არჩევნებამდე ამ კლოუნადის მომსწრენი ვიქნებით - კობახიძე სააკაშვილს სიმულაციაში ადანაშაულებს

არჩევნებამდე ამ კლოუნადის მომსწრენი ვიქნებით - კობახიძე სააკაშვილს სიმულაციაში ადანაშაულებს

access_time2021-10-24 15:55:06

"30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტური დასრულდება, შემდეგ თავიდან ბოლომდე უნდა გადავერთოთ სხვა რეჟიმზე. ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ერთ-ერთი პატიმარი - დღის წესრიგიდან ეს საკითხი 30 ოქტომბრის შემდეგ საბოლოოდ უნდა მოიხსნას,"- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის განცხადებით, საქართველოში პატიმრის უფლებები დაცულია და სააკაშვილის როგორც პატიმრის უფლებები იქნება დაცული, მაგრამ ეს უფლებები იქნება დაცული იმ სტანდარტების შესაბამისად, როგორც ვრცელდება პატიმარზე.

"ყველა დაიღალა ამ სპეკულაციებით, ეს სპეკულაციები შემდეგი დღეების განმავლობაში მოიმატებს, რაც უფრო მეტად მივუახლოვდებით არჩევნებს. გვაქვს პარტიის ოფისიდან გამოტანილი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილის ერთ-ერთი გეგმა არის რაღაც სიმულაცია, შეუძლოდ არის და ა.შ. არჩევნებამდე ამ კლოუნადის მომსწრენი ვიქნებით. საბოლოო ჯამში ყველა დაიღალა ამით.

30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტური დასრულდება, შემდეგ თავიდან ბოლომდე უნდა გადავერთოთ სხვა რეჟიმზე. ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ერთ-ერთი პატიმარი და თან პატიმარი, რომელსაც სხვებზე მეტად მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი. აქედან გამომდინარე ის იქნება იმ რეჟიმში როგორ რეჟიმშიც არიან სხვა პატიმრები და ამას ყველა უნდა მიეჩვიოს და დღის წესრიგიდან ეს საკითხის 30 ოქტომბრის შემდეგ საბოლოოდ უნდა მოიხსნას.

ამასთან, რაც შეეხება კონსილიუმის შეჯერებულ პოზიციას, როგორც იყო ეს ტყუილის სახით წარმოდგენილი კონკრეტული ტელევიზიების მხრიდან, ეს ასე არ ყოფილა, ეს არ ყოფილი კონსილიუმის შეჯერებული პოზიცია. რაც შეეხება სააკაშვილის წარმომადგენლებს, მათ აქვთ სუბიექტური პოლიტიკური ინტერესი, ისინი შეიძლება აყენებდნენ ამ საკითხს, მაგრამ კონსილიუმს ასეთი შეჯერებული პოზიცია არ ჰქონია, შესაბამისად იტყუება არა რატი ბრეგვაძე, არამედ სამი კონკრეტული ტელევიზია",- განაცხადა კობახიძემ და გაიხსენა, რომ სწორედ სააკაშვილის დაკვეთით საქართველოში სისტემატურად ხორციელდებოდა ადამიანების წამება, ადამიანების გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი. მისი თქმით, სწორედ სააკაშვილმა ჩააბარა ქვეყნის ტერიტორიების 20% რუსეთის ფედერაციას. როგორც კობახიძე ამბობს ეს იმ დანაშაულების მცირე ჩამონათვალია, რაც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ჩაიდინა.

„პასუხი არის ძალიან მარტივი - დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტი არ უნდა იყოს ისეთი დაკვეთების გამცემი, როგორიც არის მაგალითად პატიმრების წამება, არაპატიმრების წამება, გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი და ა. შ.. არავითარი კვალიფიციური ექსპერტი არ სჭირდება იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკვეთით საქართველოში სისტემატურად ხორციელდებოდა ადამიანების წამება, ადამიანების გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი, ქვეყნის ტერიტორიების 20% რუსეთის ფედერაციას ჩააბარა, ეს არის მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულების ძალიან მცირე ჩამონათვალი. ამას არავითარი ექსპერტიზა არ სჭირდება“, - განაცხადა კობახიძემ.


ცნობისთვის, სააკაშვილის უფლებადამცველები მოითხოვენ ჰოსპიტალიზაციის საკითხი უსწრაფესად გადაწყდეს და გამოირიცხოს ციხის საავადმყოფო, რადგან, მათივე შეფასებით, ციხის საავადმყოფო არ აკმაყოფილებს კონსილიუმის მოთხოვნილ სტანდარტებს.  მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, თქმითყველაზე მაღალი რისკი, რომელიც სააკაშვილს ემუქრება,  გულის გაჩერებაა, შესაბამისად ციხის საავადმყოფოში კარდიოლოგიური სერვისის მეორე დონე უნდა არსებობდეს. ნიკა გვარამია ეჭვობს, რომ ციხეში სააკაშვილის ლიკვიდაცია იგეგმება. მისი ვერსიით, იგეგმება იმიტირებული ბუნტი ციხის საავადმყოფოში, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით. გვარამია ამტკიცებს, რომ ციხეში უკვე შეყვანილია რამდენიმე სპეცდანიშნულების პატიმარი, რომელიც სააკაშვილის ლიკვიდაციაზე იზრუნებს, თუმცა ეს დაბრალდება აღშფოთებულ ციხის პუბლიკას. პრემიერმა ღარიბაშვილმა გვარამიას ამ ეჭვს ბოდვა უწოდა და დასძინა, რომ ეს ინფორმაცია აბსურდულია. რაც შეეხება სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციას, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ პატიმარი სააკაშვილი არ არის პრივილეგირებული. პრემიერი ამბობს, რომ ყველა პატიმარი, რომელიც თავისი გადაწყვეტილებით შიმშილობს, საჭიროების შემთხვევაში, გადაჰყავთ ციხის საავადმყოფოში, სადაც ყველა საჭირო პირობაა შექმნილი და ეს გადაწყვეტილება სააკაშვილთან დაკავშირებით  არ გადაიხედება.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, პატიმარი, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს მას საპატიმროში ხშირად სტუმრობს პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე.  მისი თქმით,  სააკაშვილი მორალურად თავს კარგად გრძნობს, მაგრამ დღითი დღე უფრო და უფრო უჭირს სიარული, აქვს სისუსტე და სახეზე უფერულობა.  საქართველოს პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი დაჟინებით ამტკიცებს, რომ სააკაშვილი პრივილეგირებული პატიმარი არასდროს იქნება.  კითხვას, რამდენად განიხილება ოცნებაში სააკაშვილის გათავისუფლება, ღარიბაშვილი თავდაჯერებული პასუხობს: „გამორიცხულია! სააკაშვილი მინიმუმ 6 წელი იჯდება ციხეში!“


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხეში შიმშილობს და უკრაინის კონსულთან შეხვედრას ითხოვს. ის ციხიდან წერილებს რეგულარულად  ავრცელებს.  ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ იძებნებოდა. მას ქართული სასამართლოს მიერ დაუსწრებლად აქვს მისჯილი პატიმრობა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. 2018 წელს, ორივე საქმეზე სააკაშვილი დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მიესაჯა 6 წლით, ხოლო სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე - 3 წლით. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე. მესამე პრეზიდენტს ბრალად ედება 7 ნოემბერს მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევა, „ტელეიმედში” შეჭრის სანქცირება და ბადრი პატარკაციშვილის ქონების უკანონოდ დაუფლება. ქართული მართლმსაჯულება მას ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი თითქმის 9 მილიონი ლარის გაფლანგვაშიც ადანაშაულებს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up