არჩილ მესტვირიშვილი - ლარში იპოთეკური სესხი უკეთესია, ნაკლებ რისკიანია და საბოლოო ჯამში ნაკლები ხარჯი აქვს

არჩილ მესტვირიშვილი - ლარში იპოთეკური სესხი უკეთესია, ნაკლებ რისკიანია და საბოლოო ჯამში ნაკლები ხარჯი აქვს

access_time2019-09-19 22:57:46

ლარში იპოთეკური სესხი უკეთესია, ნაკლებ რისკიანია და საბოლოო ჯამში ნაკლები ხარჯი აქვს. სწორედ ეს არის ეროვნული ბანკის სესხების ლარიზაციის პოლიტიკის მიზეზი, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.


გადაცემაში ქართულ ბიზნესზე ეროვნული ვალუტის კურსის გავლენის საკითხი განიხილეს, რასაც კერძო სექტორი დღეის მდგომარეობით ნომერ პირველ პრობლემად ასახელებს და ინფლაციაზეც უარყოფით გავლენას ახდენს. სწორედ ინფლაციაზე ზეწოლის მოხსნის მიზნით, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა და ამ პოლიტიკის გაგრძელებას აპირებს, ვიდრე ინფლაციაზე რისკი არ მოიხსნება.


გადაცემის თანაწამყვანმა, ილიაუნის ბიზნესსკოლის დეკანმა, გიორგი აბაშიშვილმა სტუმარს შეახსენა, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება [ანუ რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთის ზრდა] უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებს აძვირებს და მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთის მომსახურების ტვირთი გაეზარდათ.



მესტვირიშვილი მოსახლეობას ურჩევს, სესხი ლარში აიღონ.


„რა თქმა უნდა, ვისაც უცხოურ ვალუტაში ჰქონდა სესხი აღებული, სესხი უფრო გაუძვირდა, ვიდრე ლარში აღებული სესხები. გაძვირების მასშტაბი ძალიან განსხვავებულია. ამიტომაც ვამბობთ, რომ უკეთესია, ნაკლებ რისკიანია და საბოლოო ჯამში ნაკლებდანახარჯიანია იპოთეკური სესხი ლარით, ვიდრე უცხოური ვალუტით. აქედან მოდის ლარიზაციის პოლიტიკის ძირითადი მიზეზი. რაც შეეხება რეფინანსირების პროცენტის აწევის გავლენას იპოთეკურ სესხზე, ეს სესხი არის გრძელვადიანი, 5-10-წლიანი და მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდში გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთი იყოს დაბალი. თუ ეროვნული ბანკი თავის დროზე აწევს ან შეამცირებს საპროცენტო განაკვეთს, მთლიანობაში 5 და 10 წლის განმავლობაში გადახდილი სესხის პროცენტი უფრო ნაკლები იქნება. არსებობს ცვალებადი საპროცენტო განაკვეთიანი სესხები, რომელზეც ჩვენი პოლიტიკის ცვლილება მოქმედებს და არსებობს ფიქსირებული განაკვეთის სესხები, რომელიც დაახლოებით 2-3 პროცენტული პუნქტით უფრო მაღალია, ვიდრე ცვალებადი განაკვეთის სესხები. ცვალებადი განაკვეთს სესხებს ცვლილება შეეხება, მაგრამ საბოლოო ჯამში უფრო იაფი იქნება, ვიდრე უცხოურ ვალუტაში“, – განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.


წყარო: 1tv.ge






„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“

„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“
access_time2019-10-20 20:48:43
ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა თუ ვერ შეასრულა დაფინანსების მოზიდვის ვალდებულება, შესაბამისად, ჩვენ სამწუხაროდ, აღარ გვექნება მეტი საშუალება, რომ გადავდოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის...

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი
access_time2019-10-20 22:00:50
ამ დროისთვის აფხაზეთში ცხოვრობს და მუშაობს 400 ჩრდილოეთ კორეელი, რომელსაც შეუძლია დარჩეს არაღიარებულ რესპუბლიკაში საერთაშორისო სანქციების მიუხედავად.   დილით ადრე, ჯერ კიდევ მზის ამოსვლამდე, ჩრდილოეთ კორეელი მუშები გადიან აფხაზეთის ქალაქების ქუჩებში სახლების ასაშენებლად და რკინიგზის გასაყვანად.   ისინი ცხოვრობენ მიტოვებულ საბჭოთა სასტუმროში, რომელიც გარშემორტყმულია პალმებით და მოზაიკებით ლენინის...

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი
access_time2019-10-20 20:00:27
კიდევ ერთი აფეთქება თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, რომელიც სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. სპეციალისტთა შეფასებით, ამისგან თბილისში დაზღვეული პრაქტიკულად არავინაა. ვის ეკუთვნის პასუხისმგებლობა მომხდარზე და რა მექანიზმებს მიმართა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს?   აფეთქების შედეგად 4 ადამიანია დაშავებული, რომელთა შორის ერთი არასრუწლოვანია. ხოლო სახლის მეპატრონეს, სადაც აფეთქება მოხდა, მძიმე სახის დამწვრობა აქვს მიღებული. სამაშველო...

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ
access_time2019-10-20 19:00:06
გერმანიის ბორტგამცილებლების პროფკავშირმა დღეს გაფიცვა მოაწყო, რის შედეგადაც Eurowings-ის, Germanwings-ის, Lufthansa Cityline-ისა და Sunexpress-ის რეისები არ შესრულდა. გაფიცვა შუა ღამემდე, ადგილობრივი დროით 02:00 საათამდე გაგრძელდება. ამის შესახებ...

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა
access_time2019-10-20 17:40:20
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას ფონდი ავრცელებს. შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება და ითვალისწინებს 10 ერთეული სამგზავრო ავტობუსის შეძენას. „გარდა სამგზავრო ავტობუსებისა, ფონდს დაგეგმილი აქვს ბაკურიანისთვის თოვლის საწმენდი, სათხილამურო ტრასების მოსაწესრიგებელი, მყარი...


მსგავსი სიახლეები

up