რატომ მოიტყუა საჯაროდ ქალბატონმა მინისტრმა?-„არცერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ ის თავის სიტყვებზე პასუხისმგებელია“

რატომ მოიტყუა საჯაროდ ქალბატონმა მინისტრმა?-„არცერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ ის თავის სიტყვებზე პასუხისმგებელია“

access_time2019-10-22 15:30:11

„თუ ბიძინა ივანიშვილი პატიობს შეცდომას, ჩვენ რა პრობლემა გვაქვს.  დღეს ასე იტყვის, ხვალ ისე, მთავარია ის იყოს კმაყოფილი.“ - ასე აფასებს მაია ცქიტიშვილის „შეცდომას“ FDI-ს მაჩვენებლებთან დაკავშირებით ექსპერტი გია ხუხაშვილი.


ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ განაცხადა, რომ 2018 წელს საქართველომ “ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (FDI) მიიღო”, თუმცა ეს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რადგანაც 2018 წელს FDI 35%-ით შემცირდა და 2013 წლის შემდგომ ყველაზე მცირე იყო.

 

“მე თუ არ ვცდები, ჩვენ წელს გვაქვს 35%-იანი კლება. შესაძლოა შევცდი, მაგრამ ამ შემთხვევაში მე მახსოვს, რომ ჩვენი ინვესტიციების დინამიკა არის ძალიან პოზიტიური. ჩვენ თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ ბოლო პერიოდში ნამდვილად გვქონდა კლება ინვესტიციების ნაწილში, თუმცა დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს არის კლება, რომელიც არის კონკრეტულ ვადებთან დაკავშირებული. ასევე ამას ჰქონდა ახსნა - კონკრეტული საინვესტიციო პროექტების დასრულების ფაზასთან დაკავშირებით; იყო დინამიკის ფაქტორიც, მაგრამ მთლიანობაში, ინვესტიციების დინამიკა არის პოზიტიური და მხოლოდ ჩვენგან არა, ფორუმის სხვა მონაწილეებისგანაც მოისმენდით ამას“, - ამბობს მაია ცქიტიშვილი.


გია ხუხაშვილი უმაღლესი რანგის პირების მსგავს შეცდომებს გასაკვირად არ მიიჩნევს და აცხადებს, რომ ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები არც ინფრასტრუქტურის ამ მინისტრისგან არ არის სიახლე.


„ჩვენთან მსგავსი შეცდომები ხშირად ხდება.  ჩვენ არ გვიკვირს უკვე ჩვენი მინისტრების არაკომპეტენტურობა, ეს უკვე პრეცედენტი კი არაა, არამედ სისტემაშია გადასული. დღესაც რომ ნახოთ ინსფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებები, საკმაოდ წინააღმდეგობრივია, როდესაც ის აცხადებს, რომ პარლამენტში ანაკლიასთან დაკავშირებით ის არ მივა დებატებზე და ამას ეძახის პერფორმანსს. ის ამას აკეთებს იმ ფონზე, როდესაც ერთი კვირის წინ ტელედებატებში იწვევდა ხაზარაძეს ამ თემასთან დაკავშირებით. ამ ტიპის განცხადებები და მერე იმის თქმა, რომ ეს შეცდომა იყო, არაფერს არ ნიშნავს. ეს უკვე სისტემური პრობლემაა, ეს არ არის ერთეული პრობლემა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთან მმართველობითი სისტემა აგებულია მანკიერ პრინციპებზე, არც ერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ ის თავის სიტყვებზე პასუხისმგებელია. გადაწყვეტილება მიიღება სხვაგან და  ეს ყველამ კარგად ვიცით. შესაბამისად, მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი მისი არაკომპეტენტურობის გამო კი არ დგინდება, არამედ ერთი ადამიანის კეთილგანწყობით.  ასეთი მიდგომა ეკონომიკის მიმართ არ ვიცი სად წაგვიყვანს.  ფაქტია, რომ საკმაოდ რთული ვითარებაა ამ კუთხით, დრამატიზებასაც არ დავიწყებ,  მაგრამ სტაგნაციის პირობებში ვცხოვრობთ და  ეს არ ეხება მხოლოდ ეკონომიკას, ერთ ადგილზე ვართ გაყინულები, თანამედროვე სამყაროში უკუსვლის პროცესში ვართ.“- აცხადებს გია ხუხაშვილი.

 


საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში $1.265 მილიარდი დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2017 წელთან შედარებით 35%-ით ნაკლები იყო.

 

შემცირებას საქსტატი რამდენიმე ძირითადი მიზეზით, მათ შორის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტის - შაჰ დენიზის მილსადენის მშენებლობის დასრულებით ხსნის.

 

წლების მიხედვით, 2018 წელს 2013 წლის შემდგომ ყველაზე დაბალი ინვესტიციების ნაკადი აღინიშნა. სრული სტატისტიკა ასეთია:

 

2018 წელი - $1.265 მილიარდი დოლარი;

2017 წელი - $1.962 მილიარდი დოლარი;

2016 წელი - $1.650 მილიარდი დოლარი;

2015 წელი - $1.729 მილიარდი დოლარი;

2014 წელი - $1.837 მილიარდი დოლარი;

2013 წელი - $1.039 მილიარდი დოლარი.

 

„საქსტატის“ ინფორმაციით, ინვესტიციების კლება 2019 წელსაც შენარჩუნდა. წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის პირველ ნახევარში FDI $473 მილიონი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში არსებულ $727 მილიონთან შედარებით 35%-ით ნაკლებია.

 

მარიამ მორგოშია




პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა
access_time2019-11-16 20:14:30
პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო აქტივისტებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქცია...

„არავინ, არც ერთი სერიოზული ადამიანი აქ არ ჩადებს ფულს, მანამ სანამ ხელისუფლებაში გადამგდებები არიან“

„არავინ, არც ერთი სერიოზული ადამიანი აქ არ ჩადებს ფულს, მანამ სანამ ხელისუფლებაში გადამგდებები არიან“
access_time2019-11-16 15:00:31
„გირჩის“ დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს ავრცელებს. მისი აზრით, კანონპროექტის ჩაგდება, არამხოლოდ პოლიტიკურ არასტაბილურობას, არამედ ეკონომიკურ პრობლემებსაც გამოიწვევს, „კომერსანტი ჯაფარიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „რა არის გასაკეთებელი (ბლოკებად დავყოფ რომ ლოგიკა გასაგები იყოს):   ა) გვყავს ფაქტობრივად არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელმაც გადააგდო ყველა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის...

ლევან კობერიძე ჯანდაცვის მინისტრის 520-ე დადგენილების სასწრაფოდ შეჩერებას ითხოვს

 ლევან კობერიძე ჯანდაცვის მინისტრის 520-ე დადგენილების სასწრაფოდ შეჩერებას ითხოვს
access_time2019-11-16 14:10:08
დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ახალი ტარიფების საჯარო განხილვას ითხოვს, ის პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრსა და ექიმებს იბარებს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი დადგენილების გამოცემის წინ, მოხმდარიყო შეხვედრა, ან ახლა მაინც მოხდეს შეხვედრა ჯანდაცვის კომიტეტში, სადაც მსჯელობის საშუალება მიეცემათ კლინიკის ხელმძღვანელებს, დადგენილი ტარიფები რამდენად არის მისაღები“,-ამბობს კობერიძე.

მიწის რეფორმის ფარგლებში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება იგეგმება

მიწის რეფორმის ფარგლებში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება იგეგმება
access_time2019-11-16 13:27:55
მიწის რეფორმის ფარგლებში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება...

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან დაძაბულობა გრძელდება

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან დაძაბულობა გრძელდება
access_time2019-11-16 12:30:22
„ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის წინ დაპირისპირება გრძელდება. აქციაზე მყოფმა ერთ-ერთმა პირმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა „ქართული ოცნების“ ოფისის პიკეტირება მოეხდინათ, რის შემდეგაც დაპირისპირება...


მსგავსი სიახლეები

up