არჩილ თალაკვაძე: ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ,,ქართულმა ოცნებამ  რეალური ძალაუფლება ხალხს  დაუბრუნა

არჩილ თალაკვაძე: ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ,,ქართულმა ოცნებამ რეალური ძალაუფლება ხალხს დაუბრუნა

access_time2020-09-21 15:34:19

„ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, 2012 წლის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“, საზოგადოების მხარდაჭერით, ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები გაატარა. სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით გახდა შესაძლებელი, რომ რეალური ძალაუფლება დაუბრუნდათ ადამიანებს, დაუბრუნდა ხალხს და ქვეყანას დემოკრატიული ინსტიტუტები მართავს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ყურადღების ცენტრში არის ადამიანი, მისი უფლებები და მისი ღირსება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საჩხერეში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, პაატა კვიჟინაძე წარადგინა. ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.



არჩილ თალაკვაძემ მმართველი გუნდის მიერ 2012 წლის შემდეგ განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებსა და ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, მმართველმა გუნდმა კიდევ ერთხელ მიიღოს საზოგადოების მხარდაჭერა, რათა ქვეყანამ განვითარება გააგრძელოს.




„არჩევანის გაკეთების წინ ყველა ადამიანი ფიქრობს, თუ რისი გაკეთება შევძელით ჩვენ ერთად და რის გაკეთებას შევძლებთ მომავალში. რამდენიმე მნიშვნელოვანი მაგალითი რომ მოვიყვანოთ მხოლოდ - „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ყველაზე უკეთ შეძლო ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფა, რაც, დამეთანხმებით, რომ განვითარების მთავარი პირობაა. ყველაზე უკეთ შეძლო ზრუნვა ადამიანზე, მის ჯანმრთელობაზე, რომ არაფერი ვთქვათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე, ჯანდაცვის ინფრასტრუქტურაზე, რომელიც აშენდა, C ჰეპატიტის პროგრამაზე, რომელზეც გადაწყვეტილება სწორედ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მიიღო, როდესაც ის გახლდათ პრემიერ-მინისტრი, ბოლო მაგალითიც, ადასტურებს, რომ ქვეყანას ძლიერი მმართველობა და ინსტიტუტები აქვს - როდესაც საქართველომ, მსოფლიოში ერთ-ერთმა საუკეთესოდ გაართვა თავი პანდემიასთან ბრძოლას, შეძლო ვირუსის ყველაზე სახიფათო ტალღის შეკავება - ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმის, რომ ჩვენ შევქმენით ნამდვილად ეფექტური და ადამიანზე ორიენტირებული მმართველობის სისტემა. მინდა, განსაკუთრებით გავუსვა ხაზი ბიზნესის თავისუფლებას და საკუთრების უფლებას. ჩვენ ერთად შევძელით, დაგვესრულებინა დრო, როდესაც ბიზნესმენები და მესაკუთრეები შუაღამით მიდიოდნენ და სახელმწიფოს ჩუქნიდნენ საკუთარ ქონებას. სამწუხაროდ, ეს იყო უსამართლო სახელმწიფო და სწორედ ჩვენ შევძელით ერთად, რომ დღეს სახელმწიფო თავის მოქალაქეებთან ურთიერთობაში არის სამართლიანი, არის ობიექტური და არ აძლევს თავის თავს უფლებას, რომ სხვისი საკუთრების უფლებაში ჩაერიოს. ჩვენ შევძელით პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკის წარმოება, დღეს ჩვენი ქვეყანა სარგებლობს უვიზო რეჟიმით ევროპასთან, სარგებლობს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით ევროპასთან, ჩვენ გავაფორმეთ ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან და გვაქვს მტკიცე თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან. სწორედ ეს საქმეები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ გვყავს ძლიერი პოლიტიკური ლიდერი, ძლიერი გუნდი და გვაქვს ხედვა, როგორც იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ადგილზე, ასევე, გვაქვს ხედვა, თუ რა ხდება დღეს მსოფლიო პოლიტიკაში და რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას ამ რეგიონში. ჩვენ შევძელით, მნიშვნელოვნად დავხმარებოდით მეწარმეებს და კერძო სექტორს. მხოლოდ სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის სააგენტოს 2.9 მილიარდის პროექტები და გრანტები აქვს გაცემული და აქვე მინდა გითხრათ „აწარმოე საქართველოს ფარგლებშიც 1.4 მილიარდის პროექტები არის დაფინანსებული. ეს არის მხოლოდ რამდენიმე მაგალითი, რომლითაც 84 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა, შექმნა ახალი ბიზნესი, დაასაქმა ადამიანები, ან გააფართოვა უკვე არსებული საწარმო. ჩვენ შევძელით ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვნად განვითარება. პრემიერ-მინისტრი საუბრობდა ამ მნიშვნელოვან პროექტზე, რომელიც ახლა გზაში დავათვალიერეთ, მაგრამ ასეთივე პროექტები დღეს კეთდება მთელ საქართველოში და ეს პროცესი გაგრძელდება. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვჭირდება, რომ განვამტკიცოთ ნდობა თქვენთან, მივიღოთ კიდევ ერთხელ, თქვენი მხარდაჭერა, რათა ქვეყანაში იყოს მშვიდობა, ადამიანის უფლებები იყოს დაცული და ჩვენმა ქვეყანამ განაგრძოს განვითარება“,- მიმართა შეკრებილებს პარლამენტის თავმჯდომარემ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up