არჩილ მესტვირიშვილი - არ დავუშვებთ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციური პროცესების განვითარებას, ამისთვის ყველა ინსტრუმენტი გვაქვს

არჩილ მესტვირიშვილი - არ დავუშვებთ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციური პროცესების განვითარებას, ამისთვის ყველა ინსტრუმენტი გვაქვს

access_time2019-07-31 15:37:03

არ დავუშვებთ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციური პროცესების განვითარებას და ამისთვის ყველა ინსტრუმენტი გვაქვს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა.


მისივე თქმით, თუ შევხედავთ სავალუტო ბაზარსა და კურსზე მოქმედ ფაქტორებს, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს პირველ კვარტალში გაუმჯობესების ტენდენცია ჰქონდა, ამასთან, უმჯობესდება მეორე კვარტალშიც.


„დღეს გამოქვეყნდა ეკონომიკური ზრდის ინდიკატორი ივნისის თვისთვის, რომელიც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. გარდა ამისა, უმჯობესდება სავაჭრო დეფიციტი, იზრდება ფულადი გზავნილები, თუმცა რუსეთიდან ტურისტებზე ემბარგოს დაწესებამ გაზარდა უარყოფითი მოლოდინები, ასევე შეამცირა ტურიზმიდან შემოსავლები დაგეგმილთან შედარებით, რამაც თავის მხრივ, გავლენა იქონია სავალუტო ბაზარზე. თუმცა, ჩვენი შეფასებით, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი, რომელსაც ვაკვირდებით, უფრო მეტად გაუფასურებულია, ვიდრე ამას საგარეო შოკის ზომა მიუთითებს. შესაბამისად, ინტენსიურად ​ვაკვირდებით სავალუტო ბაზარს. სავალუტო ბაზრიდან საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციაზე ზეწოლა რომ არ დავუშვათ, გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, გამოვიყენებთ როგორც სავალუტო ინტერვენციებს, ასევე გავამკაცრებთ მონეტარულ პოლიტიკას. არ დავუშვებთ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციური პროცესების განვითარებას და ამისთვის ყველა ინსტრუმენტი გვაქვს, მათ შორის რეზერვების დონეც ბოლო ორი წლის განმავლობაში საკმაოდ გაზრდილია. მუდმივ რეჟიმში ვაკვირდებით სავალუტო ბაზარს და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. თუმცა იმის საჯარო ინდიკატორი, რომელიც ახლა ჩვენ შეგვიძლია გითხრათ, რომ ამ შემთხვევაში ჩავერევით და ამ შემთხვევაში არ ჩავერევით, ასეთ ინდიკატორს ვერ გეტყვით. როცა დავინახავთ ამის საჭიროებას და დავინახავთ, რომ მას ექნება დადებითი გავლენა საშუალოვადიან პერიოდში, ჩვენ დავიწყებთ ინტერვენციებს“, – განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.



1tv.ge








ამოყირავებული მანქანების ინსტალაციები შსს-ს 40 ათას ლარამდე დაუჯდა, კამპანია #მეტისიცოცხლისთვის ნახევარ მილიონზე მეტი

ამოყირავებული მანქანების ინსტალაციები შსს-ს 40 ათას ლარამდე დაუჯდა, კამპანია #მეტისიცოცხლისთვის ნახევარ მილიონზე მეტი
access_time2020-01-23 20:25:56
2019 წლის აპრილში თბილისის რამდენიმე ადგილად გამოჩნდა დამტვრეული მანქანების ინსტალაციები, რომლის ავტორი და მიზანიც თავიდან “გასაიდუმლოებული” იყო. შსს ამბობდა რომ მათ შესახებ არაფერი იცოდა, მერია კი ერთ-ერთი სარეკლამო კამპანიის ნაწილად მიიჩნევდა. საბოლოოდ, ამოყირავებული და დაზიანებული მანქანები შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი სოციალური კამპანიის ნაწილი აღმოჩნდა, რომელიც როგორც რადიო თავისუფლების მიერ შსს-დან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, ჯამში...

„კომერსანტის“ 23 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 23 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-23 21:30:51
„კომერსანტის“ 23 იანვრის TOP 10 თემა 1.„სახელისუფლებო გუნდი შეგნებულად ხუჭავს თვალს კაზინოებში ფულის გათეთრების პროცესზე“ 2. „კონკურენცია დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებთან და...

ლაგოდეხში შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი თხილის პლანტაციებს გააშენებს

ლაგოდეხში შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი  თხილის პლანტაციებს გააშენებს
access_time2020-01-23 17:22:11
შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს, ქართულ თხილს კი პროდუქტ რაგუსას წარმოებაში გამოიყენებს, - საინვესტიციო პროექტის განხორციელების დეტალებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ბლოხმა დავოსში გამართული შეხვედრისას ისაუბრეს. Camille Bloch-მა უკვე დაარეგისტრირა კომპანია საქართველოში და მოიძია 651 ჰეტრამდე მიწის ნაკვეთის ლაგოდეხის...

თბილისი – ღარიბი ქალაქი მილიონიანი მოლებით

თბილისი – ღარიბი ქალაქი მილიონიანი მოლებით
access_time2020-01-23 19:30:41
საქართველოს მოსახლეობისთვის სიღარიბე ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ითვლება. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ხელისუფლებებს მუდმივად იმის იმედით ირჩევდა მოსახლეობა, რომ ისინი არსებული გაჭირვების დაძლევას და ქვეყნის ეკონომიკურად გამართვას შეძლებდნენ. თუმცა, დღემდე ვერც ერთმა ხელისუფალმა ვერ შეძლო არსებული სიღარიბის მაჩვენებლის დაძლევა. ფაქტია, რომ დღესაც საქართველოში უამრავი ეკონომიკური პრობლება არსებობს, მოსახლეობის შემოსავლები არცთუ ისე მაღალი, თუმცა, მიუხედავად ამისა, თბილისში...

„სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ“

„სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ“
access_time2020-01-23 16:30:18
სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ, - ასე უპასუხა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ პროექტის ხელმძღვანელის განცხადებას, რომ ისინი მეტი დროის დაკარგვას აღარ აპირებენ და იანვრის ბოლოს მერიაში განცხადებას შეიტანენ, რომ ისევ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტი“...


მსგავსი სიახლეები

up