არჩილ თაბაგარი: “ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო „ღვინის ქარხანა # 1“-ის სასამართლო საქმის თაობაზე  დეტალურად არის ინფორმირებული

არჩილ თაბაგარი: “ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო „ღვინის ქარხანა # 1“-ის სასამართლო საქმის თაობაზე დეტალურად არის ინფორმირებული

access_time2019-10-18 15:13:51

ღვინის ქარხანა # 1-მასაქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს, მასმედიისა და ბიზნესის  წარმომადგნლებს უმასპინძლა, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით გაიმართა.


ღონისძიების მიზანს სტუმრებითვის  ღვინის ქარხანა #1-ის, როგორც თბილისის ერთ-ერთი       უნიკალური კულტურული ძეგლის ისტორიის გაცნობა წარმოადგნენდა.


ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური დირექტორის, ზვიად ჭუმბურიძის თქმით, “ღვინის ქარხანა #1“  ბიზნეს საბჭოს მეასე წევრი გახდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.


„დღეს, ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით, ამ უნიკალურ „ღვინის ქარხანა#1-ში“, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოს აშენდა, მოვიწვიეთ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები,  ევროკავშირ- საქართველოზ ბიზნესას საბჭოს წევრი კომპანიები და ჟურნალისტები. პირველ რიგში, მინდა გითხრათ რომ ეს არის ბიზნეს საბჭოსთვის განსაკუთრებული დღე, ვინაიდან, „ღვინის ქარხანა #1“ გახდა  ბიზნეს საბჭოს მეასე წევრი, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია“.


ამავე  დღეს, დიპლომატიურ კორპუსს, ღვინის ქარხნის დამფუძნებლებმა  ისტორიული ქარხნის შესახებ მოთხრეს და დაათვალიერეს. ამათან,  საუბარი ზოგადად ბიზნესის განვითრებასა და ზოგადად, ქართულ ბიზნეს კლიმატსაც შეეხო.



„მსგავსი შეხვედრები მომგებიანია უცხოელი დიპლომატებისთვის. ისინი პირველწყაროსგან შეიტყობენ ინფორმაციას, თუ როგორ ვითარდება ბიზნესი საქართველოში. ასევე, იმ ბიზნესმენებისთვის ვისაც აინტერესებს  უცხოელი პარტნიორები. რა თქმა უნდა, დიპლომატიური კორპუსი ერთ-ერთი მხარდამჭერია ბიზნესის განვითარებისთვის“,- განაცხადა  ჭუმბურიძემ.


ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა „ღვინის ქარხანა #1-ის“ ადვოკატმა არჩილ თაბაგარმა. მისი თქმით, შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია იმ ძირითადი პრინციპების შესახებ, რომლის გარშემოც არის შექმნილი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი პლათფორმა, - თავისუფლების ქარხანა.


„როგორც ცნობილია დღეს ღვინის ქარხანაში ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს მხარდაჭერით გაიმართა მნიშვნელოვანი შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის და საქართველოში მოქმედი მსხვილი ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგნელბი, ასევე საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენი. შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია იმ ძირითადი პრინციპების შესახებ, რომლის გარშემოც არის შექმნილი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი პლათფორმა, - თავისუფლების ქარხანა. ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარემ თავის გამოსვლისას დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ აცნობა იმ სასამართლო დავის შესახებ, რომელიც უკვე წლებია მიმდინარეობს ღვინის ქარხნის წინააღმდეგ. ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო დეტალურად არის ინფორმირებული მოცემული სასამართლო საქმის თაობაზე და განსაკუთრებული ინტერესით ადენებს თვალს ღვინის ქარხნის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს! შესაბამისად 24 ოქტომბერს როდესაც ღვინის ქარხნის საქმეზე გაიმართება სასამართლო სხდომა, განმხილველი პალატა მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას, კერძოდ უარს ეტყვის მოდავე მხარეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რითიც იმავდროულად დაიცავს ქყვეყნის საინვესტიციო იმიჯს,“ - აღნიშნა  არჩილ თაბაგარმა.


„ღვინის ქარხანა #1-ის“ ადვოკატი იმედს გამოთქვამს რომ განმხილველი პალატა მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას, რითაც ამავდროულად დაიცავს ქყვეყნის საინვესტიციო იმიჯს. „24 ოქტომბერს ველით რომ სიცრუეზე აგებული სარჩელი დარჩება დაუკამყოფილებელი“ - მიაჩნია არჩილ თაბაგრს.


“ღვინის ქარხანა #1-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა ბიზნეს ომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე. მისი თქმით, მეტი გამჭირვალობისთვის ბიზნესომბუდსმენი სასამართლო სხდომაზე მათ წარმომადგენელ იურისტს გამოგზავნის:  „აღნინული დავა ეხება ბიზნესს შორის კერძო დავას. სადაც ბიზნესომბუდსმენის კომპეტენცია და ფუნქციები იმ კანონის მიხედვით, რომელიც გვარეგულირებს შეზღუდულია. ჩვენ მივესალმებით ამ პროცესის გამჭირვალობას. კარგია რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია. ჩვენ ვუზრუნველყობთ რომ ჩვენი წარმომადგენელი მუდმივად ესწრებოდეს სასამართო სხდომებს. მართალია ჩვენი პოზიცია არ არის დაფიქსირებული, ვერ გვექნება პოზიცია ჩვენი კომპეტენციიდან და კანონმდებლობიდან გამომდინარე. თუმცა, ზოგადად პროცესის შეფასებისთვის, ჩვენი წარმომადეგნელი მუდმივად არის აღნიშნულ პროცესზე წარმოდგენილი“,-ამბობს ბიზნესომბუდსმენი“.


შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ღვინის ქარხანა #1-ის ტერიტორიაზე (პეტრიაშვილის ქ. #1) საინიციატივო ჯგუფმა „თავისუფლების ქარხნის“ იდეისა და პლატფორმის პრეზენტაცია  წარმოადგინა. კერძოდ, თბილისში, ღვინის ქარხანა #1-ის ტერიტორიაზე შეიქმნება სრულიად ახალი და განსხვავებული ინოვაციური, კულტურული პლატფორმა ახალი აღმოჩენებისთვის, შემოქმედი და საინტერესო ადამიანებისთვის, თავგადასავლების მოყვარული პიროვნებებისთვის, სწავლის, დასვენებისა და გართობის მსურველთათვის.


(R)

 





„თელიასონერა“ მაგთიკომის მფლობელს პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული სიცრუის ტირაჟირებაში ამხელს

„თელიასონერა“ მაგთიკომის მფლობელს პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული სიცრუის ტირაჟირებაში ამხელს
access_time2020-07-14 13:22:50
„მსურს ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება რეგიონიდან გასვლის შესახებ, გამომდინარეობს  „თელიასონერას ბიზნეს სტრატეგიიდან და არავითარ შემთხვევაში არ ეხება ცალკეულად თქვენს ქვეყანას, საქართველოს, - ეს ამონარიდია იმ წერილიდან, რომელიც კომპანია „თელიასონერას  პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა იოჰან დენელინდიმ 2015 წლის 16 ნოემბერს მაშინდელი კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს და ეკონომიკის მინისტრს მიწერა.       როგორც ჩანს,...

პანდემიის მიუხედავად სასტუმროების ფასები წინა წელთან შედარებით არ შეცვლილა

პანდემიის მიუხედავად სასტუმროების ფასები წინა წელთან შედარებით არ შეცვლილა
access_time2020-07-14 14:00:33
საქართველოში სასტუმროს საშუალო ფასები გაიზარდა. PMCG- ის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ 2020 წლის მაისთან შედარებით ივნისის თვეში 5 ვარსკვლავიანი, 4 ვარსკვლავიანი და 3 ვარსკვლავიანი ტიპის სასტუმროების ფასები 2,4%-ით გაიზარდა. ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასმა 9.9 % — ით იმატა. 2020 წლის...

ლევან კობერიძე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს

ლევან კობერიძე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს
access_time2020-07-14 13:00:03
პარლამენტის მიერ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატები მას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქციის წევრმა ლევან კობერიძემ განუცხადა.   ეს კანონი უკვე ანტიკონსტიტუციურია, მაგრამ ის იმ დათქმით არის მიღებული, რომ იმოქმედოს 15 ივლისამდე. ეს კანონი პარლამენტის გვერდის ავლით, მთავრობას აძლევს იმ უფლებების შეზღუდვის საშუალებას, რაც მხოლოდ და მხოლოდ საგანგებო...

გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება

გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება
access_time2020-07-13 19:01:29
„იქნებ გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ ( 3-6 თვიანი) და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება ოჯახებთან ერთად“, - ამის შესახებ ანაკლია სითის აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს.   „კომერსანტი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:   „Thinking out of box- ჩვენ ვუმკლადვდებით ამ ვირუსს, ამავდროულად, სამწუხაროდ რეგიონში მძიმე მდგომარეობა არის. იქნებ შევძლოთ ამის უფრო მეტად...

EMC - ბიზნესასოციაცია და ბიზნესომბუდსმენი შრომის რეფორმის ჩაგდებას ლობირებენ

EMC - ბიზნესასოციაცია და ბიზნესომბუდსმენი შრომის რეფორმის ჩაგდებას ლობირებენ
access_time2020-07-14 11:00:46
საქართველოს პარლამენტი შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს. კანონპროექტი დამოუკიდებელი დეპუტატის დიმიტრი ცქიტიშვილის ავტორობით არის მომზადებული და რომელიც გულისხმობს  ცვლილებებს შრომის კოდექსში და შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონში. ასევე, იქმნება კანონი შრომის ინსპექციის შესახებ. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტს ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. საკანონმდებლო წინადადებას განსაკუთრებული კრიტიკა „საქართველოს ბიზნესასოციაციის“ მხრიდან...


მსგავსი სიახლეები

up