არჩილ თალაკვაძე - ჩვენთვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვა  ერთ-ერთ პოლიტიკური პრიორიტეტია

არჩილ თალაკვაძე - ჩვენთვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვა ერთ-ერთ პოლიტიკური პრიორიტეტია

access_time2019-12-08 21:22:18

ჩვენთვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვა არის ერთ-ერთ პოლიტიკური პრიორიტეტი 2012 წლიდან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მთავრობის 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფის გათანაბრებას ეხება.

„ეს არის ძალიან საინტერესო საკითხი. როგორც იცით საუბარია ე.წ დიარჯის სისტემის შემოღებაზე. „დიარჯის“ სისტემა არის დიაგნოზებთან დაკავშირებული სატარიფო პოლიტიკის შემოღება, რაც პრინციპში აპრობირებულია ბევრ განვითარებულ ქვეყანაში. ეს არის სწორი მოდელი, რაც შეეხება მის დანერგვას, მე მივესალმები კომუნიკაციას სამინისტროსა და კერძო სექტორს შორის, სექტორის მოსაზრებები არის მნიშვნელოვანი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მათი პოზიციები იყოს გათვალისწინებული რეფორმის განხორციელების პროცესში და რაც მთავარია, ეს გაკეთდეს ისე, რომ სამედიცინო სექტორს, კერძო კომპანიებს მიეცეთ ამ სისტემასთან სრული ადაპტაციის შესაძლებლობა. ჩვენთვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვა არის ერთ-ერთ პოლიტიკური პრიორიტეტი 2012 წლიდან“,- განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, რეფორმის განხორციელების საკითხში ჯანდაცვის სამინისტროს პარლამენტის პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ექვს მილიონზე მეტი შემთხვევა დაფინანსდა უკვე. შეიძლება ეს არ არის ამდენივე ადამიანი, მაგრამ ეს არის 6 მილიონი სამედიცინო შემთხვევა, რომელზეც სახელმწიფომ გამოყო დაფინანსება და დაეხმარა ჩვენს მოქალაქეებს. ეს პრიორიტეტი შენარჩუნდება მომავალშიც და მნიშვნელოვანია, რომ რეფორმები ამ მიღწევების საზოგადოებასთან კიდევ უფრო ეფექტურად განხორციელებისთვის გატარდეს. ჯანდაცვის სამინისტროს აქვს ჩვენი პოლიტიკური მხარდაჭერა. კომიტეტი აქტიურად იმუშავებს სამინისტროსთან და სამედიცინო სექტორთან, რომ მაქსიმალური შეთანხმება მოხდეს“,- განაცხადა თალაკვაძემ.



1tv




„კომერსანტის“ 28 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 28 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-28 21:30:47
„კომერსანტის“ 28 იანვრის TOP 10 თემა 1.„არჩევნების წინ ბიუჯეტში უფრო მეტი სახსრების მობილიზებას ცდილობენ“ – „საქსტატი“ ჩრდილოვანი ეკონომიკის დარგების აღრიცხვას იწყებს 2.„ქართული ოცნების“ პრემიებზე დახარჯული მილიონები და 112-ის გაუმართავი...

„ხალხი ცდილობს თავი შეიკავოს როგორც ჩინური პროდუქციისგან, ასევე დაწესებულებებში სტუმრობისგანაც“-კორონავირუსის გავლენა ჩინურ რესტორნებზე

„ხალხი ცდილობს თავი შეიკავოს როგორც ჩინური პროდუქციისგან, ასევე დაწესებულებებში სტუმრობისგანაც“-კორონავირუსის გავლენა ჩინურ რესტორნებზე
access_time2020-01-28 18:15:26
ჩინეთში დაფიქსირებული კორონავირუსი მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. რამდენიმე ქვეყანამ ჩინეთიდან პროდუქციის შეტანაც კი აკრძალა. ინტენსიურად მოწმდება აეროპორტებში მგზავრების მდგომარეობაც. საქართველოში ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველის შემოყვანა აიკრძალა. აკრძალვების ფონზე „კომერსანტი“ დაინტერესდა რა მდგომარეობაა საქართველოში არსებულ ჩინურ რესტორნებში. შემცირდა თუ არა სტუმრების რაოდენობა ან შეჩერებულია თუ არა დაწესებულებების იმ ნედლეულით მომარაგება, რომელიც ჩინეთიდან...

ჩინეთის კორონავირუსმა iPhone-ის წარმოება საფრთხის წინაშე დააყენა

ჩინეთის კორონავირუსმა iPhone-ის წარმოება საფრთხის წინაშე დააყენა
access_time2020-01-28 20:20:26
ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსი, რომელმაც უკვე 100 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, iPhone-ების წარმოებას აფერხებს.  Bloomberg-ის მონაცემებით,  ჩინეთის ხელისუფლების მიერ მიმოსვლაზე შეზღუდვების დაწესებამ Apple-ის საწარმოო ჯაჭვში რღვევები შეიტანა. „ვერ წარმომიდგენია სცენარი, რომლის შემთხვევაშიც მიწოდების ჯაჭვი არ გაირღვევა, ამისთვის საკმარისია ნედლეულის, წარმოების, ტესტირებისა და მიწოდების მცირე სერიოზული შეფერხებაც კი“ - განუცხადა Bloomberg-ს ანალიტიკოსმა...

ბათუმში Ibis Styles-ისა და Novotel living-ის სასტუმროები გაიხსნება

ბათუმში Ibis Styles-ისა და Novotel living-ის სასტუმროები გაიხსნება
access_time2020-01-28 17:15:35
ბათუმში, კახაბრის დასახლებაში მრავალფუნქციურ კომპლექსში სასტუმროების 2 საერთაშორისო ბრენდი იქნება წარმოდგენილი. ბრენდების შემოყვანაზე Ibis Styles-სა და Novotel living-თან კომპანია „ეიერ-მერიდიანსმა“ მოლაპარაკებებს უკვე მიაღწია. ამ დროისთვის გაფორმებულია 20 წლიანი ხელშეკრულება Ibis Styles-თან, Novotel living-თან კი გაფორმებულია მემორანდუმის თანახმად, 20 წლიანი ფრანშიზა უახლოეს 3 თვეში გაფორმდება. ეს ორი შეთანხმება გახდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის...

მაია ცქიტიშვილი: „მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ საგადასახადო ტვირთის სიმცირის მიხედვით“

მაია ცქიტიშვილი: „მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ საგადასახადო ტვირთის სიმცირის მიხედვით“
access_time2020-01-28 17:00:05
ზოგადად, ქვეყანაში საგადასახადო ტვირთის შესაფასებლად გამოიყენება მაჩვენებელი, რომელიც საგადასახადო შემოსავლების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობას ზომავს. მაია ცქიტიშვილი საწარმოს კომერციულ მოგებაში პირდაპირი გადასახადების ფარდობით მაჩვენებელს გულისხმობს, რომელიც მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგის ერთ-ერთი კომპონენტია. რადგან გამოსვლისას პოლიტიკოსი ბიზნეს-კონიუნქტურაზე საუბრობდა, აღნიშნული მაჩვენებლის გამოყენება მიზანშეწონილია, თუმცა საბოლოო ჯამში, კონკრეტიკა არასაკმარისია და განცხადება...


მსგავსი სიახლეები

up