„არჩევნების წინ ბიუჯეტში უფრო მეტი სახსრების მობილიზებას ცდილობენ“ – „საქსტატი“ ჩრდილოვანი ეკონომიკის დარგების აღრიცხვას იწყებს

„არჩევნების წინ ბიუჯეტში უფრო მეტი სახსრების მობილიზებას ცდილობენ“ – „საქსტატი“ ჩრდილოვანი ეკონომიკის დარგების აღრიცხვას იწყებს

access_time2020-01-28 10:00:03

საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის აღრიცხვა იწყება. სტატისტიკის ეროვნული სამსახური განათლებისა და უძრავი ქონების ფარული დარგების გამოკვლევას გეგმავს. უწყება  რეპეტიტორებისა და ბინის გამქირავებლების რაოდენობასა და მათ შემოსავლებს დაითვლის. მათი გათვლით, ეკონომიკის დაახლოებით 13% ჩრდილშია, ხოლო ჩრდილოვანი ეკონომიკის მოცულობა ამ ორ სექტორში განსაკუთრებით მაღალია. დიდი ალბათობით, მას შემდეგ, რაც სრული სურათი გამოკვეთება, რეპეტიტორებსაც და ბინის გამქირავებლებსაც გადასახადადების გადახდა დაეკისრებათ.


ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი ფიქრობს, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკის დარგების აღრიცხვა კეთილშობილურ მიზნებს არ ემსახურება და ამ შემთხვევაშიც მთავრობის მთავარი მოტივაცია ხაზინის შევსებაა.


„როცა მთავრობები ასეთი პროექტის კეთებას იწყებენ რთულია მასში კეთილშობილური მიზანი ვეძებოთ. ბიზნესები თანაბარ პირობებში, რომ იყოს ამაში ცუდი თავისთავად არაფერია, მაგრამ ხშირად ხელისუფლების მოტივაციაა,რომ ხაზინა შეავსონ, მიაჩნიათ, რომ ეკონომიკის რაღაც ნაწილი ჩრდილშია და უნდათ რომ „მზეზე გამოიყვანონ“, იმისთვის რომ მერე გადასახადები გადაახდევინონ. ამის გაკეთება შეიძლებოდა იმის პარალელურად, თუ ხელისუფლება საბიუჯეტო ხარჯებს დაზოგავდა, ანუ გავათეთროთ ეკონომიკა, მაგრამ ამავე დროს დავსვათ კითხვები - გვჭირდება კი ბიზნესიდან ამდენი ფულის ამოღება, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობა ბიზნესიდან უფრო მეტ ფულს იღებს, ვიდრე სჭირდება. ვისურვებდი, რომ გადასახადების შემცირებისკენ ვიყოთ მიმართული და არა ისე, რომ ვინც დაუბეგრავი დარჩა ყველა ვიპოვოთ და დავბეგროთ“, - აცხადებს გიგა ბედინეიშვილი.


მისივე თქმით, მთავრობა არჩევნების წინ ცდილობს ბიუჯეტი რაც შეიძლება გაზარდოს და მეტი თანხის მობილიზება მოახდინოს, ამიტომ ყველა ხერხს მიმართავს რათა უფრო მეტი ბიზნესი დაბეგრონ.



„100%-ით დაბეგრო ყველა ეკონომიკური საქმიანობა - შეუძლებელია, თუმცა, არც რამდენიმე ბიზნესზე არ უნდა მოხდეს ხაზინის ჩამოკიდება, ამიტომ გადასახადები ყველას უნდა გამოვართვათ, მაგრამ ამავე დროს  კითხვა უნდა დავსვათ - რეალურად რამდენი გადასახადი გვჭირდება. ხელისუფლება ბევრ ფულს ფანტავს და ანიავებს, რეალურად, დიდია იმის რესურსი,რომ გადასახადები შევამციროთ და მერე ის ყველა ბიზნესზე თანაბრად გადავანაწილოთ. ახლა ეს ყველაფერი გაახსენდათ იმიტომ, რომ არჩევნები მოდის და მთავრობას ბიუჯეტი რომ არ დააკლდეს, ვიღაც საწყალი რეპეტიტორებიც კი უნდა დაბეგრონ. არჩევნების წინ ბიუჯეტში უფრო მეტი სახსრების მობილიზებას ცდილობენ. გარდა ამისა, ასეთი ნელი ეკონომიკური ზრდის პირობებში გადასახადები იმდენი ვერ გროვდება რამდენსაც ფინანსთა სამინისტროში იმედოვნებდნენ და ახალ გზებს ეძებენ,“ - ამბობს გიგა ბედინეიშვილი.


ეკონომიკის ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ „საქსტატის“ ეს ინიციატივა საშუალებას იძლევა განისაზღვროს ქვეყნის ეკონომიკის რეალური მოცულობა, რაც პოტენციურ ინვესტორებს პრიორიტეტების სწორად შერჩევაში დაეხმარება. თუმცა, მათივე თქმით, ეკონომიკის ამ სეგმენტის ლეგალიზაცია ფასების ზრდას გამოიწვევს და მომსახურების საფასურს გაზრდიან როგორც რეპეტიტორები ასევე ბინის გამქირავებლები.


რა მეთოდით აპირებს „საქსტატი“ რეპეტიტორების, ასევე ბინის გამქირავებლების და მათი შემოსავლების აღრიცხვას ჯერჯერობით უცნობია.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up