არჩილ თაბაგარი: სასამართლომ „ღვინის ქახანა #1-ის“ საქმეში ახალი მტკიცებულებები ჩართო

არჩილ თაბაგარი: სასამართლომ „ღვინის ქახანა #1-ის“ საქმეში ახალი მტკიცებულებები ჩართო

access_time2019-10-11 14:00:53

“ ღრმად ვარ დარწმუნებული  და მაქვს იმედი რომ სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას. საქმის განხილვა გაგრძელდება 24 ოქტომბერს, 16:00 საათზე,“ - ამის შესახებ „ღვინის ქარხანა N1-ის“ ადვოკატმა, არჩილ თაბაგარმა  „ღვინის ქარხანა #1-ის“ საქმეზე საუბრისას განაცხადა.


შეგახსენებთ, რომ „ღვინის ქარხანა #1-ის“  ტერიტორია 2015 წლიდან  სასამართლო დავის საგანია და 10 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამრთლოში აღნინშულ საქმეზე სასამართლოს მთავარი მოსმენა გაიმართა.


არჩილ თაბაგრის თქმით, სასამართლომ დღევანდელ მოსმენაზე გაიზიარა დამოუკიდებელი ექსპერტების, აკადემიური წრის წარმომადგენლების-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების მიერ მომზადებული სამართლებრივი დასკვნა, რომელიც სარჩელს  საფუძველს  უკარგავს.


„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი სხდომა იყო. ახალ მტკიცებულებებზე ვისაუბრე. სასამართლომ გაიზიარა ჩვენი პოზიცია ახალი მტკიცებულებებთან დაკავშირებით და ჩართო ისინი საქმეში, რაც ძალიან მისასალმებელია და დადებითი. ახალი მტკიცებულებები წარმოაჩენს მთლიანად სარჩელის უსაფუძვლობას. ამხელს მოსარჩელეს ტყუილში, აბსოლუტურად უკარგავს სარჩელს საფუძველს.ეს ყველაფერი  მისასალმებელია .  ამასთან, სასამართლომ გაიზიარა და ჩართო საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ მომზადებული სამართლებრივი დასკვნა. ის იქნება შეფასებული გადაწყვეტილების მიღების სტადიაზე.  დღეს ჩატარდა ახსნა-განმარტება. მე ძალიან ღმრად ვარ დარწმუნებული  და მაქვს იმედი რომ სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას. საქმის განხილვა გაგრძელდება 24 ოქტომბერს, 16:00 საათზე. ეს იქნება მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი“,-ამბობს არჩილ თაბაგარი. მისივე თქმით, „სავანე ღვინის #1 ქარხნის“ სარჩელის დაკმაყოფილება შეუძლებელია.


არჩილ თაბაგარის განცხადებით, სარჩელის დაკმაყოფილების პერსპექტივა გამორიცხულია იმდენად, რამდენადაც დამოუკიდებელი სპეციალისტები, რომლებიც ამ  საქმეში ჩაერთვნენ, როგორც დამოუკიდებელი ექსპერტები გამორიცხავენ ამას! „ესენი არიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, ბატონი ირაკლი ბურდული და გიორგი რუსიაშვილი. მათი მომზადებულია ეს დასკვნა, გაანალიზებული და სამართლებრივი დასკვნით გამოტანილი. ეს რომც არ იყოს ასე, შეუძლებელია ეს სარჩელი დაკმაყოფილდეს მარტივი მოცემულობის გამო. სარჩელი ეფუძნება იმას, რომ 2004 წელს კომპანია“ სავანე ღვინის #1 ქარხანამ“ რომელსაც არჩილ კბილაშვილი იცავს დღეს, დაკარგა ქონება გიორგი მგალობლიშვილის მიერ ქონების მითვისების გამო. ესაა პიროვნება, რომელიც მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ქონების მითვისების ბრალდებით, თავის დროზე არჩილ კბილაშვილი იცავდა, რამდენად პარადოქსულიც არ უნდა იყოს გიორგი მგალობლიშვილს 2013 წელს ამოძრავებდა მსჯავრისგან თავის არიდება.  ამას შეძლებდა მხოლოდ გზით, თუ დაზარალებული კომპანია იტყოდა რომ მას არ მიუყენებია ზიანი, რაც მან გააკეთა. „სავანე ღვინის #1 ქარხნა“ მას ფარად აქვს აფარებული. რეალურად ის ფლობს საკონტროლო აქციებს. როდესაც ეს გაინაღდა, მსჯავრი აირიდა სისხლის სამართლებრივი, მერე წამოვიდა, შეინიღბა კომპანიით, რომლის დამფუძნებელიც თვითან არის. „სავანე ღვინის #1 ქარხნამ“ იჩივლა, თითქოსდა დაზარალებულია და გიორგი მგალობლიშილმა დააზარალა! ისინი იმას ვერ უშვებდნენ, რომ ეს მტკიცებულება ჩაგვივარდებოდა ხელში! ამიტომ ვერ დაკმაყოფილდება ეს სარჩელი!“,-ამბობს არჩილ თაბაგარი.


ცნობისათვის, გუშინ თბილისის სააპელაციო სასამართლოში „ღვინის ქარხანა #1-ის“ სასამართლო სხდომა გაიმართა. “ღვინის ქარხანა #1-ის“ საქმეზე სასამართლო დავა 2015 წლიდან დაიწყო. ქონების უკან დაბრუნებას ის ხალხი ითხოვდა, ვინც ტერიტორიას 2004 წლამდე ფლობდა და დაკარგა, ამის შემდეგ ღვინის უძველესმა ქარხანამ ათამდე მესაკუთრე გამოიცვალა. თბილისში, პეტრიაშვილის ქუჩაზემდებარე ღვინის ქარხნის ისტორიული შენობა დღევანდელმა მესაკუთრეებმა საქართველოში მოქმედი ორი ყველაზე მსხვილი კომერციული ბანკისაგან გამოისყიდეს. 2014 წლის დეკემბერში ღვინის ქარხნის შემძენების – შპს “არტ ღვინოს” – მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო სამოქალაქო დავა. მოსარჩელე – სააქციო საზოგადოება “სავანე ღვინის #1 ქარხანა”. მისი წარმომადგენლად აღნიშნულ დავაში საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ჩაერთო. „ღვინის ქარხანა #1ის“ მესაკუთრეების მიერ ორ ინსტანციაში მოგებული სასამართლო პროცესების შემდეგ საქმე კვლავ დაბრუნდა სააპელაციო სასამართლოში, დავაში წლები გადის და ამ დროისთვის საქართველოს პირველი ღვინის ქარხანა დაყადაღებულია.



კომერსანტი







„თიბისი აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო 2020 წლის თებერვალში“ -ვახტანგ ბუცხრიკიძე

„თიბისი აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო 2020 წლის თებერვალში“ -ვახტანგ ბუცხრიკიძე
access_time2020-06-04 21:45:33
“თიბისი აღარ იქნება ისეთი, როგორიც 2020 წლის თებერვალში იყო”, – თიბისის გენერალურმა დირექტორმა ბანკის გარდაუვალ ტრანსფორმაციაზე მედიასთან ხუთშაბათის ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა. ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, სწორება უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიებთან (ამაზონი, გუგლის) კეთდება. “ბანკი კი ვართ, მაგრამ ამავდროულად ტექნოლოგიური კომპანია ვართ.” ჯგუფი 2 კვირაში სტრუქტურული მოწყობის უფრო დეტალურ ხედვას წარმოადგენს, რისთვისაც 1500-ზე მეტი თანამშრომლის...

4 ივნისი - ქართული ლარი 6 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

4 ივნისი - ქართული ლარი 6 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-06-04 19:00:57
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 4 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-04 21:30:57
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.წყალტუბოს მასშტაბური განვითარება იდეის დაანონსებიდან მე-7 თვესაც არ დაწყებულა სანატორიუმი „იმერეთი“, სანატორიუმი „თბილისი“, სანატორიუმი „გეოლოგი“, სანატორიუმი „რკინიგზელი“, სანატორიუმი „მედეა“, ჯამში სახელმწიფოს...

საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა

საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა
access_time2020-06-04 17:20:31
„2012 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე 10.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. საქსტატის მონაცემებით, 2013-2019 წლებში აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 30%-დან 19.5%-მდე შემცირდა. პრემიერი სიღარიბის მხრივ ქვეყანაში არსებულ ტენდენციას, ყურადღების მიღმა ტოვებს. ქვეყანაში სიღარიბის შემცირების ტენდენცია 2011 წელს დაიწყო და 2015 წლის ჩათვლით გაგრძელდა. 2016-2017 წლებში ქვეყანაში...

ეს ფარსი უნდა დამთავრდეს-„ფრონტერა“ გიორგი გახარიას ღია წერილის უგზავნის

ეს ფარსი უნდა დამთავრდეს-„ფრონტერა“ გიორგი გახარიას ღია წერილის უგზავნის
access_time2020-06-04 16:25:04
კომპანია „ფრონტერა“ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღიას წერილს უგზავნის, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ ძვირფასო პრემიერ მინისტრო გახარია, პატივისცემით გწერთ, რათა გაუწყოთ, რომ სხვა ამერიკული კომპანიების მსგავსად ჩვენც ვართ მომსწრენი იმისა თუ როგორ გაუარესდა ქვეყანაში საინვესტიციო და ბიზნეს გარემო, რომელიც არ სცნობს კანონის უზენაესობას და იყენებს სასამართლოს როგორც იარაღს, უპირატესობას ანიჭებს სახელმწიფოს მიტაცებას ნაცვლად ამერიკულ ინვესტიციებთან პარტნიორობისა. 2013 წლიდან...


მსგავსი სიახლეები

up