„არბიტრაჟთან დაკავშირებით რითეილ სექტორი ხმას არ იღებს, მათთვის დღევანდელი სასამართლო არის ფუფუნება“ - ივა ჭყონია

„არბიტრაჟთან დაკავშირებით რითეილ სექტორი ხმას არ იღებს, მათთვის დღევანდელი სასამართლო არის ფუფუნება“ - ივა ჭყონია

access_time2020-05-01 21:00:17

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ დაასრულა რითეილ ბაზრის მონიტორინგი  და შესაბამისი რეკომენდაციები გამოაქვეყნა. ბაზარზე არსებული მდგომარეობისა და სადისტრიბუციო კომპანიების გამოწვევებზე საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტი, ივა ჭყონია პირველი არხის გადაცემაში ბიზნესპარტნიორი საუბრობს.

 

საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის შექმნა ემსახურებოდა იმას,რომ შექმნილიყო გარკვეული რეგულაციები და ჩარჩო,რომელიც დაარეგულირებდა ორ კერძო სუბიექტს შორის ურთიერთობას. ის რეგულაცია,რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, ათობით წლის წინ მიიღეს ამერიკაში, იგი გვხვდება დიდ ბრიტანეთში, ირლანდიასა და ცენტრალურ აზიაში.


 

მიზანი ამ რეგულაციისა იყო ორ კერძო სუბიექტს შორის ურთიერთობის დარეგულირება, რადგან ძალაუფლება და ფული არის მხოლოდ ერთ მხარეს გადახრილი და ნებისმიერ დროს შეუძლიათ ბოროტად გამოიყენონ იგი, მითუმეტეს საქართველოში,სადაც სასამართლო არ არსებობს, ან სანამ სასამართლო გაიმართება, იქამდე იშლება კომპანია“-აცხადებს ჭყონია.


 

მისი ინფორმაციით,აუცილებელია არსებობდეს თანხის გადახდის ზედა ზღვარი, არის ასევე შემთხვევები,როცა დათქმულ ვადაში არ ხდება თანხების ჩარიცხვა. კომპანიებს არ აქვთ იმის საშუალება, გაარკვიონ, რამდენად სწორად ხდება რეალიზებული თანხის ჩარიცხვა.  ასევე გაურკვეველია ე.წ შესვლის საფასური. როგორც ჭყონია განმარტავს, მნიშვნელოვანია,რომ რეგულაციაზე მუშაობა საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით განხორციელდეს. არბიტრაჟთან დაკავშირებით რითეილ სექტორი ხმას არ იღებს, მათთვის დღევანდელი სასამართლო არის ფუფუნება.


„ამ კრიზისის პირობებში ჩვენი სექტორის საჭიროება გამოიკვეთა.  მნიშვნელოვანია,რომ დახლზე იყოს მცირე და საშუალო ბიზნესის მოთამაშეებისა და  მწარმოებელი კომპანიების პროდუქცია, იმისთვის რომ ავიცილოთ თაციდან მონოპოლია.  16 კომპანიიდან, რომელიმეს პრობლემა რომ შეექმნას და თანხები ვერ გადაუხადოს, ათობით კომპანია მიჰყვება მათ და საქართველოს ეკონომიკას სერიოზული პრობლემები შეექმნება,- ამბობს ივა ჭყონია.

 

 



თეგები:
ივა ჭონია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up