არავითარ იმედგაცრუებას ადგილი არ ჰქონია – „პრინციპული დეპუტატები“ საარჩევნო სიის მიღმა

არავითარ იმედგაცრუებას ადგილი არ ჰქონია – „პრინციპული დეპუტატები“ საარჩევნო სიის მიღმა

access_time2020-07-22 12:00:59

„არავითარ იმედგაცრუებას ადგილი არ ჰქონია.  ჩემი პოზიცია იმასთან დაკავშირებით,  რომ 2020 წელს შერეული საარჩევნო სისტემა უნდა დარჩენილიყო,  არ გულისხმობდა იმას, რომ აუცილებლად ჩემს პარლამენტში დარჩენას ან ჩემს მაჟორიტარობას ვაძლევდი ხმას,“ - ასე აფასებს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი მმართველი გუნდის მიერ მაჟორიტარობის კანდიდატების სიის პრეზენტაციას, რომელშიც თავად წილოსანი ვერ მოხვდა, მიუხედავად იმისა, რომ ერთერთი იყო ვინც პროპორციული სისტემის წინააღმდეგ მისცა ხმა.


შეგახსენებთ, მმართველმა გუნდმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა. მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი, რომლებმაც მაჟორიტარული სისტემის უპირატესობის მოტივით პროპორციულის ცვლილებები ჩააგდეს, „ქართული ოცნების“ ახალ სიაში ვერ მოხვდნენ. მათ შორის არიან ნინო წილოსანი, ენზელ მკოიანი, დაჩი ბერაია.


 ე.წ. პრინციპული მაჟორიტარებიდან კანდიდატობა წილად ხვდა ანზორ ბოლქვაძეს, გოჩა ენუქიძეს, სამველ მანუკიანს; დავით სონღულაშვილს, მიხეილ ყაველაშვილს, ხახუბია ირაკლის.


ერთი კვირით ადრე ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მზად იყო 2020 წლის არჩევნებშიც მაჟორიტარ კანდიდატად კენჭისყრისთვის, თუმცა სიის მიღმა დარჩენას აფასებს როგორც მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას ქვეყნის სასიკეთოდ.

„თითოეული პოლიტიკური გუნდი თავად გადაწყვეტს ვისზე შეაჩეროს არჩევანი. როგორც ადრე აღვნიშნე, მზად ვიყავი მაჟორიტარად კენჭისყრისთვის, თუ ჩვენი გუნდი ამას გადაწყვეტდა, მზად ვიყავი მიმეღო ეს გამოწვევა.  ვადასტურებ, რომ ჩემი ბმა გურიის რეგიონთან არის ერთერთი საკვანძო თემა, რატომაც მე პოლიტიკაში შემოვედი. თუმცა ყველა ჩემი გადაწყვეტილება თუ ნაბიჯი განპირობებულია საერთო და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და არა რამე პირადი ინტერესებით.



რაც შეეხება მაჟორტიტარული სისტემის მხარდაჭერას, მე თავად პრინციპს ვემხრობოდი, რაზეც დღემდე ვამბობ, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო. ის რაც 2020 წლის საარჩევნო მოდელის სახით მივიღეთ, იყო მეტნაკლებად გაწონასწორებული და დაბალანსებული მაჟორიტარული სისტემის სასარგებლოდ.  წარდგენილ მაჟორიტარულ კანდიდატებზე დიდ იმედებს ვამყარებ და ვთვლი, რომ თავიანთ სამაჟორიტარო ოლქებთან განსაკუთრებული ბმით და ურთიერთობით გამოირჩევიან.  მათ აქვთ რეიტინგი წარდგენილ ოლქებში და ბევრ შემთხვევაში კარგად იცნობენ იმ პრობლოემატიკას, რაც რეგიონებში იკვეთება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ რომ სწორი პრონციპებით მოხდა ამ ადამიანების შერჩევა,“ - განმარტავს ნინო წილოსანი.


„ქართულმა ოცნებამ“  30-ვე მაჟორიტარი ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქში წარადგინა, აქედან 8 თბილისში, 22 კი რეგიონებში.


2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30 საარჩევნო სისტემით ჩატარდება, საიდანაც 30 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი იქნება, 120 კი პროპორციული სისტემით.


საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.


მარიამ მორგოშია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up