არჩილ თალაკვაძე: ჩვენ გავიმარჯვებთ კეთილსინდისიერ, თავისუფალ, სამართლიან არჩევნებში - ვუერთდები ბიძინა ივანიშვილს სიტყვებს, რომ ქვეყანას ძალადობა არ სჭირდება

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ გავიმარჯვებთ კეთილსინდისიერ, თავისუფალ, სამართლიან არჩევნებში - ვუერთდები ბიძინა ივანიშვილს სიტყვებს, რომ ქვეყანას ძალადობა არ სჭირდება

access_time2020-10-10 14:50:10

„ჩვენ გავიმარჯვებთ კეთილსინდისიერ, თავისუფალ, სამართლიან არჩევნებში და მინდა, ჩვენი გუნდის სახელით, კიდევ ერთხელ, შევუერთდე პარტიის თავმჯდომარის სიტყვებს, როდესაც მან ბრძანა, რომ ქვეყანას ძალადობა, პროვოკაციები არ სჭირდება - ჩვენ გავატარეთ დემოკრატიული რეფორმები იმისთვის, რომ თავისუფალი, მაღალი სტანდარტების არჩევნები ჩავატაროთ", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მესტიაში, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მიერ ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ სვანეთის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი უნიკალური კუთხის მნიშვნელობასა და გამორჩეულობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს რეგიონი ქვეყნის განძსაცავია. მისი თქმით, სვანეთის განვითარება უნდა გაგრძელდეს.

„ეს უნიკალური კულტურა აგრძელებს თავის არსებობას, ის ცოცხალია და დღემდე ათი ათასობით სტუმარს, ქართველსა თუ უცხოელს აოცებს. ჩვენ ამ ყველაფერს, მომავალშიც ღირსეულად უნდა მოვუაროთ და უნდა განვაგრძოთ ქვეყნის განვითარება, სვანეთის განვითარება, სადაც უნდა შევქმნათ ახალი ინფრასტრუქტურა, ახალი შესაძლებლობები ადამიანებისთვის ბიზნესის, განათლების სფეროში, მეტი ახალგაზრდა ჩავრთოთ პროცესში, მივცეთ მათ თავისი საკუთარი ბიზნესის დაწყების საშუალება და დასაქმების შესაძლებლობა. ჩვენ მაქსიმალურად ვიმუშავებთ ამისთვის",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


მან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს მხარდაჭერა დაუდასტურა. არჩილ თალაკვაძის თქმით, გოჩა ენუქიძე კეთილსინდისიერი პატრიოტი ადამიანია, რომელიც არჩევნებში პირნათელი და ოპტიმისტური გეგმებით იღებს მონაწილეობას.



„მოხარული ვართ, რომ თქვენი კუთხის წარმატებული და ღირსეული შვილები რჩებიან და მომავალშიც აგრძელებენ ჩვენს სახელისუფლებლო გუნდში მუშაობას, მინდა, მადლობა გადავუხადო თეა წულუკიანს, სოზარ სუბარს, ვიქტორ ჯაფარიძეს და არაერთ ადამიანს თვითმმართველობაში, ცენტრალურ ხელისუფლებაში, საჯარო მოხელეებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს და ექიმებს, სხვა პროფესიის ხალხს, ვინც ასე წარმატებით და აქტიურად მუშაობდნენ ჩვენი ქვეყნისთვის და თავისი სვანეთისთვის",- მიმართა შეკრებილებს პარლამენტის თავმჯდომარემ.


არჩილ თალაკვაძის თქმით, „ქართული ოცნება" კეთილსინდისიერ, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში გაიმარჯვებს. მან მხარდამჭერებს მოუწოდა, არ აყვნენ პროვოკაციებს.


„ჩვენ გვაქვს საზოგადოების ძალიან დიდი მხარდაჭერა და ეს 54 %-დან 64 %-მდე არის სხვადასხვა რეგიონში. ამიტომ, როდესაც მომავალზე ხარ ორიენტირებული, როდესაც საზოგადოება შენს გვერდით არის, გაქვს ხედვა, ქვეყნის განვითარების გეგმა, დღეს ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები გვჭირდება, ამიტომ, ყველა ჩვენს მხარდამჭერს მოვუწოდებ, რომ ნუ ჩაერთვებიან პროვოკაციებში, ნუ უპასუხებენ ძალადობას ძალადობით, მშვიდად, დემოკრატიულად, თავისუფლად გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის განვითარება",- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up