არც ისე შეზღუდული პასუხისმგებლობა – რა შეიძლება დაეკისროს კომპანიის ხელმძღვანელს

არც ისე შეზღუდული პასუხისმგებლობა – რა შეიძლება დაეკისროს კომპანიის ხელმძღვანელს

access_time2020-10-27 17:59:59

სხვადასხვა სამართლებრივი ფორმით კომპანიის დაარსება საქართველოში ძალიან მარტივ პროცედურებს მოითხოვს. ახალი საწარმოს დაფუძნება ერთ დღეშია შესაძლებელი. „მეწარმეთა შესახებ“ კანონის შესაბამისად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივში ხელმძღვანელობის უფლება აქვთ დირექტორებს, თუ პარტნიორთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.


საქართველოში კომპანიის შექმნისას უმრავლეს შემთხვევაში რეგისტრირდება შპს (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება). საინტერესოა, რეალურად რამდენადაა შეზღუდული მისი მმართველი პირის პასუხისმგებლობა. იურიდიული სუბიექტის მმართველი ძალიან ჰგავს გემის კაპიტანს – სამეწარმეო სუბიექტის დირექტორის პასუხისმგებლობა ბიზნესის ყველა სფეროზე ვრცელდება. ყოფილა შემთხვევებიც, როდესაც კანონის წინაშე პასუხისგების საკითხი დამდგარა კომპანიის ხელმძღვანელის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგაც.


დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხებზე და ფინანსების სწორი მართვის აუცილებლობის საკითხებზე აუდიტისა და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო ქსელის Kudos International-ის სრულუფლებიანი წევრის, აუდიტორული კომპანია „ქუდოს ჯორჯიას“ პარტნიორი, გიორგი ბალესიაშვილი საუბრობს.


ხელმძღვანელი და უფლებამოსილი პირი


საწარმოს ხელმძღვანელობაზე მსჯელობისას მნიშვნელოვანია, გამოვყოთ ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილებები. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას გულისხმობს, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება – საწარმოს სახელით მესამე პირებთან ურთიერთობის მხარედ მოიაზრება. ხშირ შემთხვევაში ხელმძღვანელობის უფლებამოსილება წარმომადგენლობით უფლებამოსილებასთან ტყუპდება. ასეთი პასუხისმგებლობების მქონე პირს საქართველოში დირექტორი ეწოდება – განმარტავს გიორგი ბალესიაშვილი.


„ქუდოს ჯორჯიას“ პარტნიორის თქმით, მეწარმეთა შესახებ კანონი დირექტორებს სხვადასხვა ვალდებულებას აკისრებს; კერძოდ, კომპანიაზე ზრუნავდნენ ისე, როგორც იქცევა ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ქმედებები ყველაზე ხელსაყრელი იქნება საზოგადოებისთვის. „თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. გარდა ამისა მნიშვნელოვანია, რომ თუ ანაზღაურება აუცილებელია საზოგადოების კრედიტორთა (მოვალეთა) დასაკმაყოფილებლად, კომპანიის დირექტორის ვალდებულება არ წყდება იმის გამო, რომ ისინი მოქმედებდნენ დამფუძნებელთა გადაწყვეტილებების შესასრულებლად“, – აცხადებს გიორგი ბალესიაშვილი.



რატომ შპს და სად გადის შეზღუდვის წითელი ხაზი?


როგორც ვიცით, კომპანიისთვის შპს-ის ორგანიზაციული ფორმის არჩევის მთავარი მიზეზი (გარდა იმ მოქნილობისა, რასაც მითითებული ორგანიზაციული ფორმა დამფუძნებელ პარტნიორებს სთავაზობს), პასუხისმგებლობის შეზღუდვის ფაქტორია. თუმცა არსებობს გამონაკლისი შემთხვევები/წესები, როდესაც პასუხისმგებლობის შეზღუდვის დოქტრინამ კრედიტორების სასარგებლოდ უკან დაიხიოს და პარტნიორის პირადი ქონებით მოხდეს საწარმოს კრედიტორის დაკმაყოფილება – განმარტავს გიორგი ბალესიაშვილი.


მისივე თქმით, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მიხედვით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების პარტნიორები საზოგადოების კრედიტორის წინაშე პასუხს აგებენ პირადად, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ნორმებს. ხშირია ისეთი ფაქტები, როდესაც პარტნიორები, დირექტორები, ნებით თუ უნებლიედ, სწორად არ იხდიან სახელწმიფო გადასახადებს. ამ შემთხვევაში საწარმოსთვის კრედიტორი გამოდის სახელმწიფო.


ექსპერტის განმარტებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსში არსებობს ტერმინი „გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერი პირი“ (სსკ-ის 246-ე მუხლი). განმარტების მიხედვით, პირი გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად მიიჩნევა, თუ ეს პირი მოსალოდნელი ან არსებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით გამოიყენება. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.


რატომ „ქუდოს ჯორჯია“?


„ქუდოს ჯორჯია“–ს ექსპერტები დამკვეთ კომპანიებში ყოველთვიური თუ ერთჯერადი საგადასახადო მომსახურებით, მინიმუმამდე ამცირებენ საგადასახადო რისკებს. ეს კი კომპანიების დირექტორებს, დამფუძნებლებს მშვიდად ყოფნის გარანტიას აძლევს და ამ რისკზე ნაკლები ფიქრით, მეტი დრო საოპერაციო თუ სტრატეგიულ საქმეებს უთმობენ.


და ბოლოს


კომპანიის შეზღუდული პასუხისმგებლობა გარკვეულ შემთხვევებში არ გულისხმობს, რომ ის მხოლოდ საკუთარი ქონებით აგებს პასუხს კრედიტორების წინაშე. საქართველოში მოქმედებს არც თუ ისე იშვიათი წესები, როდესაც პასუხისმგებლობა დირექტორსა და პარტნიორზე ნაწილდება. სასჯელს რაც შეეხება, გადაცდომის მიხედვით სანქცია შეიძლება იყოს უმნიშვნელო მოცულობის ადმინისტრაციული ჯარიმა, ან სულაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და დიდი ოდენობით დავალიანების იძულებით ამოღება. ამ საფრთხეების დროულად შემჩნევასა და შესაძლო შედეგებისგან თავის დაზღვევისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია რისკების მართვის სწორი ორგანიზება, რაშიც ქართულ კომპანიებს „ქუდოს ჯორჯია“ ეხმარება.


(R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up