არჩევნების შემდეგ ლარის კურსი 3.40-იან ნიშნულს გადასცდება?!

არჩევნების შემდეგ ლარის კურსი 3.40-იან ნიშნულს გადასცდება?!

access_time2020-10-30 14:30:49

ეროვნული ვალუტის ბოლოდროინდელ გაუფასურებას ქვეყნის მთავარი ბანკირი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს. კობა გვენეტაძე ამბობს, რომ „ზოგადად, მზარდი ეკონომიკის ქვეყნებში წინასაარჩევნო პერიოდში, როგორც წესი სავალუტო ბაზარზე დროებითი დაძაბულობაა“.

 

ლარმა მკვეთრი გაუფასურება არჩევნებამდე თითქმის 2 თვით ადრე დაიწყო. 1-ელ სექტემბერს ერთი დოლარი 3,07 ლარი ღირდა, დღეს კი 3,23 ლარს მიუახლოვდა. თუმცა ექსპერტების მოლოდინით არჩევნების შემდეგ ლარის კურსი უფრო მეტად გაუფასურდება, ამის პროგნოზირების საფუძველს მათ წინა არჩევნების დროს დაჭერილი და შემდეგ ტრადიციურად გაუფასურებული კურსი აძლევთ. არჩევნების შემდეგ მთავრობისთის ლარის თემა აქტუალობას დაკარგავს და შეიძლება კურსი ბოლომდეც მიუშვან. 


როგორ იცვლებოდა ლარის კურსი არჩევნების პერიოდში


 

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე მთავრობას და ეროვნულ ბანკს სწორი საფინანსო და მონეტარული პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, დღეს ლარი ხელოვნურ სუნთქვაზეა“ და კურსს ეროვნული ბანკი არჩევნებამდე დაიჭერს.



„ეკონიმიკა ჩამოშლილია და ხელისუფლებას არც ერთი გონივრული ნაბიჯი არ გადაუდგამს ამ კრიზისიდან გამოსასვლელად. ამ ეკონომიკის პირობებში ლარი არის ფაქტობრივად ხელოვნურ სუნთქვაზე, ლარის დღევანდელ კურსს იჭერს ეროვნული ბანკი, წინასაარჩევნოდ კურსი იქნება იმდენი, რამდენიც მოესურვება მთავრობას და ეროვნულ ბანკს. ის 5 მილიარდი ლარი, რომელიც სესხად ავიღეთ, ახლა დევს ეროვნულ ბანკში და ეროვნული ბანკი უკვე ყოველდღიურად ახორციელებს ე.წ. ინტერვენციებს და თვეში რამდენჯერმე. არის ზუსტად ის სცენარი, რაც 2016 წელს იყო, სამი თვე დაიჭირა კურსი წინასაარჩევნოდ, არჩევნები დამთავრდა და იმავე დღეს დაიწყო გაუფასურება. ამიტომ დღეს პოლიტიკურად მართული ლარი გვაქვს“, - განაცხადა გოცირიძემ.

 

ეკონომიკის ექსპერტი ნიკა შენგელია ამბობს, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით, ამ არჩევნების დროს გაცილებით რთულად არის საქმე, თუმცა, ვხედავთ რომ მეტ-ნაკლებად ინარჩუნებს ეროვნული ბანკი ლარს, რომ კიდევ მეტად არ მოხდეს მომსახურეობის და პროდუქტების გაძვირება.

 

„იმ  შემთხვევაში თუ 31 ოქტომბრის არჩევნებს მოჰყვება პოლიტიკური არასტაბილურობა, უკვე უნდა ველოდოთ, რომ ლარის კურსზე უფრო ძლიერად იქნება ზეწოლა ვიდრე წინა წლებში იყო, ანუ ლარის კურსის გაუფასურება გაგრძელდება. ამის შესახებ გაგვაფრთხილა კომპანია „ფიჩმაც“, რომ  31 ოქტომბრის არჩევნებზე გარდა სახელისუფლებო ძალებისა, თუ სხვა ძალები არ იქნება გათვალისწინებული ამას შეიძლება პოლიტიკური არასტაბილურობა მოჰყვეს. კომპანიამ პირდაპირ მიგვანიშნა, რომ „ფიჩის“ მიერ  მონიჭებული დღეს არსებული რეიტინგი, შეიძლება უფრო უარესით შეიცვალოს. ფაქტობრივად ესეც გარკვეული მესიჯია, ქვეყნის  ხელისუფლებისთვის და საერთოდ  საქართველოსთვის, რომ ამას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს.

 

რა როლი აკისრია ასეთ დროს ეროვნულ ბანკს? ის ვერაფერს გააკეთებს, თუ ლარის ძალიან გაუფასურება მოხდა და კურსი არჩევნების შემდეგ 3,40-იან ნიშნულს გადასცდება, რაც შესაძლებელია, შეეცდება, რომ ისევ ინტერვენციების კუთხით ჩაერიოს. თავიდანვე  გვქონდა პროგნოზი, რომ მარტიდან მოყოლებული წლის ბოლომდე ეროვნულ ბანკს 600 მილიონის გახარჯვა მოუწევდა, 570 მლნ. უკვე დახარჯული აქვს კურსის  სტაბილიზაციისთვის და წლის ბოლომდე დაახლოებით 80 – 100 მილიონის დახარჯვა კიდევ მოუწევს. სავარაუდოდ დაახლოებით 3 ნოემბრიდან დაიწყებს კურსი ნელ-ნელა გაუფასურებას, მაგრამ 15 დეკემბრისთვის ისევ უნდა დასტაბილურდეს 3,30-3,35 -ის  ფარგლებში.

 

წინა წლებში არჩევნებამდე კურსი სტაბილურად იყო დაჭერილი, ხელოვნური  სუნთქვის აპარატზე შეერთებული, არჩევნების შემდეგ ლარის კურსი უფასურდებოდა და ეს იყო პოლიტიკური ნება, რადგან მთავრობას არჩევნების  წინ კურსის გაუფასურება არ აწყობდა, რადგან ეს ნეგატიურ  შედეგებს გამოიწვევდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ წინა წლებში ასეთი მაღალი კურსი არ  ყოფილა,  მთავრობას ჰქონდათ მოლოდინი, რომ დაინახავდნენ კურსის გამყარებას და ის 3 -ს  ჩამოსცდებოდა, მაგრამ ამ წელს ვერ შესრულდება“, - განმარტავს შენგელია.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up