„არავის აინტერესებს რა მდგომარეობაშია ბიზნესი, რომელიც 6 თვის ან ერთი წლის განმავლობაში დახურული იყო„ - ია თაბაგარი

„არავის აინტერესებს რა მდგომარეობაშია ბიზნესი, რომელიც 6 თვის ან ერთი წლის განმავლობაში დახურული იყო„ - ია თაბაგარი

access_time2021-03-08 17:30:38

       რადიო კომერსანტის გადაცემა კომერსანტის დილაში საქართველოს ტუროპერატორთა ასოციაციის თავჯდომარემ ია თაბაგარმა საქართველოში ვაქცინირებული ტურისტების შემოყვანის გეგმის არარსებობაზე ისაუბრა,  გარდა ამისა, მისი თქმით, ჯერ კიდევ გაუგებარია, როდის გამოსწორდება მდგომარეობა, როგორც ჯანმრთელობის, ასევე ბინზესის კუთხით.


სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში ყველაზე მეტი ადამიანი სახმელეთო საზღვრების გავლით შემოდიოდა, ახლა ეს სახმელეთო საზღვრები მომზადებული არ არის, რამდენიმე თვეა რაც ჩვენ სახელმწიფოს არა ერთ, არამედ რამდენიმე სამოქმედო გეგმას ვითხოვთ, რადგან იმ შემთხვევაში თუ ერთი არ იმუშავებს უნდა გვქონდეს მეორე და უნდა ვიცოდეთ, როგორ მოვიქცეთ კრიზისული სიტუაციის შემთხვევაში.

არავის აინტერესებს რა მდგომარეობაშია ბიზნესი, რომელიც 6 თვის ან 1 წლის განმავლობაში დახურული იყო. -  აღნიშნა ია თაბაგარმა.


ია თაბაგარმა ხაზი გაუზვა, რომ კერძო სექტრის წარმომადგენლებმა რეგულაციები დაწერეს და კანცელარიაშიც შეიტანეს, გარდა ამისა იანვარში კერძო სექტორმა  შეხვედრების დროს 4 მინისტრს გაუზიარა გეგმა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაიხსნილიყო ზამთრის  კურორტები. თაბაგარმა აღნიშნა, რომ კერძო სექტორმა მთავრობასთან ვერც  ერთ საკითხთან შეთანხმებას ვერ  მიაღწია.


დაახლოებით 20-მდე ადამიანი, რომლებიც  ლიდერებად გამოიკვეთნენ და ტურიზმის და სტუმარ-მასპინძლობის სექტორში აქტიურად არიან ჩართულები ტელევიზიით, რადიოთი თუ სოციალური ქსელით ხშირად ავრცელებდნენ ინფორმაციას თავიანთი პრობლემების შესახებ.

ჩვენ არა მხოლოდ ვაკრიტიკებთ სახელმწიფოს, არამედ გამოსავალს ვეძებთ, თუ მათ არ იციან რა გააკეთონ, ჩვენ შეგვიძლია დავუდოთ მთელი გეგმა. ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის წარმატებული კომუნიკაცია არ არის, -  აღნიშნა ია თაბაგარმა.


თაბაგარმა მთავრობასა და ბიზნესს შორის წარუმატებელი კომუნიკაციის სამი მიზეზი დაასახელა.

1. სახელმწიფოს არ აქვს შესაბამისი უნარი, რომ გადაწყვეტილება მიღოს და ბიზნესის გახსნის ნაბიჯი გადადგას.

2. ვერ იღებენ პასუხისმგებლობას და ყოველთვის  ეპიდემიოლოგების  მიმართულებით  იშვერენ ხელს და ასევე თვითონ ხელისუფლების წარმომადგენლებშიც არ არის ერთაზროვნება.

3.  ნულოვანი  თანაგრძნობა და ტოლერანტობა სექტორის მიმართ.


თაბაგარის განმარტებით, მთავრობის  მიერ კერძო სექტორისთვის გადაგმული ნაბიჯებიდან მხოლოდ  1 % იყო  წარმატებული, ხოლო  99% წარუმატებელი. მისივე თქმით, იმისათვის, რომ მთავრობა ჩვეულ დინამიკას და ტემპს  დაეწიოს,  ამისთვის კერძო სექტორი,სახელმწიფო სექტორი და დონორი  ორგანიზაციები უნდა გაერთიანდნენ. კერძო სექტორში არსებობს განცდა, რომ მთავრობა და კერძო სექტორი სხვადასხვა პლანეტაზე არიან.


2019 წლის მონაცემიით ქვეყანაში 9 300 000 ადამიანი შემოვიდა, რომელთაგან  ყველა ტურისტი არ იყო, ზოგი ტრანზიტული მგზავრი იყო. არ აქვს ამას მნიშვნელობა, შემოსვლები იყო ძალიან მაღალი, ჩვენ რომ  ამ ციფრს  წელს დავეწიოთ გამორიცხულია, მომავალ წელსაც  რომ დავუბრუნდეთ გამორიცხულია იმიტომ, რომ წელს  საქართველომ ამისთვის არაფერი გააკეთა. სამოქმედო გეგმა არ არსებობს, სტრატეგიასაც აზრი არ აქვს,რადგან რეალობას არ  შეეფერება,  შეიძლება  სტრატეგია  დავწეროთ და ვერ გავყვეთ, იმიტომ  ვსაუბრობ  ახლა  გეგმაზე. რაღაც  ციფრს რომ  მივაღწიოთ,  ისეთი მონდომებით უნდა ვიმუშავოთ, რომ ორი  წელი არ გავჩერდეთ.



მხოლოდ იმას ველოდებით, რომ  რაღაცეები სპონტანურად მოხდება, გაზაფხული მოვა,  საქართველოს მიმართ მეტი დაინტერესება  გაჩნდება, ასეული  ტურისტი  თვითონ შემოვა და  ინდუსტრია  ამუშავდება   ამ  ფორმით  ვერასდროს  ამუშავდება,  როგორც   ახლა  ხდება. -  აღნიშნა ია თაბაგარმა


თაკო კვაჭანტირაძე








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up