აუცრელი თანამშრომლების ტესტირების საფასურს ბიზნესი არ გადაიხდის

აუცრელი თანამშრომლების ტესტირების საფასურს ბიზნესი არ გადაიხდის

access_time2021-11-26 11:00:56

აუცრელი დასაქმებულების ტესტირების საფასურის გადახდას ბიზნესი არ აპირებს. კომპანიების ხელმძღვანელები ,,კომერსანტთან“ ამბობენ, რომ მომსახურების გადასახადის დაფარვა ანტივაქსერ თანამშრომლებს საკუთარი ჯიბიდან მოუწევთ. აღნიშნულთან დაკავშირებით ისინი მთავრობის გადაწყვეტილებას მიესალმებიან და აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, მიდგომა კიდევ უფრო გამკაცრდეს.



კომპანია ,,თელავის ღვინის მარანის“ დირექტორი ზურაბ რამაზაშვილი ამბობს, რომ ყველანაირად ცდილობს კომპანიაში დასაქმებულების აცრას და ამისთვის ყველა ხელშემწყობი პირობა აქვთ. თუმცა არიან აცრის მოწინააღმდეგეებიც და ცხადია, საკუთარი ტესტირების საფასურის გადახდა თვითონ მოუწევთ.



,,ტესტირებას ამ ეტაპზეც პერიოდულად ვატარებთ, რის ვალდებულებაც ბიზნესს აკისრია. ცხადია, სახელმწიფოს იმდენი რესურსი არ აქვს, რომ ყველა დააფინანსოს, მით უმეტეს ის ნაწილი, რომელიც ვაქცინაციას ემიჯნება. ცხადია, ამ ფულს მომავალში არც კომპანიები გადაიხდიან და დასაქმებულები საკუთარი ჯიბიდან დაფარავენ. მიმაჩნია, რომ სწორი მიდგომაა, ნებისმიერი საშუალებით უნდა მოხდეს მოქალაქეების ჩართვა იმუნიზაციის პროცესში, რაც მაღალი ინფიცირების ფონზე ერთადერთი გამოსავალია“, - ამბობს ზურაბ რამაზაშვილი.



მთავრობის გადაწყვეტილებას აფასებს კომპანია ,,კუმისის“ დამფუძნებელი ზურაბ უჩუნბეგაშვილი, რომელიც ღიად აცხადებს, რომ აუცრელი თანამშრომლების ტესტირებისთვის ფულს არ დახარჯავს.




„ადამიანების საკმაოდ დიდი ნაწილი დღესდღეობით არ იცრება პრინციპულად, ამ პროცესს კატეგორიულად ემიჯნებიან. მათი მხრიდან ფულზე საუბარი არ არის, ყველგან შეხვდებით მათ, არასწორი პოზიცია აქვთ აცრასთან დაკავშირებით და საფრთხეს უქმნიან როგორც საკუთარ, ასევე სხვების ჯანმრთელობასაც. მქონდა რამდენიმეჯერ საუბარი სამსახურში, რომ შეიძლება პრობლემა შეექმნათ, მაგრამ ზოგი მაინც უარს აცხადებს. ასეთ დროს მთავრობა უფრო პრინციპულიც უნდა გახდეს, თუკი ვინმე  არ აიცრება, უნდა იცოდეს, რომ არ შევა არსად, არც ერთ ობიექტში, ვერ მიიღებს საჭირო მომსახურებას, დაკარგავს სამუშაოს და სხვა.  რაც შეეხება საფასურის გადახდას, რასაკვირველია, დასაქმებულები გადაიხდიან. დამსაქმებელი რა შუაშია, ჩვენ ვუწევთ აგიტაციას, რაც შეგვიძლია. მიგვაჩნია, რომ აცრას ალტერნატივა არ აქვს“, - ამბობს ბიზნესმენი ,,კომერსანტთან“.



ზურაბ უჩუნბეგაშვილის ინფორმაციით, კომპანიაში სულ 200-მდე ადამიანია დასაქმებული, აქედან დაახლოებით 10-15%-ია, რომელიც აცრის წინააღმდეგია.



შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 1-ლი იანვრიდან დასაქმებული მოქალაქეები კორონავირუსზე სავალდებულო ტესტირებას სახელმწიფოს დაფინანსებით ვეღარ მიიღებენ.



მომავალი წლიდან ბიზნეს სუბიექტებს დასაქმებულთა ტესტირებისათვის საჭირო ხარჯების გაღება თავად მოუწევთ. შესაბამისი გადაწყვეტილება სავალდებულო ტესტირების შესახებ მთავრობის განკარგულებაში 18 ნოემბრის ცვლილებით შევიდა.  



ბიზნეს სუბიექტებს დასაქმებულების ტესტირება ყოველ 14 დღეში ერთხელ ევალებათ. 


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up