არავითარი საფუძველი არსებობს იმისა, ვინმემ ამტკიცოს, თითქოს და ივანიშვილის მიზანი საქართველოს დესტაბილიზაცია იყო რუსეთის გულისთვის, პირიქით, ბოლო რვა წლის განმავლობაში საქართველო მნიშვნელოვანი დემოკრატიული მიღწევებისკენ სვლას განაგრძობდა - აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში
ბოლო რვა წლის განმავლობაში საქართველო მნიშვნელოვანი დემოკრატიული მიღწევებისკენ სვლას განაგრძობდა. ამასთან, საქებრად დაამკვიდრა პრაგმატული კავშირები მოსკოვთან, რამაც დაძაბულობა შეამსუბუქა - აშშს ყოფილი ელჩი საქართველოში
10 ივნისს, აშშ წარმომადგენელთა პალატის 172 კონსერვატიული რესპუბლიკელისგან დაკომპლექტებულმა მოკვლევის კომიტეტმა გახმაურებული 120-გვერდიანი მოხსენება გამოაქვეყნა სათაურით „ამერიკული უსაფრთხოების გაძლიერება და გლობალური საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა“. დოკუმენტი საქართველოს მიღწევებს აღიარებს და ქვეუნის მხარდაჭერის აქტის მიღებისკენ მოგვიწოდებს.
ანგარიში საქართველოს დათვურ სამსახურს უწევს დაუსაბუთებელი ბრალდებით, ვითომდა ქვეყნის უმდიდრესი ადამიანი - ბიძინა ივანიშვილი - ყოფილიყოს პუტინის ახლო მოკავშირე და რუსეთის სახელით მონაწილეობდეს საქართველოს დესტაბილიზაციაში. მიუხედავად იმისა, რომ მე და სხვები მხსნელების გაზვიადებულ იდეაზე ქართული პოლიტიკის გადამეტებულ დამოკიდებულებას ვაკრიტიკებთ, მაინც არავითარი საფუძველი არსებობს იმისა რომ ვინმემ ამტკიცოს თითქოსდა ივანიშვილის მიზანი საქართველოს დესტაბილიზაცია ყოფილიყოს რუსეთის გულისთვის.
პირიქით, ბოლო რვა წლის განმავლობაში საქართველო მნიშვნელოვანი დემოკრატიული მიღწევებისკენ სვლას განაგრძობდა, ამასთან, საქებრად დაამკვიდრა პრაგმატული კავშირები მოსკოვთან, რამაც დაძაბულობა შეამსუბუქა, ქართულ ღვინოსა და სხვა პროდუქტებს კი ბაზარზე თავისუფალი შეღწევის საშუალება მისცა.