არჩილ მესტვირიშვილი: დოკუმენტის შესახებ ჩვენთვის ცნობილი არ არის, ამიტომ ვთხოვეთ „თიბისი ბანკს“ დოკუმენტის წარმოდგენა

არჩილ მესტვირიშვილი: დოკუმენტის შესახებ ჩვენთვის ცნობილი არ არის, ამიტომ ვთხოვეთ „თიბისი ბანკს“ დოკუმენტის წარმოდგენა

access_time2019-10-16 22:47:56

„თიბისი ბანკისა“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელის, მამუკა ხაზარაძის ბრალდებებს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პასუხობს.


როგორც არჩილ მესტვირიშვილი აცხადებს, „თიბისი ბანკის“ მიერ შეძენილი იყო „პროგრეს ბანკის“ აქტივების დაახლოებით, 95% და ვალდებულებების თითქმის 100 %.


რაც შეეხება „პროგრესბანკის“ ტრანზაქციების შესახებ დოკუმენტს, მესტვირიშვილის თქმით, ასეთი დოკუმენტის შესახებ ეროვნული ბანკისთვის ცნობილი არ არის.


"საქმის დეტალებში ვერ შევალ, რადგან საზედამხედველო ღონისძიებები კონფიდენციალურია. რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ „თიბისი ბანკის“ მიერ შეძენილი იყო აქტივების დაახლოებით, 95% და ვალდებულებების თითქმის 100 %. რაც შეეხება გუშინ სიუჟეტში გასულ დოკუმენტს, ეროვნულ ბანკში ეს დოკუმენტი ვერ მოვიძიეთ და მივმართეთ „თიბისი ბანკს“, თუ არსებობს მართლაც ასეთი დოკუმენტი, გადასცეს სამართალდამცავ ორგანოებს და გვაცნობოს ჩვენც. როდესაც გვექნება დოკუმენტი, ვნახავთ იქ რაზეა საუბარი. დოუმენტის შესახებ ჩვენთვის ცნობილი არ იყო და არც ამჟამად არის ცნობილი, ამიტომ ვთხოვეთ „თიბისი ბანკს“ დოკუმენტის წარმოდგენა“, - განაცხადა მესტვირიშვილმა.



მესტვირიშვილის თქმით, უნდა დაიწყოს თუ არა დოკუმენტზე გამოძიება, დამოკიდებულია იმაზე, რა წერია მასში.
„ეს დამოკიდებულია იმაზე, დოკუმენტი რას მოიცავს. ვინც არის დამნაშავე, ის იქნება პასუხისმგებელიც, თუ ასეთი არსებობს. მეკითხებით ისეთ საკითხზე, რაზეც ინფორმაცია არ მაქვს. როდესაც დოკუმენტი გვექნება, გავატარებთ შესაბამის ღონისძიებებს ჩვენი მანდატის ფარგლებში“, - განაცხადა მესტვირიშვილმა.


კითხვაზე, რამდენად „აქრობს“ ეროვნული ბანკი ასეთ ინფორმაციებს, მესტვირიშვილი პასუხობს: „ეს რიტორიკული კითხვაა, ასეთი რამ ბუნებაში არ მომხდარა, ვერ მოხდება, ეს შეუძლებელია“.


კომერსანტი




ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი განცხადებას ავრცელებს

ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი განცხადებას ავრცელებს
access_time2019-11-20 13:08:30
ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი განცხადებას ავრცელებს. ზაზა ოქუაშვილის შეფასებით, „ივანიშვილის ძალადობრივმა რეჟიმმა მიიტაცა სახელმწიფო, მედია, თავისუფალი სიტყვა, ბიზნესი, პროკურატურა, სახელმწიფო ინსტიტუტები და საპატრიარქოს მითვისებაც კი მოინდომა“. მისივე განცხადებით, ივანიშვილის ხელისუფლებამ კეთილგონიერება უნდა გამოიჩინოს და აღარ გააგრძელოს ძალის გამოყენება. „ივანიშვილის ძალადობრივი რეჟიმი, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო, მედია, თავისუფალი სიტყვა, ბიზნესი,...

გიორგი ქობულია - „ქართულ ოცნება“ პოსტსაბჭოური რუსეთის მართვის პრინციპებით მუშაობს“

გიორგი ქობულია - „ქართულ ოცნება“ პოსტსაბჭოური რუსეთის მართვის პრინციპებით მუშაობს“
access_time2019-11-20 12:10:22
პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო აქტივისტებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქციები არ ცხრება. აქციის მონაწილეები პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ. პოლიციამ რუსთაველზე და პარლამენტის მიმდებარედ შეკრებილები წყლის ჭავლით დაშალა, რომლებიც პარლამენტის შესასვლელების ბლოკირებას ახდენდნენ. მიმდინარე მოვლენებს „კომერსანტთან“ მთავრობის გუნდის ყოფილი წევრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი...

25 წლამდე მოქალაქეებისთვის აზარტული თამაშები აიკრძალება

25 წლამდე მოქალაქეებისთვის აზარტული თამაშები აიკრძალება
access_time2019-11-20 13:15:47
საქართველოს 25 წლამდე მოქალაქეებს შესაძლოა, აზარტულ თამაშებში მონაწილეობა აეკრძალოთ.ამის შესახებ, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. კანონპროექტის ავტორი პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილია. კანონპროექტის ავტორთა შეფასებით, ცვლილების მიზანი და შედეგი - აზარტულ და მომგებიან თამაშობებში, არასრულწლოვანთა ჩართულობის, მძიმე სოციალური ფონის...

„ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული 6000-მდე ოჯახია - საკითხზე თბილისის მერია სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება

„ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული 6000-მდე ოჯახია - საკითხზე თბილისის მერია სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება
access_time2019-11-20 11:45:27
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მომავალ კვირას დეველოპერებთან და სამშენებლო კომპანიებთან გაფართოვებულ შეხვედრას აანონსებს.როგორც დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, შეხვედრა „ცენტრ პოინტს“ და მსგავს „ქეისებს“ შეეხება. კალაძე დაუსრულებელი პროექტების დასრულებაში სექტორს მხარდაჭერას სთხოვს. „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულები, 6000-მდე ოჯახი, არის სერიოზული პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში არსებობს. შევქმენით საინიციატივო...

„სითი მოლში“ Calvin Klein-ის ახალი კონცეფციის შოურუმის გაიხსნა

„სითი მოლში“ Calvin Klein-ის ახალი კონცეფციის შოურუმის გაიხსნა
access_time2019-11-20 09:44:00
როგორც ცოტა ხნის წინ  „კომერსანტმა“ ექსკლუზიურად დაანონსა, 15 ნოემბერს თბილისში, ქავთარაძის 1-ში მდებარე „სითი მოლში“ Calvin Klein-ის ბრენდის ახალი კონცეფციის  შოურუმი გაიხსნა, რომელიც მსოფლიოში რიგით მეოთხეა, ისეთი დიდი მეგაპოლისების შემდეგ, როგორიცაა -  ნიუ იორკი, დუსელდორფი და შანხაი. ამით ბრენდმა საქართველოს და ქართველ მომხმარებელს უდიდესი ნდობა გამოუცხადა. „ეს გახლავთ სრულიად ახალი კონცეფცია House of Calvin, სადაც წარმოდგენილია ბრენდის ყველა...


მსგავსი სიახლეები

up