CNN - არცერთი ცივილიზაცია არ დგას სხვაზე მაღლა - ჩინეთის პრეზიდენტი ტრამპთან სავაჭრო ომზე საუბრობს

CNN - არცერთი ცივილიზაცია არ დგას სხვაზე მაღლა - ჩინეთის პრეზიდენტი ტრამპთან სავაჭრო ომზე საუბრობს

access_time2019-05-15 19:00:22

 ტრამპის მიერ ჩინეთიდან შემოსულ საქონელზე ტარიფების 200 მილიარდი დოლარით გაზრდის შემდეგ, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა თავის პირველ საჯარო გამოსვლაში  ქვეყნებს  მოუწოდა, რომ „ნუ გაიხურავენ კარებს და ნუ დაიმალებიან მიღმა“. 


პეკინში „აზიური ცივილიზაციების დიალოგის“ კონფერენციის გახსნისას ჩინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ცივილიზაციების ერთმანეთთან შეჯახების“ აუცილებლობა არ არსებობს.


„არცერთი ერი მეორეზე მაღლა არ დგას. ფიქრი იმაზე, რომ ერთი რასა და ცივილიზაცია სხვებზე უკეთესია და, მით უფრო, ამის საქმით გამოხატვა, უბრალოდ სისულელეა,“- აღნიშნა სი ძინფინმა და დასძინა, რომ ასეთი საქციელი „კატასტროფულ შედეგებს“  მოიტანს.


ჩინეთმა ტრამპის მორიგი სატარიფო რაუნდი შეაფასა, რომლის დროსაც აშშ-მ  ექსპორტზე ტარიფი 60 მილიარდი დოლარით გაზარდა. ჩინეთის სახელმწიფო მედია-სააგენტო წერს: „ეს ჩვენთვის ნამდვილი სახალხო ომია“.


სავაჭრო სფერო ერთ-ერთია, იმ მრავალთაგან, რომელის გამოც ბოლო პერიოდში სი ძინფინსა და დონალდ ტრამპს შორის ურთიერთობა დაიძაბა.



აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმოამდგენელი კირონ სკინერი ამბობს, რომ „ეს არის საბჭოთა კავშირისგან განსხვავებულ ცივილიზაციასთან ბრძოლა, რომელსაც სულ სხვა იდეოლოგია აქვს“.


აპრილის ბოლოს აშშ და ჩინეთი ერთწლიანი სავაჭრო ომი დასასრულს უახლოვდებოდა, თუმცა  გასულ კვირას  ჩინეთის დელეგაციამ ვაშინგტონი ყოველგვარი კონკრეტული შედეგის გარეშე  დატოვა ორივე მხარე ერთმანეთს  შეთანხმების პირობების დარღვევაში ადანაშაულებს.


„ჩვენ გვქონდა შეთანხმება და მათ ის არ შეასრულეს. გადახედვის და შესწორების მცდელობის გარეშე უბრალოდ დაარღვიეს.. ამის უფლებას მათ ვერ მივცემთ,“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.


აღსანიშნავია, რომ აშშ-სთან ბოლო უთანხმოების შემდეგ ჩინეთის ეროვნული მედია,სტატიებისა და ვიდეორგოლების მეშვეობით ნაციონალიზმის გამომხატველ იდეოლოგიას ავრცელებს . სახელმწიფო ტელევიზიის წამყვანი პირდაპირ ეთერში აცხადებს, რომ „ ჩინეთის ეკონომიკა ზღვაა, და არა პატარა გუბე. შტორმს შეუძლია გაანადგუროს გუბე , თუმცა ზღვას ვერაფერს დააკლებს. უამრავი შტორმის შემდეგ ზღვა ისევ ადგილზეა“.


 სოციალურ მედიაში კლიპი ვირუსული გახდა და მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანმა ნახა.


თუმცაღა შეთანხმების იმედი ჯერ კიდევ რჩება, რადგან აშშ-ს სავაჭრო დელეგაცია უახლოეს მომავალში პეკინში მიემგზავრება სავაჭრო  საკითხზე მოლაპარაკებისთვის


თუმცა, მანამდე, ივნისში დიდი 20-ეულის ქვეყნების შეკრებაზე ქვეყნის  ლიდერების შეხვედრა გარდაუვალია.


CNN






“საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რჩევები“ - დარგის სპეციალისტები კრისტინ ლაგარდის ვიზიტს “კომერსანტთან“ აფასებენ

“საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რჩევები“ - დარგის სპეციალისტები კრისტინ ლაგარდის ვიზიტს “კომერსანტთან“ აფასებენ
access_time2019-05-20 19:00:52
...

Google Amazon-ს კონკურენციას გაუწევს

Google Amazon-ს  კონკურენციას გაუწევს
access_time2019-05-20 20:00:13
რამდენიმე დღის წინ Google-მა განაახლა სერვისები, რომლებიც დაკავშირებულია ონლაინ ვაჭრობასთან. განახლებული Google Shopping და Google Express დაეხმარება კლიენტებს საქონლის მოძიებაში და ფასების შედარებაში სხვადასხვა გამყიდველებთან. ექსპერტების აღნიშნავენ, რომ ეს არის ახალი ტენდენცია - Google აქტიურად იწყებს ბრძოლას ონლაინ-ვაჭრობის ბაზარზე პირველობისთვის. 16 წლის წინ კომპანიამ, რომელიც ჯერ ბირჟაზეც კი არ იყო გასული,...

კრისტინ ლაგარდი: „საქართველოს ეკონომიკის ზრდა შეიძლება იყოს და უნდა იყოს უფრო მაღალი

კრისტინ ლაგარდი: „საქართველოს ეკონომიკის ზრდა შეიძლება იყოს  და უნდა იყოს უფრო მაღალი
access_time2019-05-20 15:11:57
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის კრისტინ ლაგარდის აზრით, საქართველოს ეკონომიკისთვის გამოწვევაა ნებისმიერი დაძაბულობა ვაჭრობის სფეროში და რეაგირების ასპექტების, ბერკეტების არქონა, რაც მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს. ასე უპასუხა ლაგარდმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვას - „რა ფაქტორები აფერხებენ საქართველოს ეკონომიკის უფრო სწრაფ...

მამუკა ბახტაძე - მზად ვართ სავალუტო ფონდთან კიდევ უფრო ამბიციურ პროგრამებში თანამშრომლობისთვის

მამუკა ბახტაძე - მზად ვართ სავალუტო ფონდთან კიდევ უფრო ამბიციურ პროგრამებში თანამშრომლობისთვის
access_time2019-05-20 15:00:32
გაფართოებული დაფინანსების შესახებ პროგრამის დასრულების შემდეგ, ვაპირებთ კიდევ უფრო მეტად აქტიურ თანამშრომლობას, უფრო ამბიციურ პროგრამაზე და ჩვენ ამისთვის ვართ მოტივირებული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორთან, კრისტინ ლაგართან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ არსებული პროგრამა, რომელიც სამწლიანია, საქართველომ წინმსწრებით დაასრულა და ერთი წლით ადრე პროგრამის დასრულებამდე, პროგრამით...

თემურ ბასილია: „მიდგომა, რომელიც დღეს ქვეყანაში საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს, სწორია“

თემურ ბასილია: „მიდგომა, რომელიც დღეს ქვეყანაში საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს, სწორია“
access_time2019-05-20 18:00:16
„საპენსიო რეფორმის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოხდება ამ რესურსების მართვა,“— ასე აფასებს  2019 წლის 1 იანვარს ამოქმედებულ  საპენსიო რეფორმას საქართველოს ყოფილი ყოფილი ვიცე პრემიერი, ყოფილი პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი თემურ ბასილია „კომერსანტთან“  ექსკლუზიურ ინტერვიუში. როგორც ბასილია განმარტავს, მიდგომა, რომელიც დღეს ქვეყანაში საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს, სწორია. მისივე...


მსგავსი სიახლეები

up