არჩილ თალაკვაძე: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე  საქართველოს  აქვს ისტორიული მომენტი, გადადგას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი დემოკრატიის გაძლიერებისკენ

არჩილ თალაკვაძე: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს აქვს ისტორიული მომენტი, გადადგას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი დემოკრატიის გაძლიერებისკენ

access_time2020-10-16 17:36:49

„გპირდებით, რომ მაქსიმალურად გავუხსნით გზას ახალგაზრდებს, როგორც ბიზნესში, ისე სახელმწიფო სამსახურში, საკუთარი კარიერის და სამუშაო გამოცდილების შესაქმნელად. ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჩოხატაურში განაცხადა, სადაც მმართველმა გუნდმა მოსახლეობას ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა. ინფორმაციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.



არჩილ თალაკვაძემ 2012 წლის შემდეგ, ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული რეფორმა, რომლითაც სახელმწიფომ მოქალაქეებთან დაკარგული ნდობა აღიდგინა და გაიუმჯობესა.



„მოქალაქეები აღარ ენდობოდნენ თავის სახელმწიფოს, საჩივრებით მიმართავდნენ ევროსასამართლოს საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ხომ წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავს, როდესაც წლის განმავლობაში 5 ათასზე მეტი მოქალაქე საკუთარ სახელმწიფოს უჩივის ევროსასამართლოში - ეს იყო მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ ჩავიბარეთ. დღეს ეს რიცხვი რვაჯერ არის შემცირებული და ამ საქმეებში, ასევე, ჯერ კიდევ რჩება მნიშვნელოვანი წვლილი იმ საქმეების და იმ დარღვევების, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იყო მომხდარი და დღემდე ევროსასამართლო განაგრძობს ამ საქმეების განხილვას. ამას მხოლოდ იმიტომ გიყვებით, რომ მოკლე ნიშნული დავსვათ, თუ რა ჩავიბარეთ, საიდან დავიწყეთ, რა გავაკეთეთ ჩვენ და რის გაკეთებას ვაპირებთ მომავალში. გახსოვთ, რომ როდესაც თქვენ მხარი დაუჭირეთ ხელისუფლების ცვლილებას და „ქართულ ოცნებას“ ჩააბარეთ მთავარი პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე, ჩვენი პირველი და მთავარი ამოცანა იყო, რომ ქვეყანაში ადამიანებს დაბრუნებოდათ საკუთარი სამოქალაქო უფლებები, ხელისუფლება, სახელმწიფო ინსტიტუტები და თვითონ სახელმწიფო დაბრუნებოდათ ადამიანებს, ჩამდგარიყო ისევ ადამიანების სამსახურში და ჩვენ ეს შევძელით ერთად, ჩვენ შევძელით იმ წლებში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება, ადამიანებს დაუბრუნდათ განცდა, რომ საკუთარ ქვეყანაში ღირსება, საკუთრება არის დაცული“,- შეახსენა არჩილ თალაკვაძემ დამსწრეებს.



მისივე თქმით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ქართული ოცნების“ პრიორიტეტი, ადამიანის თავისუფლებისა და უფლებების დაცვასთან ერთად, გახდა ეკონომიკური განვითარება. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ის, რომ პრიორიტეტი ქვეყნის განვითარებაა, უკვე ჩანს ინფრასტრუქტურული მიმართულებით განხორციელებული უდიდესი სამუშაოთი. არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა დაწყებულ პროექტს, მათ შორის, გაზიფიკაციას, წყლის სისტემების აღდგენას, სოციალურ-ეკონომიკურ, ინფრასტრუქტურულ პროექტებს მმართველი გუნდი ბოლომდე მიიყვანს.



არჩილ თალაკვაძემ ყურადღება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე გაამახვილა.




„2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ აირჩევთ ახალ პარლამენტს, არამედ მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ საქართველოს დღეს აქვს ისტორიული მომენტი, გადადგას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი დემოკრატიის გაძლიერებისკენ, გადადგას ნაბიჯი ევროპული ოჯახისკენ, გადადგას ნაბიჯი ევროატლანტიკურ ურთიერთობებში და თავის მოქალაქეებთან ერთად, თავის მეგობრებსაც დაანახოს, რომ ჩვენი დემოკრატია ძლიერდება და ეს დემოკრატია არ არის ცალკე აღებული ცნება - ეს არის მეტი უსაფრთხოება, მეტი უსაფრთხოება არის მეტი ეკონომიკა, მეტი სანდოობა და მეტი ინვესტიცია“,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ.



მან დამსწრეებს შეახსენა ისიც, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში, საქართველოში შემოსულ ტურისტთა და ვიზიტორთა რიცხვი 3 მილიონიდან 9 მილიონამდე გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს 9 მილიონზე მეტი მოქალაქე, ენდობა საქართველოს და მზადაა, ფინანსური რესურსი სწორედ ჩვენს ქვეყანაში დახარჯოს.



„ეს არა მხოლოდ ტურიზმია, ეს არის ნდობა ჩვენი ქვეყნის მიმართ და მე დარწმუნებული ვარ, რომ როგორც კი ჩვენ დავამარცხებთ გლობალურ პანდემიას, ცივილიზებულ მსოფლიოსთან ერთად, ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ტურიზმის და მთლიანად, ეკონომიკის აღდგენას“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.



მან მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა კოვიდპანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე მდგომ პროფესიონალებს და განაცხადა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს რთული პერიოდი ქვეყანამ მინიმალური ზიანით გაიაროს. პარლამენტის თავმჯდომარემ გაიხსენა ისიც, რომ თავის დროზე, ოპონენტები მმართველ გუნდს ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის, კერძო მეწარმეებისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი დანახარჯების გაღების გამო აკრიტიკებდნენ. არჩილ თალაკვაძის თქმით, კორონავირუსის პანდემიის დროს, სწორედ ზემოაღნიშნულმა რეფორმებმა მისცა შესაძლებლობა საქართველოს, ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური, უსაფრთხო და საიმედო სახელმწიფო ყოფილიყო.



„რასაკვირველია, სხვას ვის უნდა ენდოს საზოგადოება, თუ არა გუნდს, რომელმაც გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, შეძლო ვირუსის ურთულესი ეტაპის, პირველი ტალღის მოგერიება, მისი ჩაკეტვა ისე, რომ ამ ვირუსის გავრცელება მყისიერად არ მომხდარიყო. სწორედ მისი დამსახურებაა, სამთავრობო გუნდის, ექიმების, ექთნების, ეპიდემიოლოგების და სხვა ყველა მეკავშირე სამსახურების, მიღწევა არის ის, რომ ჩვენ ეს დრო მოვიგეთ და ჩვენ მაქსიმალურად მოვემზადეთ ურთულესი პერიოდისთვის, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ევროპაში, მათ შორის, საქართველოში, როგორც ევროპის ნაწილში, ფიქსირდება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.



მისივე განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ახალგაზრდების მხარდაჭერა იქნება და „ქართული ოცნების“ გუნდის სამომავლო გეგმებიც სწორედ ამ მიმართულებას უკავშირდება.



პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, ახალგაზრდების განთლებისა და დასაქმების მნიშვნელოვანი ცენტრი გახდება პროფესიული კოლეჯი, რომელიც ჩოხატაურში შენდება.



„გპირდებით, რომ მაქსიმალურად გავუხსნით გზას ახალგაზრდებს, როგორც ბიზნესში, ისე სახელმწიფო სამსახურში, საკუთარი კარიერის და სამუშაო გამოცდილების შესაქმნელად. ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.



მან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ვასილ ჩიგოგიძეს მხარდაჭერა დაუდასტურა და მაჟორიტარ დეპუტატ ნინო წილოსანს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. არჩილ თალაკვაძის თქმით, გურიის განვითარებაზე ზრუნვას მეათე მოწვევის პარლამენტში თავად, ნინო წილოსანი და ვასილ ჩიგოგიძე გაერთიანებული ძალებით გააგრძელებენ.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up