”არჩევნები ყველა კომპეტენტურმა საერთაშორისო ინსტიტუტმა სამართლიანად აღიარა, რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა დესტრუქციული პოლიტიკური ძალების აგრესია, დესტაბილიზაცია კვლავ მათი მთავარი ამოცანაა”-გია ვოლსკი

”არჩევნები ყველა კომპეტენტურმა საერთაშორისო ინსტიტუტმა სამართლიანად აღიარა, რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა დესტრუქციული პოლიტიკური ძალების აგრესია, დესტაბილიზაცია კვლავ მათი მთავარი ამოცანაა”-გია ვოლსკი

access_time2020-11-22 13:52:24

არჩევნები ყველა კომპეტენტურმა საერთაშორისო ინსტიტუტმა სამართლიანად აღიარა და ამან კიდევ უფრო გაამძაფრა დესტრუქციული პოლიტიკური ძალების აგრესია, დესტაბილიზაცია კვლავ მათი მთავარი ამოცანაა, - ამის შესახებ დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში „ქართული ოცების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გია ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს.

ვოლსკი იმ ფაქტორებს განმარტავს, რომელმაც მიზი აზრით არჩენებში გამარჯვება განაპირობა.

ვოლსკის შეფასებით, ოპონენტები სამოქალაქო დაპირისპირებას ესწრაფვიან, მაშინ როდესაც „ქართული ოცნების“ პრინციპი ყველა მოქალაქის უფლებების დაცვაა მიუხედავად მათი პოლიტიკური მრწამსისა.

ძვირფასო მეგობრებო, არჩევნებში ჩვენი ერთობლივი გამარჯვება არაერთი ფაქტორითაა განპირობებული. მათ შორის საგანგებოდ მნიშვნელოვანია სადისტური მმართველობის სისტემის დამარცხება, სოციალური პაკეტის გაზრდა და ათასობით სიცოცხლის გადარჩენა, მრავალი საშინაო და საგარეო საფრთხეების მიუხედავად სტაბილურობის შენარჩუნება და მყარი პოზიციების დამკვიდრება საერთაშორისო ასპარეზზე, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, წარმოებების და ფერმერული მეურნეობების განვითარების სახელმწიფო უზრუნველყოფა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და სიღარიბის მაჩვენებლის შემცირება. შეუქცევადია განათლების სისტემის განვითარების პროცესი, რაც ჩვენი ახალგაზრდობის მომავალი ცხოვრების უზრუნველყოფის მყარ საფუძველს ქმნის. ახალმა კანონმდებლობამ უზრუნველყო საქართველოს მიწებისა და ტყეების დაცვა, მთიანი რეგიონების განვითარების ხელშეწყობა, საკუთრების რეგისტრაციის უპრეცედენტო მასშტაბი. დღევანდელი საქართველო მსოფლიო რეიტინგების ყველა მაჩვენებლით მოწინავე პოზიციებზეა. ჩვენი სამომავლო პროგრამა ყველა ამ მიმართულების ახალი ძალით განვითარებას გულისხმობს! შემცირების მიუხედავად, მემკვიდრეობით მიღებული სოციალური პრობლემები კვლავ მძიმე ტვირთად გვაწევს! ამასთანავე არათუ ჩვენი სამშობლო, არამედ მსოფლიო დგას არაერთი ახალი გამოწვევის წინაშე. ვითარებას უკიდურესად ართულებს პანდემიის გამო შექმნილი ეკონომიკური ზარალი. ასეთ პირობებში ჩატარდა არჩევნები, რომელიც ყველა კომპეტენტურმა საერთაშორისო ინსტიტუტმა სამართლიანად აღიარა და ამან კიდევ უფრო გაამძაფრა დესტრუქციული პოლიტიკური ძალების აგრესია. დესტაბილიზაცია კვლავ მათი მთავარი ამოცანაა, ისინი სამოქალაქო დაპირისპირებას ესწრაფვიან, მაშინ როდესაც ჩვენი პრინციპი ყველა მოქალაქის უფლებების დაცვაა მიუხედავად მათი პოლიტიკური მრწამსისა. ჩვენი საერთო ამოცანა ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანაში მდგომარეობს! დიდი მადლობა ყველას ვინც მხარი დაგვიჭირა, ვინც დაუღალავად იშრომა. ყველას ვუდასტურებ უღრმეს პატივისცემას და სიყვარულს!”,- წერს ვოლსკი.


Ipn





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up