ყოფილი გენერალური პროკურორი მოქმედ მართლმსაჯულებას უსამართლობასა და კორუფციაში ადანაშაულებს

ყოფილი გენერალური პროკურორი მოქმედ მართლმსაჯულებას უსამართლობასა და კორუფციაში ადანაშაულებს

access_time2020-05-29 14:30:37

„რაც თანამდებობაზე აღარ ვარ და ვაგრძელებ საადვოკატო პრაქტიკას, ეს არის ჩემი პირველი შეხვედრა მედიასთან. ამ გამონაკლისს ვუშვებ, რადგან კონკრეტული საქმე ერთგვარი ტესტი გახდება ქართული მართლმსაჯულებისთვის“, - ამ სიტყვებით დაიწყო თავისი პრესკონფერენცია ადვოკატმა, არჩილ კბილაშვილმა, რომელიც კომპანია „ლიდერფუდის“ დამფუძნებლის დავით ზეიკიძის ინტერესებს იცავს.


მან დასაწყისშივე მიმართა საზოგადოებას თხოვნით, ამ კონკრეტული საქმის უკვე მესამე ინსტანციაში მიმდინარეობას განსაკუთრებული ყურადღებით მიადევნოს თვალი, რადგან, მისი თქმით, აშკარად და მაღალი ხარისხით იკვეთება უსამართლობა, დანაშაული და შესაძლო კორუფციის ნიშნები.


კბილაშვილის განცხადებით, საქმეს დამოუკიდებელი საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში ანალოგი არ ეძებნება, რამდენადაც მინიმუმ 10-15 მილიონი დოლარის ღირებულების დავა, როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს (კერძოდ, მოსამართლეების ქოჩიაშვილისა და მაკარიძის) მიერ ისე გადაწყდა დავით ზეიკიძის საწინააღმდეგოდ, რომ საქმის არსებითი განხილვა არ შემდგარა.


საქმე ეხება ბიზნეს-დავას. დავით ზეიკიძეს საწარმოს 50% წილს ედავება ირაკლი დუმბაძე, რომლის ინტერესებსაც სასამართლოში ადვოკატი პაატა სალია იცავს.
კბილაშვილის განცხადებით ამ საქმის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა დავით ზეიკიძეს ქონება ისე ჩამოართვეს, რომ მას არც სარჩელი ჩააბარეს და არც თავის დაცვის საშუალება  მისცეს.


ყველაფერი ემყარება იმას, რომ თითქოს დავით ზეიკიძემ შეპასუხება არ შეიტანა მისი სიძის მიერ სასამართლოში შეტანილ სარჩელზე, რის გამოც სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დავით ზეიკიძეს ქონება ჩამოართვა.


საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც სარჩელის დავით ზეიკიძისათვის ჩაბარებას დაადასტურებდა. ამის საწინააღმდეგოდ კი არსებობს ვიდეო და დოკუმენტური მასალები, ასევე, მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც სარჩელის ჩაბარებას გამორიცხავენ. ორივე ინსტანციის სასამართლო მათ უბრალოდ იგნორირებას უკეთებს.



კბილაშვილი აცხადებს, რომ სამწუხაროდ, სასამართლო მოქმედებს ხელის გადაგრეხვის პრინციპით და ვარაუდზე დაყრდნობით, რომლის არც საფუძველი არსებობს, თითქოს მოპასუხეს მოსარჩელე მხარის მიერ გაგზავნილი სარჩელი ჩაბარდა და მან განსაზღვრულ ვადაში შესაგებელი არ წარადგინა, საქმეს დახურულად და მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყვეტილად აცხადებს.


პრესკონფერენციაზე კბილაშვილმა თანმიმდევრულად აღწერა ის დეტალები, რაც მისი მტკიცებით, ნათელს ხდის ფაქტს, რომ სარჩელი მისი დაცვის ქვეშ მყოფ მხარეს არ ჩაბარებია, შესაბამისად, შესაგებელის წარდგენის ვადასაც ვერ დაარღვევდა.


ადვოკატმა საზოგადოებას, განსაკუთრებით კი იურიდიულ წრეებს, ბიზნეს-წრეებსა და სამოქალაქო საზოგადოებას მოუწოდა ამ საქმეს შეხედონ და განიხილონ როგორც არა ერთი რიგითი ბანალური ბიზნეს-დავა, არამედ, როგორც პრეცედენტული შემთხვევა, რადგან საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში ჯერ არ მომხდარა ფაქტი, როდესაც პირს ესოდენ მაღალი ღირებულების ქონება საქმის განუხილველად ჩამოერთვა და ეს მაშინ, როდესაც საქმე გაჯერებულია მრავალი მტკიცებულებით, რომლებიც სარჩელის ჩაუბარებლობას ადასტურებენ.


ადვოკატის განცხადებით ორი ინსტანციის სასამართლომ საკუთრების ბედი გადაწყვიტა არასწორი, უსამართლო, ხელის გადაგრეხვის პრინციპით,რომელიც აზიანებს არა მარტო ამ დავის ერთ-ერთ მხარეს, არამედ მთლიანად მართლმსაჯულების სისტემას საქართველოში, ბიზნეს-გარემოს მთლიანად და აღრმავებს იმ ნიჰილიზმს, რაც სამწუხაროდ, სასამართლო სისტემის მიმართ არსებობს.


„როდესაც სასამართლოები ამ ღირებულების ქონების მიკუთვნებას წყვეტენ საქმის განხილვის გარეშე, ესე იგი, ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ აქ არის კორუფციული ნიშნები. ეს შეიძლება იყოს გარიგება მოსამართლეებთან, შეიძლება იყოს სხვაგან გარეთ, მოსამართლეების მიღმა, რომელსაც აქვთ გავლენა მოსამართლეებზე და შეიძლება იყოს კიდევ სხვა რამ. მე არ ვიცი, კონკრეტულად რამდენი შესაძლებლობა არსებობს იმისათვის, რომ უკანონო გადაწყვეტილება იქნეს მიღებული მოსამართლის მხრიდან“, - ამბობს არჩილ კბილაშვილი.


მისი განცახდებით, ახლა უკვე მესამე ინსტანციამ, ანუ უზენაესმა სასამართლომ უნდა გამოიტანოს ვერდიქტი - გამოუტანოს ბიზნესს უიმედობის და დაუცველობის განაჩენი, თუ გაუჩინოს განცდა, რომ ბიზნესის საუკეთესო ინტერესები საქართველოში ყოველთვის მართლმსაჯულების უმაღლესი სტანდარტის დაცვით იქნება გარანტირებული. ადვოკატის განცხადებით, მისი მხარე, ამ ეტაპზე, მხოლოდ იმას ითხოვს, რომ სასამართლომ საქმე განიხილოს და გადაწყვეტილება ისე მიიღოს.
დღეს ჩვენ, ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარი დიპლომატები პირდაპირ გვეუბნებიან, რომ „ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. ამ მიმართულებით პროგრესი მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს დემოკრატიული, ასევე ეკონომიკური განვითარებისთვის“. ეს სიტყვა-სიტყვით გახლავთ ციტატა სულ რამდენიმე დღის წინ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, ქალბატონი კელი დეგნანის გამოსვლიდან.


ჩვენ წინაშე კი დგას მრავალმილიონიანი ბიზნეს დავის სასამართლო განხილვის გარეშე გადაწყვეტის მცდელობის საკითხი. და ეს ყველაფერი, მე, სამწუხაროდ, მიტოვებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ეს საქმე კორუფციის ნიშნებს შეიცავს.


შესაბამისად, სათანადო განცხადებით, ჩვენი მხარის მიერ, უკვე მიმართულია საქართველოს პროკურატურისადმი. ამაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი კი ვფიქრობ, არის ის, რომ ქართულმა საზოგადოებამ, განსაკუთრებით მისმა სამოქალაქო და ბიზნეს უფლებების აქტიურად დამცველმა ნაწილმა, იურიდიულმა და ბიზნეს-გაერთიანებებმა, მთელი სერიოზულობით აღიქვან ეს საქმე, როგორც გამოუსწორებელი საფრთხე, რომელიც საქართველოში ბიზნეს-სამართალს, სამწუხაროდ, სასამართლო ინსტიტუციის ორი ინსტანციის მიერ უკვე აშკარად და დაუფარავად დაემუქრა“, - განაცხადა კბილაშვილმა პრეს-კონფერენციაზე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up