არჩილ გაჩეჩილაძე: სასესხო კაპიტალის ქართული ბაზარი კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება

არჩილ გაჩეჩილაძე: სასესხო კაპიტალის ქართული ბაზარი კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება

access_time2016-06-17 14:19:39

სს „გალტ & თაგარტის“ („გალტ & თაგარტი“) მხარდაჭერით საქართველოში პირველად ობლიგაციების შესახებ დსთ-ს, ბალტიის და კავკასიის ქვეყნების რიგით XIII საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობს.


კომპანია Cbonds-ის კონგრესი ობლიგაციების შესახებ წარმოადგენს წამყვან ღონისძიებას, სადაც განიხილება ობლიგაციების საშინაო ბაზრების განვითარების საკითხები დსთ-ს, ბალტიისა და კავკასიის ქვეყნებში, ასევე, განვითარებადი ბაზრების (Emerging Markets) ევროობლიგაციების ბაზრების საკითხები.



„საქართველოში, სასესხო კაპიტალის ბაზარის განვითარებაში გალტ & თაგარტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ქართულ კომპანიებს, რომელთაც ძლიერი კორპორაციული მმართველობა აქვს, გალტ & თაგარტი აქტიური მხარდაჭერით, შესაძლებლობას აძლევს მოახდინონ დაფინანსების  სტრუქტურის დივერსიფიკაცია, კორპორატიული ობლიგაციებიდან ფულის მოზიდვის საშუალებით. გალტ & თაგარტმა წარმატებით მოიზიდა 114 მილიონი ლარში დენომინირებული და 60 მილიონი აშშ დოლარში დენომინირებული ობლიგაციები, ქართული კორპორაციებისთვის და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის 2014-2015 წლების განმავლობაში. ბოლოდროინდელი აქტივობის და მოვლენათა განვითარების შედეგად, სასესხო კაპიტალის ქართული ბაზარი კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება საერთაშორისო ინვესტორებისთვის. ის ფაქტი, რომ საქართველო პირველად მასპინძლობს დსთ-ს, ბალტიის ქვეყნების და კავკასიის კონგრესს ობლიგაციების შესახებ, რომელიც წინა წლებში დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სხვადასხვა ქალაქებში იმართებოდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ქვეყნის და რეგიონის მნიშვნელობას. ჩვენ ვხედავთ დიდ პოტენციალს ქართულ სასესხო ბაზრებში და განვაგრძობთ მათ მხარდაჭერას. ჩვენ ასევე ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ საერთაშორისო ინვესტორების ინტერესი რეგიონის და კონკრეტულად საქართველოს მიმართ მომავალშიც გაიზრდება“ განაცხადა გალტ & თაგარტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ გაჩეჩილაძემ.


ობლიგაციების შესახებ 2 დღიან კონგრესში მონაწილეობს 200 დელეგატი 14 სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ შორის: ბანკები, წამყვანი საინვესტიციო კომპანიები, ემიტენტები და ინფრასტრუქტურული ორგანიზაციების წარმომადგენლები.



„დემოკრატიის ინდექსი“ უმრავლესობის იმ წევრების შესახებ საინტერესო გარემოებებზე საუბრობს, რომელთაც პროპორციულ სისტემას მხარი არ დაუჭირეს

„დემოკრატიის ინდექსი“ უმრავლესობის იმ წევრების შესახებ საინტერესო გარემოებებზე საუბრობს, რომელთაც პროპორციულ სისტემას მხარი არ დაუჭირეს
access_time2019-11-17 22:40:06
„დემოკრატიის ინდექსი საქართველო“ პარლამენტის იმ დეპუტატების შესახებ ავრცელებს განცხადებას, რომლებმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მმართველი ხელისუფლების მიერ საჯაროდ გაცემული დაპირების შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება, როგორც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა...

აქციის მონაწილეების მიერ „ქართული ოცნების“ ოფისთან წარწერის: „წადი“ გაკეთებას, პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა

აქციის მონაწილეების მიერ „ქართული ოცნების“ ოფისთან წარწერის: „წადი“ გაკეთებას, პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა
access_time2019-11-17 19:45:19
“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან მოძრაობა “შეცვალეს” წევრებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. მიზეზი აქციის მონაწილეების სურვილი იყო, პარტიის...

ვაჟა სირაძე - პოლიციის ძალები იქნებიან ყველა ადგილზე, სადაც აქციის მონაწილეები გადაინაცვლებენ

ვაჟა სირაძე - პოლიციის ძალები იქნებიან ყველა ადგილზე, სადაც აქციის მონაწილეები გადაინაცვლებენ
access_time2019-11-17 19:41:13
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალური ოფისისკენ პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი გაემართა.   „ოცნების“ ოფისთან მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის დანაყოფები. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ  ჟურნალისტებს განუცხადა, პრევენციის მიზნით, პოლიციის ძალები არიან და იქნებიან ყველა იმ ადგილზე, სადაც აქციის მონაწილეები...

Zolotaia Korona ისევ ლიდერობს - როგორია ფულადი გზავნილების ქართული ბაზარი

Zolotaia Korona ისევ ლიდერობს - როგორია ფულადი გზავნილების ქართული ბაზარი
access_time2019-11-17 18:00:11
საქართველოში სწრაფი ფულადი გზავილების მიხედვით რუსეთი ისევ ლიდერია. კერძოდ, 2019 წლის ოქტომბერში მთლიანი ჩარიცხვების 18-22%, ხოლო გადარიცხვების 40-43% Zolotaia Korona-ზე მოდის.   აღსანიშნავია, რომ 2012 წლის შემოდგომამდე, წლების განმავლობაში, ფულადი გზავნილების სისტემებში ლიდერის პოზიცია Intel Express-ს და Unistream-ს ეკავა. თუმცა, უკვე 2012 წლის შემოდგომიდან დღემდე, პირველობას Zolotaia Korona ინარჩუნებს.   რაც შეეხება საქართველოს ფულადი გზავნილების...

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი პარტიის ლიდერების ნაწილი იმყოფება

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი პარტიის ლიდერების ნაწილი იმყოფება
access_time2019-11-17 15:25:27
...


მსგავსი სიახლეები

up