არჩილ კბილაშვილმა  „ლიდერფუდის“ საქმეზე უზენაეს სასამართლოს ქვემო ინსტანციის მოსამართლეების მიერ ჩადენილი  დარღვევები წარუდგინა

არჩილ კბილაშვილმა „ლიდერფუდის“ საქმეზე უზენაეს სასამართლოს ქვემო ინსტანციის მოსამართლეების მიერ ჩადენილი დარღვევები წარუდგინა

access_time2020-06-24 16:30:10

ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა „ლიდერფუდის“ საქმეზე უზენაეს სასამართლოს დამატებითი განცხადებით მიმართა. განცხადებაში დეტალურადაა ახსნილი, თუ კონკრეტულად რა დარღვევები ჩაიდინეს ჯერ საქალაქო, ხოლო შემდგომ სააპელაციო ინსტანციის მოსამართლეებმა.


კბილაშვილი მიიჩნევს, რომ საქალაქო და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში, „ლიდერფუდის“ საქმის განმხილველ მოსამართლეთა მხრიდან ფუნდამენტური მნიშვნელობის დარღვევები იქნა ჩადენილი, რაც იმაში გამოიხატა, რომ მოსამართლეებმა არ გაითვალისწინეს კანონის მოთხოვნა, რომელიც სარჩელის ჩაბარების წესებს ითვალისწინებს, უგულებელჰყვეს არსებითი ხასიათის მტკიცებულებები,რომლებიც სარჩელის ჩაბარებას გამორიცხავდნენ, გამოიყენეს არაკეთილსინდისიერი გზით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარად,ჯერ გამოიტანეს, ხოლო შემდეგ ძალაში დატოვეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც მხარეს 15 მლნ აშშ დოლარის ქონებაზე საკუთრების უფლება გაუუქმდა.


ადვოკატმა ასევე მოითხოვა, რომ საქმე განსახილველად დიდპალატას გადაეცეს.ამის საჭიროება კი დაასაბუთა იქედან გამომდინარე, რომ საქმე იშვიათ სამართლებრივ პრობლემას წარმოადგენს.


არჩილ კბილაშვილის თქმით, როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო ინსტანციის მოსამართლეებმა, ბატონებმა ქოჩიაშვილმა და მაკარიძემ, თავიანთი გადაწყვეტილებები დაამყარეს დამახინჯებულ, გაკრეჭილ და არაკეთილსინდისიერი გზით მოპოვებულ მტკიცებულებებს, რომელთა საფუძველზეც დაუსწრებელი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და მის მარწმუნებელ მხარეს საკუთრება ჩამოერთვა ქონებაზე, რომელიც 15 მლნ აშშ დოლარი ღირს.



„ამასწინათ, მე საჯაროდ განვაცხადე რომ ამ საქმეში სავარაუდო კორუფციის ნიშნებს ვხედავ. ამ დამატებით განცხადებაში თითოეული დარღვევა დეტალურადაა გამოაშკარავებული. კერძოდ, განცხადებაში ჯერ ციტირებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ გადაწყვეტილების საფუძვლად გამოყენებული ყველა არგუმენტი და შემდეგ უკლებლივ ყველა არგუმენტზე მოყვანილია პასუხი, რომელიც მათ არსებობას გამორიცხავს. დარღვევების სიღრმე, თვალსაჩინოება და მასშტაბურობა, რომელიც ერთის მხრივ, ჩრდილს აყენებს სასამართლო ხელისუფლებას, მეორეს მხრივ, მაფიქრებინებს, რომ წინასწარი შეცნობით, განზრახ უკანონო გადაწყვეტილების გამოტანას ჰქონდა ადგილი.


დამატებითი განცხადებით, ჩვენ ასევე მოვითხოვეთ, რომ საქმე უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ განიხილოს, რადგან სახეზეა იშვიათი სამართლებრივი პრობლემა. საქმე ის გახლავთ, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოები ცალსახად ამტკიცებენ, რომ სარჩელის ჩაბარება არ უნდა მოხდეს სასამართლო უწყებასთან ერთად მაშინ, როდესაც საპროცესო კანონის 72-ემუხლისმე-2 ნაწილი პირდაპირ მოითხოვს, რომ მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარება სასამართლო უწყებასთან ერთად უნდა მოხდეს. ამიტომ, დიდმა პალატამ უნდა განმარტოს, თუ კანონის აღნიშნული მოთხოვნა არ უნდა შესრულდეს, მაშინ უწყების ნაცვლად რა დოკუმენტი უნდა ახლდეს თან სარჩელს და თანდართულ დოკუმენტებს და როგორი უნდა იყოს მისი შინაარსი, რომ სარჩელის ჩაბარება სადავოდ აღარ იქცეს. აქედან გამომდინარე, დამატებითი განცხადება, რომელიც მე უზენაეს სასამართლოს წარვუდგინე, გარდა საქმის განმხილველი მოსამართლისა, ასევე გავუგზავნე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარეს და უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თითოეულ მოსამართლეს, რათა ზემოაღნიშნულ პრეცედენტულ საკითხზე გადაწყვეტილება არა ერთმა ან რამდენიმე მოსამართლემ, არამედ დიდი პალატის ყველა მოსამართლემ ერთად გამოიტანოს.


ვინაიდან საკითხი ზოგადსამართლებრივი ხასიათისაა, ამიტომ უზენაეს სასამართლოში წარდგენილი განცხადება იმავდროულად გავასაჯაროვე კიდეც, რათა საზოგადოების თითოეულ დაინტერესებულ წევრს შეეძლოს გაიგოს თუ რა მოხდა და რას ვითხოვთ. განცხადების გაცნობა ამ ბმულზეა შესაძლებელი: https://drive.google.com/file/d/1eXJgrrzVGzfdWnRlGxiHy-Do8HqzipSz/view“, – განაცხადა კბილაშვილმა.


შეგახსენებთ, უზენაეს სასამართლოს, დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში აქვს მიღებული „ლიდერფუდის“ დამფუძნებლის, დავით ზეიკიძის საკასაციო საჩივარი. ზეიკიძეს ბიზნესის 50%-ს, მისივე სიძე, ირაკლი დუმბაძე ედავება. სასამართლოს ორმა ინსტანციამ დუმბაძის სარჩელი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა და მას წილი მიაკუთვნა. როგორც დაუსწრებელ გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, მისი გამოტანის საფუძველი ზეიკიძის მხრიდან შესაგებლის წარუდგენლობა გახდა. დავით ზეიკიძე კი ამტკიცებს, რომ მას სარჩელი არ ჩაბარებია და შესაბამისად, ვერც შესაგებელს წარადგენდა. ამის დამადასტურებელი ვიდეომასალა, ექსპერტიზის დასკვნა და მოწმეთა ჩვენებები ზეიკიძეს მხარეს სასამართლოში წარდგენილი აქვს.


ზეიკიძე უზენაესი სასამართლოსგან დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის არსებითად განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნებას ითხოვს.


გაზეთი „ბანკები და ფინანსები“ 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up