არჩილ მესტვირიშვილი:„ეროვნული ბანკის  ამჟამინდელი ოფისი რამდენიმე წელიწადში კიდევ უფრო შეგვიქმნის პრობლემებს“

არჩილ მესტვირიშვილი:„ეროვნული ბანკის ამჟამინდელი ოფისი რამდენიმე წელიწადში კიდევ უფრო შეგვიქმნის პრობლემებს“

access_time2019-10-18 15:00:00

„საქართველოს ეროვნულ ბანკს ფუნქციები ეზრდება და გაიზრდება მომავალში კადრების რაოდენობაც,რაც იწვევს საოფისე ფართის მკვეთრ უკმარისობას. ჩვენი თანამშრომლების 1/3 ნაქირავებ ოფისში მუშაობს, ეს ცალკე პრობლემას ქმნის, იმის გარდა,რომ ორ სხვადასხვა ადგილას ვართ განთავსებულები, გვაქვს ხარჯიც“-ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ სებ-ის ახალი ოფისის მშენებლობის შესახებ ისაუბრა.


მისი თქმით, ეროვნული ბანკი კადრების ზრდასა და უწყების ფუნქციების გაფართოებას გეგმავს.


„ზომით ჩვენ ვართ ერთ-ერთი მცირე ზომის ბანკი და ფინანსური სექტორის განვითარებასთან ერთად, ბანკის თანამშრომლების რაოდენობაც გაიზრდება. რაც იმას ნიშნავს,რომ ამჟამინდელი ოფისი რამდენიმე წელიწადში კიდევ უფრო შეგვიქმნის პრობლემებს. გადავწყვიტეთ მიწა შეგვეძინა და იქ აგვეშენებინა ოფისი. რაც შეეხება რესურსებს, ეროვნულ ბანკს თავისი შემოსავლები აქვს, მათ ნაწილს ბიუჯეტს ვურიცხავთ. შარშან 200 მილიონი ლარის შემოსავალი გვქონდა, წელს 250 მილიონი ლარი იქნება. არის სხვადასხვა სერვისები,რომელსაც ვთავაზობთ მომხმარებლებს და მომავალშიც შევთავაზებთ სიახლეებს, მაგალითად, მყისიერი გადახდის სისტემას, რომლის განსახორციელებლად დამატებითი რესურსები გვჭირდება,“- ამბობს არჩილ მესტვირიშვილი.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ერივნული ბანკი ახალი სათაო ოფისის მშენებლობას გეგმავს, რომლის ბიუჯეტიც სავარაუდოდ, 50 მლნ ლარი იქნება. თავად სებ-ში ახალი ოფისის მშენებლობას ინსტიტუციის გაზრდილი ფუნქციებით ხსნიან და აცხადებენ, რომ ახალი ოფისის მშენებლობას დაახლოებით 3-4 წელი დასჭირდება.



პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კი მიიჩნევს, რომ ამხელა რესურსი ეროვნული ბანკის ახალი სათაო ოფისის ასაშენებლად არ უნდა დაიხარჯოს.


როგორც გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა, ფიქრობს, რომ 50 მილიონი ლარის რესურსი ეროვნული ბანკის ახალი სათაო ოფისის აშენებაზე არ უნდა დაიხარჯოს და ცოტა უფრო იაფადაცაა შესაძლებელი ოფისის აშენება.


„ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი ორგანო. ბიუჯეტიდან არც ერთი კაპიკი არ მიდის. თუმცა, ამის მიუხედავად გეტყვით, რომ ამხელა რესურსი მმართველი ორგანოს, თუნდაც ეროვნული ბანკის შენობის ასაშენებლად არ უნდა დაიხარჯოს.ვფიქრობ, უფრო ეფექტურადაა შესაძლებელი ისეთი შენობის აშენება ამ ქალაქში, რომელიც ცოტა უფრო იაფი დაჯდება“, - განაცხადა გახარიამ.


ნათია კეკენაძე





„სალომე ზურაბიშვილი იქნება ჩვენი ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი“

„სალომე ზურაბიშვილი იქნება ჩვენი ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი“
access_time2019-12-12 14:30:05
„არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ დავიპყროთ, თუნდაც, რეგიონი“, - ეს სალომე ზურაბიშვილის მორიგი სკანდალური განცხადებაა. საქართველოს პრეზიდენტის ნათქვამი საზოგადეობის დიდმა ნაწილმა შეურაცხყოფად მიიღო და მთავრსარდლისგან მობოდიშება მოითხოვა.  აღსანიშნავია რომ პრეიზდენტს „ქართული ოცნების“  წევრებიც...

„პროდუქციის გაიაფებაზე არც ვილაპარაკოთ და არც ვიოცნებოთ“

„პროდუქციის გაიაფებაზე არც ვილაპარაკოთ და არც ვიოცნებოთ“
access_time2019-12-12 15:00:44
„თებერვლის ბოლოს თუ იქნება ის მოცემულობა, რომ  ლარის კურსი  2.70-ის მიდამოებში იქნება,მაშინ შეიძლება ფასები გადაიხედოს“-ამის შესახებ „კომერსანტს“ „საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ თავმჯდომარე ივა ჭყონიამ განუცხადა. როგორც  ჭყონია განმარტავს,კომპანიებს გარკვეული მარაგები აქვთ, რომელიც  ნაყიდი საკმაოდ მაღალ კურსზეა, შესაბამისად,...

საქართველოს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების ზრდის რისკი

საქართველოს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების ზრდის რისკი
access_time2019-12-12 14:01:05
ბუნებრივია, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარების პარალელურად ელექტროენერგიის მოხმარებაც მზარდია. აღსანიშნავია, რომ ბოლო ხუთ წელიწადში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის 1.4-ჯერ ზრდის მიუხედავად, საქართველოში ერთ სულზე ელექტროენერგიის მოხმარება ორჯერ ნაკლებია ევროპისა და დასავლეთ აზიის ქვეყნების საშუალო მოხმარებასთან შედარებით. ეს ის ქვეყნებია, სადაც ენერგოეფექტიანობა მთავარი სამიზნეა, თუმცა განვითარების მაღალი დონე უფრო მაღალ ენერგომოხმარებასაც ნიშნავს. ცხადია, ენერგოეფექტიანობის...

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა გაძვირებულ ცხოვრებაზე

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა გაძვირებულ ცხოვრებაზე
access_time2019-12-12 16:00:38
ფასების ზრდამ წლის ახალი რეკორდი მოხსნა და ინფლაციამ 7%-ს მიაღწია. იმის მიუხედავად, რომ ბოლო წლებში ქვეყანას უფრო მაღალი მაჩვენებელიც ახსოვს, არსებული მდგომარეობა გაცილებით უფრო მძიმეა. იმდენად, რამდენადაც არსებული ინფლაციის ფორმირებაზე, მთავარი ზეგავლენა იქონია ისეთმა ქვეჯგუფმა როგორიცაა სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (ზრდა 13.4%). სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა პირველადი მოხმარების პროდუქტებზე. თუმცა, ამის გარდა ფასების ზრდა...

„კომერსანტის“ სპეციალური განცხადება

„კომერსანტის“ სპეციალური განცხადება
access_time2019-12-12 12:53:33
მედიაჰოლდინგი „კომერსანტი“ დღეს საკანონმდებლო ორგანოში განვითარებულ მოვლენებზე შეშფოთებას გამოთქვამს. საქმე ეხება იურიდიული კომიტეტის სხდომას, სადაც უზენაესი სასამართლოს კანდიდატების დამტკიცების განხილვისას ჟურნალისტების ნაწილს მანდატურებმა დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. ეს მაშინ, როცა პარლამენტში მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხის-მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესი მიმდინარეობს. ვთვლით, რომ საკითხი მოითხოვს როგორც...


მსგავსი სიახლეები

up