არავის აქვს ილუზია, რომ ერთ და ორ კვირაში ყველაფერი შეიცვლება, მაგრამ ახლა უნდა გადაიდგას ის ნაბიჯები - ზაზა წერეთელი

არავის აქვს ილუზია, რომ ერთ და ორ კვირაში ყველაფერი შეიცვლება, მაგრამ ახლა უნდა გადაიდგას ის ნაბიჯები - ზაზა წერეთელი

access_time2020-11-25 23:01:22

„ყველა ერთად უნდა დავდგეთ, ჯანდაცვა და ეკონომიკა, ბიზნესსექტორი და მოსახლეობა, იმისათვის, რომ ეს მძიმე სიტუაცია, როგორმე გამოვასწოროთ“ - ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა, ზაზა წერეთელმა განაცხადა.

 

 

მისი თქმით, შეზღუდვები, რომელზეც საქართველოს მთავრობა ბიზნესისა და ჯანდაცვის სფეროსთან ერთობლივად მსჯელობს, შეამცირებს მობილობას და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს მძიმე სამუშაოს შეუმსუბუქებს.


 

 

„საქართველო არ არის გამონაკლისი, მთელ მსოფლიოში ასეა. ყველას აქვს გარკვეული ეკონომიკური და ფინანსური პრობლემები, უბრალოდ, ჩვენ ყველა ერთად უნდა დავდგეთ, ჯანდაცვა და ეკონომიკა, ბიზნესსექტორი და მოსახლეობა უნდა დადგეს ერთად, იმისათვის, რომ ეს მძიმე სიტუაცია, როგორმე გამოვასწოროთ. არავის აქვს ილუზია, რომ ერთ და ორ კვირაში ყველაფერი შეიცვლება, მაგრამ ახლა უნდა გადაიდგას ის ნაბიჯები, რომ თუნდაც თვის ბოლოსთვის, როდესაც მოდის ახალი წელი, ჩვენ მეტ-ნაკლებად ამოსუნთქული შევხვდეთ და თუნდაც იმ ექიმებს და ექთნებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მუშაობენ ავადმყოფებთან, ცოტათი მაინც ამოისუნთქონ და დაისვენონ. შეზღუდვები, რომლის განხორციელებაც იგეგმება, მე ვფიქრობ, არის ძალიან კარგი იმ მიმართულებით, რომ ეს ეხება იმ ძირითად პრობლემებს, როგორიც არის მოსახლეობის მობილობა, რომ კონტაქტები იყოს უფრო ნაკლები და დავიცვათ სამი ძირითადი პირობა - ნიღბები, ორ მეტრიანი დისტანცია და ხელების დაბანა. თუ ჩვენ ამ წესებს არ დავიცავთ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს შეზღუდვებს. კიდევ ერთი საკითხია ის, რომ დაიწყო საუბარი ვაქცინაზე, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს, რომ ვაქცინები იყოს ხელმისაწვდომი საქართველოს მოსახლეობისთვის. ახლა ბიზნეს სექტორი გაგებით უნდა მოეკიდოს იმას, რომ რამდენიმე თვე ჩვენ უნდა გავიჭირვოთ, მივიდეთ იმ სიტუაციამდე, როდესაც ვაქცინაც გამოჩნდება, გაზაფხულიც დაიწყება და სხვანაირი ენერგიით გავაგრძელებთ ცხოვრებას", - განაცხადა ზაზა წერეთელმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up