არჩილ კაიკაციშვილი: „ლიდერფუდის“ საქმეში ექსპერტიზით გამოვლენილი ორი კონვერტის არსებობა სარჩელის ჩაბარების ფაქტს ისევ გამორიცხავს

არჩილ კაიკაციშვილი: „ლიდერფუდის“ საქმეში ექსპერტიზით გამოვლენილი ორი კონვერტის არსებობა სარჩელის ჩაბარების ფაქტს ისევ გამორიცხავს

access_time2020-08-12 14:20:03

დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ახალი დასკვნა, რომელიც „ლიდერფუდის“ საქმეში გამოჩნდა, კიდევ ერთხელ გვიმყარებს რწმენას, რომ ორგანიზაციამ სწორი დასკვნები გააკეთა სარჩელის და მასზედ თანდართული მასალების ჩაბარების საკითხზე და შეუძლებელი, სასამართლომაც სათანადო დასკვნები არ გააკეთოს, იმის თაობაზე, თუ ვინ ვის რა შინაარსის წერილი ჩააბარა 2019 წლის 22 მაისს. ამის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა, კომპანია „ლიდერფუდის“ მოქმედი და ყოფილი მესაკუთრეების სამართლებრივ დავაზე ახალი მტკიცებულების შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ კომპანიისთვის 2019 წლის 22 მაისს კურიერს ორი კოვერტი აქვს მიტანილი და მათ შორის არც ერთი არ არის სასამართლოს ბრენდირებული კონვერტი.

 

არჩილ კაიკაციშვილის თქმით, საჯაროდ გაკეთებული განცხადების თანახმად, ორგაიზაციისთვის ცნობილი გახდა, რომ „ლიდერფუდის“ საქმეში, სარჩელის ჩაბარების ეპიზოდთან დაკავშირებით, წარმოდგენილი იქნა ახალი მტკიცებულება. ორგანიზაციამ მოქმედ მენეჯმენტს მიმართა და გამოითხოვა აღნიშნული დოკუმენტი. კერძოდ, დამოუკიდებელი სასამართლოს ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორის“ 2020 წლის 29 ივლისის დასკვნა.

 

დოკუმენტის მიხედვით, ექსპერტი პასუხს სცემს შემდეგ შეკითხვებს: „შეესაბამება თუ არა წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერში კადრში აღბეჭდილი მამაკაცის ხელთ არსებული კონვერტი სისქის მიხედვით 49 ფურცელ მოთავსებულ კონვერტს?“ და მეორე კითხვას - „წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერში კადრში აღბეჭდილი მამაკაცის ხელთ არსებულ კონვერტს გააჩნია თუ არა სასამართლოს კონვერტისათვის დამახასიათებელი გაფორმება, თუ ის არის გაფორმების გარეშე არსებული თეთრი ფერის კონვერტი?“.

 

დასკვნის თანახმად, წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერებში, მამაკაცს ხელში უჭირავს ქაღალდები, რომლებს შორის, ვიზუალური დაკვირვებით, გამოიყოფა კონვერტის მსგავსი აგებულების არა ერთი, არამედ ორი კონვერტი სათითაოდ მიმაგრებული ფურცლებით, რომელთაც აფრიალებს ქარი. ორივე A4 კონვერტების სისქის ან მასში არსებული ფურცლების რაოდენობის განსაზღვრის შესაბამისობა, თუნდაც 49 ფურცელ მოთავსებულ კონვერტთან შეუძლებელია, რადგანაც შეიმჩნევა სისქეების დიდი სხვაობა ხელის მოჭერის ადგილსა და განაპირა ნაპირებს შორის, რაც შეიძლება გამოწვეულ იყოს კონვერტის მაგვარ შეკვრებში სხვადასხვა სისქის ფურცლების ან ჰაერის არსებობით - მითუმეტეს ქარიანი ამინდის დროს, შესაძლებელია ჰაერის შეკვრებში შეღწევა. კადრების დათვალიერებისას და გადიდებისას იკვეთება ორი კონვერტის არსებობა. მათი გადიდებისას, არც ერთ კონვერტზე არ შეიმჩნევა გრაფიკული გაფორმება ან შეფერვა რაიმე ფერის საღებავით და არ მიესადაგება სასამართლო კონვერტის გაფორმებას. აღნიშნული კონვერტები არის გაფორმების გარეშე არსებული თეთრი ფერის კონვერტი.

 


კაიკაციშვილი განმარტავს, რომ ამდენად საქმესთან დაკავშირებით სადღეისოდ არსებობს კონვერტების თაობაზე ექსპერტიზის 3 დასკვნა. ერთი მოსარჩელის მიერ დაკვეთილი, 1 სამუშაო დღეში შესრულებული სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ (2019 წლის 17 ივლისი). ეს დასკვნა განიხილავს ცალსახად ერთ კონვერტს და ამბობს, რომ მამაკაცის ხელთ არსებული კონვერტი სისქის მიხედვით არ შეესაბამება 2 ფურცელმოთავსებულ კონვერტს, და მისი ვიზუალური პარამეტრებით შეესაბამება კონვერტში 49 ფურცელმოთავსებულ კონვერტს. მამაკაცის ხელთ არსებულ კონვერტზე დაკვირვების შედეგად გაირკვა, რომ იგი არის გაფორმების გარეშე არსებული თეთრი ფერის კონვერტი და მას ზედა ნაწილში, მარჯვენა და მარცხენა მხარეს, აღენიშნება მუქი შეფერილობის გაფორმება.  

 

არსებობს ექსპერტიზის მეორე დასკვნა, შესრულებული დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ალტერნატივას“ მიერ (2019 წლის 25 ივლისი). დასკვნა ასევე ცალსახად განიხილავს ერთ კონვერტს და ამბობს, რომ ვიდეოჩანაწერიდან გამომდინარე შეუძლებელია იმის დადგენა თუ რამდენი ფურცელი დევს კონვერტში, რომელიც ვიდეოჩანაწერებში ასახულ მამაკაცს უჭირავს ხელში. ექსპერტიზაზე წარდგენილ ფოტოსურათს და ვიდეოფაილებში ასახულ კონვერტს აქვს სხვადასხვა ფერის შეფერილობა. კერძოდ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ თბილისის საქალაქო სასამართლოს კონვერტის ფოტოსურათის ნაწილს აქვს ლურჯი ფერის შეფერილობა, ხოლო ვიდეოფაილებში ასახული მამაკაცის ხელში არსებული კონვერტი, როგორც პირითი მხრიდან, ისევე ზურგითი მხრიდან არის თეთრი ფერის.

 

და როგოც აღინიშნა, არსებობს მესამე დასკვა, შესრულებული დამოუკიდებელი სასამართლოს ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორის“ მიერ (2020 წლის 29 ივლისი), სადაც ექსპერტი აღნიშნავს,  ჩანაწერში არა ერთი, არამედ ორი კონვერტის არსებობას და ასკვნის, რომ მათი სისქის ან მათში არსებული ფურცლების რაოდენობის განსაზღვრის შესაბამისობა, თუნდაც 49 ფურცელ მოთავსებულ კონვერტთან შეუძლებელია. კადრების დათვალიერებისას და გადიდებისას იკვეთება ორი კონვერტის არსებობა. მათი გადიდებისას, არც ერთ კონვერტზე არ შეიმჩნევა გრაფიკული გაფორმება ან შეფერვა რაიმე ფერის საღებავით და არ მიესადაგება სასამართლო კონვერტის გაფორმებას. აღნიშნული კონვერტები არის გაფორმების გარეშე არსებული თეთრი ფერის კონვერტი.

 

არჩილ კაიკაციშვილი აცხადებს, რომ ორგანიზაცია, ბუნებრივია, თავადაც კარგად იცნობს იმ ვიდეოჩანაწერს, რომელზეც ასახულია 2019 წლის 22 მაისს კურიერის მიერ განხორციელებული ვიზიტი საწარმო დაწესებულებაში. კაიკაციშვილი ამბობს, რომ  ობიექტურად, გონივრული განსჯის საფუძველზე, მარტივია იმის თქმა, რომ კადრში სასამართლოს ბრენდირებული კონვერტი არ ჩანს. ის აღნიშნავს, რომ დამოუკიდებელი სასამართლოს ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორის“ 2020 წლის 29 ივლისის დასკვნაც, რომელიც ცენტრის ინფორმაციით, განახლებული და თანამედროვე  ტექნიკური საშუალებებით არის შესრულებული, ამყარებს ამავე მოსაზრებას.

 

კაიკაციშვილი აცხადებს, რომ 2020 წლის 29 ივლისის დასკვნაში აღნიშნული ფაქტი, რომ რეალურად საქმე გვაქვს არა ერთ, არამედ ორ კონვერტთან, საკასაციო სასამართლოსთვის ანალიზის, შედარებისა და შეფასების საუკეთესო საშუალებას იძლევა.

 

„ფაქტია, კურიერმა არაერთი წერილი გადასცა მოსარჩელისგან მოპასუხეს და არ არსებობს კონკრეტული მტკიცებულება, ჩაბარებული გზავნილი ნამდვილად შეეხებოდა თუ არა სარჩელს. აღნიშნული საკამათოა თავად ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ წარმოდგენილი დასკვნების ფარგლებშიც. შესაბამისად, ვფქიობ, რომ ახალი დასკვნა საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს“, -ამბობს არჩილ კაიკაციშვილი.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up