არჩილ მესტვირიშვილი - გავაგრძელებთ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას, სანამ ინფლაციაზე რისკები არ მოიხსნება

არჩილ მესტვირიშვილი - გავაგრძელებთ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას, სანამ ინფლაციაზე რისკები არ მოიხსნება

access_time2019-09-19 21:43:33

ჩვენი მესიჯია, რომ ლარის დღევანდელი კურსის დონე არ მოგვწონს, ის ინფლაციაზე პრობლემას გვიქმნის. შესაბამისად, ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას გააგრძელებს, ვიდრე ინფლაციაზე რისკები არ მოიხსნება, რაც ეროვნული ვალუტის კურსზეც აისახება, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.


გადაცემაში ქართულ ბიზნესზე ეროვნული ვალუტის კურსის გავლენის საკითხი განიხილეს, რასაც კერძო სექტორი დღეის მდგომარეობით ნომერ პირველ პრობლემად ასახელებს. გადაცემის წამყვანმა სტუმარს შეახსენა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გუშინ გავრცელებულ პრესრელიზში ფონდმა პირველად გამოთქვა წუხილი ქართული ეროვნული ვალუტის კურსის რყევასთან დაკავშირებით.


მესტვირიშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ლარი იმაზე მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე ამას საგარეო მაკროეკონომიკრუი ფაქტორები განაპირობებს.


„ექსპორტი იზრდება 12 პროცენტზე მეტით, იმპორტი 4.4-ით არის შემცირებული პირველი რვა თვის განმავლობაში. ამ მხრივ სავალუტო ბაზარზე დადებითი ტენდენციაა. ფულადი გზავნილები დახლოებით რვა პროცენტით იზრდება. თუმცა, ტურიზმის სტატისტიკა გამოვაქვეყნეთ რამდენიმე დღის წინ და ივლისში შემცირება იყო 13 პროცენტი, აგვისტოში – 10 პროცენტი. ჯამურად მთელი წლის განმავლობაში ზრდა იყო ნულთან ახლოს. ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელმაც ლარის კურსზე გავლენა მოახდინა. თუმცა, ჩვენ სრული სურათი ჯერჯერობით არ გვაქვს. როდესაც გვექნება საგადამხდელო ბალანსი, ეს მოგვცემს მთლიან სურათს, მაგრამ შეგვიძლია, გარკვეული შეფასებით ვთქვათ, რომ დღევანდელი კურსი უფრო მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე საგარეო შოკი ამას მოასწავებდა“, – განმარტა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.



არჩილ მესტვირიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ეროვნული ბანკის მთავარი მანდატი ფასების სტაბილურობაა, რაც ეკონომიკის გრძელვადიანი ზრდის აუცილებელი ფაქტორია. ეკონომიკის გრძელვადიანი ზრდა კი ინფლაციის საშუალოვადიან დინამიკაზეა დამოკიდებული, რაც ლარის კურსის გამო, დღეის მდგომარეობით, არ არის სასურველ დონეზე, ამიტომ ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას გააგრძელებს.


„ეკონომიკის გრძელვადიანი ზრდისთვის მთავარია ინფლაციის საშუალოვადიანი დინამიკა და კურსის არსებული დინამიკა ინფლაციაზე უარყოფით გავლენას ახდენს. უკვე დავიწყეთ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, ეს ჩვენი ძირითადი ინსტრუმენტია [რეფინანსირების განაკვეთის აწევა] და გავაგრძელებთ ნაბიჯ-ნაბიჯ. იძულებული ვართ, გავამკაცროთ მონეტარული პოლიტიკა. ეს, რა თქმა უნდა, გაცვლით კურსზე გავლენას იქონიებს, რადგან გაცვლითი კურსი არის ერთ-ერთი გადაცემის არხი“, – განცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.


გადაცემის წამყვანმა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეახსენა, რომ ბიზნესი მეტისმეტად წუხს ლარის კურსის გამო და სანდო პროგნოზს ელოდება.


არჩილ მესტვირიშვილმა ლარის კურსის პროგნოზირებისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გაგრძელდება, ვიდრე ინფლაციაზე რისკები არ მოიხსნება.


„ზოგადად, მცურავი გაცვლითი კურსის პროგნოზირება არ ხდება. ამას ზოგიერთი ექსპერტი შეიძლება, აკეთებდეს, მაგრამ არც ერთი ცენტრალური ბანკი არ აკეთებს. ჩვენი მესიჯია, რომ დღევანდელი კურსის დონე არ მოგვწონს. ეს ინფლაციაზე პრობლემას გვიქმნის. შესაბამისად, ჩვენ გავამკაცრებთ მონეტარულ პოლიტიკას, რომ კურსიდან ინფლაციაზე გადაცემა მოიხსნას. ხშირად ეროვნული ბანკი ვსაუბრობთ სხვა კურსზე – ნომინალურ ეფექტურ კურსზე, რომელიც ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტებთან საშუალო შეწონილი კურსია – ბიზნესი ან მოსახლეობა კი ლარი-დოლარის კურსზე საუბრობს. რა თქმა უნდა, ლარი-დოლარის კურსი დამოკიდებულია იმაზე, თავად დოლარის კურსს რა მოუვა და საით წავა. ასე რომ, პროგნოზს ვერ ვიტყვით, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ გამკაცრებას, სანამ ინფლაციაზე რისკები არ მოიხსნება“, – განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.


1TV.GE





დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-12 21:00:08
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.გაქირავება -11%, გაყიდვა -9% - როდემდე გაგრძელდება შემცირების ტრენდი უძრავი ქონების ბაზარზე ბოლო პერიოდში ქვეყანაში უძრავ ქონებაზე ფასის კლება ფიქსირდება. ტურისტების გარეშე დარჩენილი უძრავი ქონების გამქირავებლები განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში...

„ნიკორა“ ზარალზეა - შეძლებს თუ არა კომპანია მოემსახუროს ობლიგაციონერებს

„ნიკორა“ ზარალზეა - შეძლებს თუ არა კომპანია მოემსახუროს ობლიგაციონერებს
access_time2020-08-12 17:20:01
„ნიკორა ჯგუფი“ ზარალზეა - კომპანიამ, რომლის ბრუნვა წინა წლებში ნახევარ მილიარდს აღემატებოდა, 2019 წელს მოგებაზე გასვლა ვერ შეძლო და წელი 8.2 მლნ ლარის ზარალით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ თიბისი კაპიტალის დახმარებით სს ნიკორამ საჯარო ემისიის სახით 2019 წელს 28 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა. ფასიანი ქაღალდები საქართველოს საფონდო ბირჟაზე დაილისტა. როგორც ლარის სხვა საჯარო ობლიგაციები, სს ნიკორას ეს ობლიგაციებიც საქართველოს ეროვნულ ბანკშია დაგირავებადი, რაც ინვესტორ კომერციული...

არჩილ კაიკაციშვილი: „ლიდერფუდის“ საქმეში ექსპერტიზით გამოვლენილი ორი კონვერტის არსებობა სარჩელის ჩაბარების ფაქტს ისევ გამორიცხავს

არჩილ კაიკაციშვილი: „ლიდერფუდის“ საქმეში ექსპერტიზით გამოვლენილი ორი კონვერტის არსებობა სარჩელის ჩაბარების ფაქტს ისევ გამორიცხავს
access_time2020-08-12 14:20:03
დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ახალი დასკვნა, რომელიც „ლიდერფუდის“ საქმეში გამოჩნდა, კიდევ ერთხელ გვიმყარებს რწმენას, რომ ორგანიზაციამ სწორი დასკვნები გააკეთა სარჩელის და მასზედ თანდართული მასალების ჩაბარების საკითხზე და შეუძლებელი, სასამართლომაც სათანადო დასკვნები არ გააკეთოს, იმის თაობაზე, თუ ვინ ვის რა შინაარსის წერილი ჩააბარა 2019 წლის 22 მაისს. ამის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა, კომპანია „ლიდერფუდის“ მოქმედი და ყოფილი...

რამ გადააწყვეტინა თამაზ გაიაშვილს პოლიტიკაში წასვლა

რამ გადააწყვეტინა თამაზ გაიაშვილს პოლიტიკაში წასვლა
access_time2020-08-12 18:10:42
„თუ იძულებულს არ ხდიან, პოლიტიკაში მოსვლის სურვილი არცერთ ბიზნესმენს აქვს“ — ამის შესახებ, ბიზნესმენი, „აირზენა - ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი - თამაზ გაიაშვილი 2015 წელს „პალიტრა TV-ს“ გადაცემაში ბიზნეს PRESS-ი მიცემული ინტერვიუში აცხადებდა. დღეს პოლიტიკური გაერთიანება ლელოს გუნდს თამაზ გაიაშვილი შეუერთდა, რომელმაც პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა. ბრიფინგზე ის „ლელოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ წარადგინა. მამუკა...

თურქეთის გაზის ბაზარზე აზერბაიჯანი რუსეთს ანაცვლებს

თურქეთის გაზის ბაზარზე აზერბაიჯანი რუსეთს ანაცვლებს
access_time2020-08-12 19:00:37
თურქეთის აზერბაიჯანული გაზის შესყიდვების გაზრდას გეგმას - ამის შესახებ ანკარაში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოგლუმ თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან ჯეიხუნ ბაირამოვთან ერთად ჩატარებულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, აზერბაიჯანი თურქეთში გაზის მიწოდების მხრივ პირველ ადგილზე გავიდა. ანკარა შესყიდვების შემდგომაც გეგმავს ზრდას. „ერთ-ერთი ჩვენი პრიორიტეტია - გაზსადენი ნახჩევანიდან, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად...


მსგავსი სიახლეები

up