არავაქცინირებულთა ცხოვრება სულ უფრო რთული და მძიმე ხდება

არავაქცინირებულთა ცხოვრება სულ უფრო რთული და მძიმე ხდება

access_time2021-09-14 19:00:55

დებატების გრადუსი მას-მედიაში აშკარად ცხადყოფს, ევროპაში და ამერიკაში არავაქცინირებულ და ვაქცინირებულ ადამიანებს შორის რამდენად იზრდება ბზარი.


დრო გადის და ვისაც კორონავირუსისგან აცრა სურდა, მას ამის საშუალება უკვე დიდი ხნის წინ ჰქონდა, შესაბამისად, ვაქცინაციის გარეშე ძირითადად ანტივაქსერები დარჩნენ.


აცრის მასშტაბები მცირდება და სახელმწიფოები ამის წინააღმდეგ სანქციებით და სტიმულებით იბრძვიან - იმათთვის, ვისაც ვაქცინირება ჯიუტად არ სურს, შეზღუდვების და აკრძალვების ჩამონათვალი სულ უფრო ფართოვდება.


შტატებში ვაქცინაცია სავალდებულო ხდება საბიუჯეტო სფეროს თანამშრომლებისთვის, გარდა ამისა ბიზნეს-კომპანიებში, სადაც 100-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, აუცილებელია ან აცრა ან თანამშრომლების მიერ ყოველკვირეულად პსრ-ტესტის წარდგენა.


აცრის სასარგებლოდ და ანტივაქსერების საწინააღმდეგოდ კიდეც ერთი ფაქტორი მუშაობს - კორონავირუსის ახალი შტამებისგან ბავშვებში მზარდი სიკვდილიანობა.



მკაცრდება შეზღუდვები სლოვაკეთში - ამ ქვეყანაში ექიმთან მიმართვა ვაქცინაციის ან უარყოფითი პსრ-ტესტის გარეშე აკრძალულია, რაც ჰიპოკრატეს ფიცს, ეთიკას, ჰუმანიზმს და ადამიანის ძირითად უფლებებს უხეშად ეწინააღმდეგება.


ვაქცინაციის მოწმობის სავალდებულო წარდგენის გაფართოებას იტალიაც განიხილავს, რასაც მოწინააღმდეგეები ნაცისტების მიერ ებრაელებისთვის დავითის ვარსკვლავის სავალდებულო ტარებას ადარებენ.


ამ ეტაპზე ჩვენ ვხედავთ საზოგადოებრივი ცხოვრებიდან არავაქცინირებული ადამიანის გარიყვის პროცესს - მათთვის ყველაფერო რთულდება - რესტორანში შესვლა, სამედიცინო მომსახურების მიღება, სამსახურში მოწყობა, საზღვრის გადაკვეთა. ჩნდება მათზე თვალთვალის ათობით სხვადასხვა ინსტრუმენტი, რომელთა დიდი ნაწილი ჯერ ჩინეთში დაინერგა, შემდეგ კი ნელა-ნელა ევროპაში და ამერიკაში გადმოდის.


ამ შეზღუდვებს, რომლებიც ძირითადად ტოტალიტარულ ქვეყნებში დაიბადა, ევროპელები და ამერიკელები ყოველგვარი ეჭვების გარეშე იღებენ. მათ ვირუსის ეშინიათ, და დემოკრატიული ნორმების ამგვარი უხეში დარღვევების შორს მიმავალ შედეგებზე ჯერ-ჯერობით არ ფიქრობენ.


ირლანდიაში ექიმმა არ მიიღო აუცრელი ადამიანები, რომლებიც კორონავირუსით დაავადდნენ. ამ ფონზე ირლანდიური გაზეთი Irish Independent მოუწოდებს ქვეყნის მოქალაქეებს, ნუ უყურებენ აუცრელებს, როგორც კეთროვნებს.


„რა იქნება, თუ ექიმის ასეთივე შეუწყნარებლობას გამოიჩენს მწეველების, მსუქნების, ზარმაცების, შიდსით დაავადებულების, უდისციპლინო მძღოლების მიმართ? დედამიწაზე ძალიან ბევრია დაავადება, რომელიც ჩვენი ცხოვრების არასწორი წესის შედეგია“, - წერს გაზეთი.


ადამიანებს სხვების მიმართ დიდი პატივისცემა და შემწყნარებლობა დასჭირდება პანდემიის შედეგების აღმოფხვრისთვის. ამ ვითარებაში არავაქცინირებულთა წინააღმდეგ წმინდა ომის გამოცხადება სულაც არაა საჭირო.

letemps.ch





ჩაანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი მენეჯერებს

ჩაანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი მენეჯერებს
access_time2021-09-25 16:00:47
ყველა იმ ინსტრუმენტს შორის, რომელსაც მენეჯერები ბიზნესის საწარმოებლად იყენებენ, აზროვნება ყველაზე მნიშვნელოვანია. იგი ინფორმაციის დამუშავების ორ...

ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია

ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია
access_time2021-09-25 03:00:00
ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია. ვერ დავისვენებთ, სანამ ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობას მივაღწევთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ მიმავალი გზა სახლში დაბრუნებას ნიშნავს. ...

ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს ყველას მოგმართავთ თხოვნით - დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია

ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს ყველას მოგმართავთ  თხოვნით - დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია
access_time2021-09-25 02:53:18
დღეს ყველას მოგმართავთ თხოვნით - დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გაერო-ს 76 სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რუსეთს არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, არამედ ის აქტიურად ცდილობს ძირი გამოუთხაროს ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში ქვეყნის გაწევრიანების ეროვნულ მისწრაფებებს. ...

სრულყოფილება სიმარტივეში - ახალი Rolls-Royce Ghost-ის დებიუტი საქართველოში

სრულყოფილება სიმარტივეში - ახალი Rolls-Royce Ghost-ის დებიუტი საქართველოში
access_time2021-09-24 17:55:02
საქართველოში ახალ როლს-როის ,,გოსთის“ ოფიციალური დებიუტი შედგა. თბილისში მედიისა და საზოგადოების ცნობილმა წარმომადგენლებმა უკვე გაუზიარეს ერთმანეთს თავიანთი პირველი შთაბეჭდილებები ექსკლუზიური საღამოს განმავლობაში. „ახალი „გოსთი“დიდ ბრიტანეთში შეიქმნა და ის არის ინჟინერიის, ტრადიციებისა და დიზაინის ნამდვილი შედევრი. მე ვარ ამაყი იმის გამო, რომ მაქვს შესაძლებლობა ვაჩვენო ჩვენს ქართველ მეგობრებს საუკეთესო ბრიტანული...

ნავთობის ფასი სამწლიან მაქსიმუმზეა

ნავთობის ფასი სამწლიან მაქსიმუმზეა
access_time2021-09-25 11:00:22
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები გაიზარდა, ხოლო Brent-ის ტიპის ღირებულებამ სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია. Brent-ის ტიპის ნავთობის ნოემბრის ფიუჩერსების ფასი 0,13%-ით გაიზარდა და ბარელზე 77,35 აშშ დოლარს შეადგენს. ამავდროულად, WTI-ის ნოემბრის ფიუჩერსების ღირებულება 0,04%-ით გაიზარდა და ბარელზე 73,33 აშშ დოლარად ბარდება. OPEC+-ის 1-ელ სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა 2022 წლის 3.28 მილიონი ბარელის დღიური მოპოვების პროგნოზი 4.2 მილიონ ბარელამდე...


მსგავსი სიახლეები

up