-19 18:22:37

„თქვენი მხარდაჭერით ამ წლების განმავლობაში ჩვენ შევძელით ბევრი მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება და ახლა გვაქვს გამოცდილება, გვყავს ძლიერი განახლებული გუნდი, ძლიერი ლიდერებით და ჩვენ მზად ვართ, რომ თქვენი მხარდაჭერით მომავალზეც ავიღოთ პასუხისმგებლობა“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხონში განაცხადა, სადაც მმართველმა გუნდმა მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა. ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

არჩილ თალაკვაძემ დამსწრეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში მიღწეულ პროგრესზე, განხორციელებულ რეფორმებსა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენი ხელისუფლების პირობებში საქართველომ ყველაზე უკეთ შეძლო მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფა, ჩვენ შევძელით ბიზნესის თავისუფლების დაცვა. დღეს ბიზნესი არის თავისუფალი და საკუთრება არის დაცული. ჩვენ შევძელით ყველაზე უკეთ ზრუნვა ადამიანის ჯანმრთელობაზე და მისი უფლებების დაცვაზე. მნიშნელოვანია, რომ დღეს სახელმწიფო არის სამართლიანი თავის მოქალაქეებთან ურთიერთობაში და არჩევნებსაც ზუსტად ასე ვატარებთ.

ჩვენ ჩავატარეთ დემოკრატიული რეფორმები იმისთვის, რომ თქვენი კონტროლი ხელისუფლებაზე და თქვენი კონტროლი მმართველობაზე გაიზარდოს და თქვენი ჩართულობა სახელმწიფო მართვის პროცესში იყოს კიდევ უფრო ეფექტური. იქნება ეს ბიუჯეტის დაგეგმვა, კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებები თუ საკანონმდებლო ცვლილებები, რომელსაც იღებს პარლამენტი.

სწორედ ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ წელს ვატარებთ უპრეცედენტოდ დემოკრატიულ არჩევნებს არსებითად პროპორციული სისტემით, რომელიც კიდევ უფრო უკეთ გამოხატავს თქვენს ნებას და თქვენს გადაწყვეტილებას, რომელიც აისახება საქართველოს პარლამენტში და პარტიების საქმიანობაში.


ჩვენ გვაქვს საკმარისი მხარდაჭერა, ჩვენ გვაქვს ძლიერი მხარდაჭერა, მაგრამ რაც მთავარია ჩვენ გვქვს ხედვა ჩვენი ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით და ჩვენ აუცილებლად შევძლებთ იმ საქმეების განხორციელებას, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ხონს, იმერეთს და ჩვენს ქვეყანას“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძემ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გივი ჭიჭინაძეს მხარდაჭერა დაუდასტურა და განაცხადა, რომ ის მოქალაქეების საუკეთესო არჩევანი იქნება.

„მინდა მხარი დავუჭირო ბატონ გივი ჭიჭინაძეს, ვისთან ერთადაც უკვე წლებია ვიმუშავეთ. ის იყო გუბერნატორი, მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება. ის არის თავისი ქვეყნის გულანთებული მხარდამჭერი და თავისი ქვეყნის ღირსების, კულტურის და მემკვიდრეობის დამცველი.

სწორედ ამიტომ ჩვენ მას ვენდობით, მხარს ვუჭერთ და გვჯერა, რომ ის თქვენი მხარის, თქვენი კუთხის საუკეთესო არჩევანი იქნება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.





დღის Top 10 საინტერესო ამბავი

 დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-22 21:00:21
1. ბანკებზე თავდასხმის ქრონიკა საქართველოში   ბანკების ძარცვა ტექნოლოგიების ერაში ბევრს ყველაზე მოძველებულ კრიმინალურ აქტად მიაჩნევა, თუმცა ფინანსურ ინსტიტუტებზე შეიარაღებული თავდასხმა პლანეტის ერთერთ მთავარ გადაუჭრელ პრობლემად დღემდე რჩება....

22 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

22 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-22 18:10:25
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 22 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, კურსის ცვლილებამ 0.93 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი...

Forbes: აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Google-ს უჩივლა

Forbes: აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Google-ს უჩივლა
access_time2020-10-22 20:00:48
აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Google-ის წინაამღდეგ სასამართლოში ანტიმონოპოლური სარჩელი შეიტანა.   უწყების აზრით, კორპორაცია ონლაინ-ძიების ბაზარზე ხელოვნულ მონოპოლიას აჩენს.   Google არის მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი კომპანია, რომლის საბაზრო ღირებულებაც 1 ტრლნ. დოლარია. ის თითქმის მონოპოლოსტია მილიარდობით ინტერნეტ-მომხმარებლისთვის, კომპანია ისეთ სერვისებს ფლობს, როგორც  Chrome,  YouTube, Google maps, Google translate და...

უნდა გახსნას თუ არა საზღვრები საქართველომ - PMC RESEARCH-ის შეფასებები

უნდა გახსნას თუ არა საზღვრები საქართველომ - PMC RESEARCH-ის შეფასებები
access_time2020-10-22 17:30:00
2020 წლის სამ კვარტალში, საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 499 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, ეს 81%-იანი დანაკლისია 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. PMC Research-ის ინფორმაციით, 2020 წლის სექტემბერში საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 94.2%-ით შემცირდა. აპრილის შემდეგ, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ყოველ თვეში, მოგზაურების, ვიზიტორებისა და ტურისტების რაოდენობა 90%-ზე მეტად მცირდებოდა. კვლევაში მითითებულია, რომ COVID-19...

ნოემბრის შუა რიცხვებში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა, 4-5 ათას მიაღწიოს - გამყრელიძე

 ნოემბრის შუა რიცხვებში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა, 4-5 ათას მიაღწიოს - გამყრელიძე
access_time2020-10-22 17:00:34
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, ნოემბრის პროგნოზი ახლიდან გაკეთდება.   მისივე ინფორმაციით, აქამდე გაკეთებული პროგნოზის თანახმად, ვირუსის გავრცელების პიკი ნოემბრის შუა რიცხვებში დადგება და ამ პიკის დროს დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა 4-5 ათას შემთხვევას მიაღწიოს.   „პროგნოზირება ძალიან უმადური რამ არის. არ არსებობს არც ერთი...


მსგავსი სიახლეები

up