არასწორმა მონეტარულმა პოლიტიკამ მოსახლეობა ფინანსურად არამდგრად მდგომარეობაში ჩააყენა, რაც პანდემიამ კიდევ უფრო გააღრმავა

არასწორმა მონეტარულმა პოლიტიკამ მოსახლეობა ფინანსურად არამდგრად მდგომარეობაში ჩააყენა, რაც პანდემიამ კიდევ უფრო გააღრმავა

access_time2020-04-27 10:00:36

ახალი კორონავირუსის პანდემიამ, მსოფლიო მასშტაბით, ხელისუფლებები და საზოგადოებები არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა. მათგან უმთავრესი გამოწვევა ეპიდემიის დამარცხება და მოსალოდნელი ეკონომიკური თუ სოციალური კრიზისის შერბილება და თავიდან არიდებაა. მთავრობის ეკონომიკური გუნდისთვის კრიზისიდან გამოსვლის რეკომენდაციები კვლევითი ინსტიტუტის Gnomon Wise-ის ახალ კვლევაში „ახალი კორონავირუსი - ეკონომიკა, სამართალი და პოლიტიკა“ არის მოცემული.


კვლევაში აღნიშნულია, რომ რადგან საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ ადამიანების მოთხოვნა შეზღუდვების დროს ვერ მიღებულ პროდუქტებსა და მომსახურებაზე გაიზრდება, ეკონომიკის გარკვეული სექტორები შედარებით ნორმალური ფუნქციონირების გაგრძელებას შეძლებენ. ამიტომ მათ მხოლოდ მოკლევადიანი დახმარების ზომები სჭირდებათ. თუმცა, კრიტიკულია თვითდასაქმებულების, მცირე ბიზნესმენების სიტუაცია: ბაზრებში ვაჭრები, ტაქსისტები, ძიძები და ა.შ. მათი ეკონომიკური მდგომარეობა უკვე დღეს გამოსასწორებელია.


„საქართველოს უნივერსიტეტის“ პროფესორი და Gnomon Wise-ის მკვლევარი ალექსანდრე რაქვიაშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ უმუშევრად დარჩენილების კომპენსაციის გარდა,  დასაქმებულების დახმარებაცაა საჭირო, ამიტომ საშემოსავლო გადასახადის შემცირება ყველაზე სწრაფ და უშუალო ეფექტს იქონიებს მათზე ვინც ჯერ კიდევ დასაქმებულია. ეს ასევე  ბევრ დამსაქმებელს შესაძლებლობას მისცემს, ხელფასის დროებითი შემცირებით შეინარჩუნოს თანამშრომლები. მისივე თქმით, ასევე შესაჩერებელია საპენსიო შენატანები, რაც ერთდროულად ბიზნესმენებსა და დასაქმებულებს დაეხმარება.


„მთავარი პრობლემა, რაც კვლევაშიც გვაქვს აღწერილი არის ის, რომ ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია რას გეგმავენ ქვეყანაში, ნიუ-იორკშიც კი უკეთესად ვიცით რა ხდება, ვიდრე საქართველოში, ამიტომ ზუსტი ციფრების დასახელება რთულია. ზოგადად კი ჩვენ ორი ტიპის დაზარალებული გვყავს, ვინც მთავრობის გადაწყვეტილებების მიღების გამო უმუშევარია და ვინც ჯერ კიდევ მუშაობს. ვინც მუშაობს, იმათთვის უნდა შევამციროთ გადასახადები, მათ შორის საპენსიო შენატანი, რომელიც ამ მომენტისთვის გაურკვეველ მიზნებს ემსახურება და ტვირთია ყველასთვის. ვინც სამსახური დაკარგა,  უნდა მოხდეს მათი იდენტიფიკაცია, აქ კი ორი ტიპი იქნება. პირველი - ისინი ვინც შეზღუდვების მოხსნისთანავე იპოვიან სამსახურს, მაგალითად რესტორნებში მომუშავე ადამიანები, ვისთვისაც ამ ეტაპზე ერთჯერადი დახმარებაც საკმარისი იქნება. მეორე კატეგორია კი ვინც ძალიან რთულ სიტუაციაში არის და გაუჭირდება სამსახურის პოვნა, მაგალითად თვითდასაქმებულები, მათთვის პერმანენტული დახმარება არის საჭირო. გარდა ამისა, მთავრობამ უნდა დაიწყოს ბიუჯეტის ხარჯების შემცირება, მაგალითად როგორიცაა ენის დეპარტამენტი, დროებით რომ გავაჩეროთ ან ვთქვათ საზოგადოებრივ მაუწყებელზე  ზოგიერთი გადაცემა შევაჩეროთ და ა.შ. ამით გამოთავისუფლდება თანხები რაც უფრო სასარგებლოდ შეიძლება გამოვიყენოთ“, - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.


მკვლევარი ამბობს, რომ თუ პანდემიის წინა პერიოდს გადავხედავთ, მონეტარული პოლიტიკა საგრძნობლად დესტრუქციულ როლს თამაშობდა, უკვე თითქმის ერთი წელია რაც ეროვნული ბანკი ვერ ასრულებს თავის თავზე აღებულ ვალდებულებას და ინფლაცია მნიშვნელოვნად აღემატება 3%-ს.


„მონეტარული პოლიტიკის თვალსაზრისითად ორი მნიშვნელოვანი მომენტია. ზოგადად, ეროვნული ბანკი რასაც აქამდე აკეთებდა ძალიან ცუდი გავლენა მოახდინა კრიზისის მზაობაზე, რადგან მაღალი ინფლაცია შედარებით ღარიბი მოსახლეობისთვის ერთგვარი დაბეგვრის მექანიზმია. ეროვნული ბანკი კი ამას სულ არ აქცევს ყურადღებას. ზოგადად სებ-ი საშინელ გადაწყვეტილებებს იღებს, მაგალითად როცა ძალიან დიდ ემისიას აკეთებს თან იმ მომენტში როცა დოლარს ყიდის ანუ ერთმანეთის საწინააღმდეგო ქმედებებს ახორციელებს. გამოდის, რომ ან ჩვენი საბანკო სისტემა ჩამონგრევის პირასაა და ეროვნული ბანკი მაქსიმალურად ცდილობს დაეხმაროს და გადაარჩინოს, მაშინ მისი ქცევა გასაგებია. თუმცა თუ როგორც ამბობენ ისეა და ჩვენი საბანკო სისტემა საკმაოდ სტაბილურია, შესაბამისად არ დგას იმის აუცილებლობა რომ ბანკებზე დიდი რაოდენობის სესხი გავცეთ, მაშინ რატომ აკეთებს ამას ეროვნული ბანკი და ამით ინფლაციას რატომ უწყობს ხელს. საქართველოში ინფლაციის მაღალი ტემპის ფონზე, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს მოსალოდნელ ეკონომიკურ კრიზისსა და გაზრდის უმუშევრობას, უმნიშვნელოვანესია, საქართველოს ეროვნული ბანკის ტრანსპარენტულობა, გამომდინარე იქიდან, რომ ამ უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები თითოეულ მოქალაქეზე ახდენს გავლენას მით უმეტეს, რომ ეს გადაწყვეტილებები კრიზისის დროს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. არასწორმა მონეტარულმა პოლიტიკამ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ფინანსურად შედარებით არამდგრად მდგომარეობაში ჩააყენა, რაც პანდემიით გამოწვეულ კრიზისს პოტენციურად კიდევ უფრო გააღრმავებს“, - განმარტავს ალექსანდრე რაქვიაშვილი.


აღსანიშნავია, რომ კვლევის თანახმად, სხვადასხვა ქვეყნების სიტუაციურმა ანალიზმა და გამოცდილებამ აჩვენა, რომ ეპიდემიის შესაჩერებლად გადადგმული ნაბიჯები, არა მხოლოდ ეკონომიკური ზარალის მომტანია, ის ხშირად ადამიანების სიკვდილის უშუალო მიზეზიც ხდება და ვლინდება როგორც მოკლე და საშუალო, ისე გრძელვადიან პერიოდში. ერთ მხარეს ვირუსით სიკვდილიანობის მაღალ რისკ ჯგუფში მყოფი ადამიანები არიან, ხოლო მეორე მხარეს, ადამიანები, რომლებიც ეკონომიკური კრიზისის ფონზე, სხვა მიზეზებით, აგრეთვე, სიკვდილიანობის მაღალ რისკ ჯგუფში ექცევიან. შესაბამისად, ნაბიჯები რომლებიც ხელისუფლებამ უნდა გადადგას მიმართული უნდა იყოს კრიზისის ნეგატიური შედეგების დაძლევასა და ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე. კვლევის დასკვნის მიხედვით, ეს უკანასკნელი ძნელად წარმოსადგენია თუ ხელისუფლება არ მიიღებს თამამ გადაწყვეტილებას და არ შეამცირებს/გააუქმებს გადასახადებს, არ შეამცირებს ბიუჯეტის ხარჯებს, მათ შორის სრულად ან ნაწილობრივ არ გააუქმებს რიგ სსიპ-ებს, ა(ა)იპ-ებსა და სახელმწიფო პროგრამებს.



ნინო თამაზაშვილი





აჭარაში 70-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო

აჭარაში 70-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო
access_time2020-05-31 21:25:00
აჭარაში ახალი, 70-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო. ციხისძირში დეველოპერული კომპანია...

6 779 განაცხადი 4 თვეში - რას ედავება მომხმარებელი კომერციულ ბანკებს

6 779 განაცხადი 4 თვეში - რას ედავება მომხმარებელი კომერციულ ბანკებს
access_time2020-05-31 20:00:50
2020 წლის 4 თვეში საქართველოს ეროვნ ბანკში მომხმარებელთა მხრიდან კომერციული ბანკების წინააღმდეგ 6 779 საჩივარი დაფიქსირდა, რაც დაახლოებით 200%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარების. 2019 წლის 4 თვეში ეროვნულ ბანკში შესული საჩივრების ოდენობა 2 262-ს...

ხვალიდან ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტები იხსნება - რა პირობების დაცვა იქნება საჭირო

ხვალიდან ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტები იხსნება - რა პირობების დაცვა იქნება საჭირო
access_time2020-05-31 17:44:06
ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტები ხვალიდან იხსნება. ერთ მაგიდასთან ექვს ადამიანზე მეტის განთავსება არ იქნება შესაძლებელი. გამონაკლისის სახით დაშვებული იქნება მაგიდასთან დამატებით 12 წლამდე მოზარდის დასმაც. მოთხოვნები ღია...

ახალი თეატრალური დროის თავისებურებანი

ახალი თეატრალური დროის თავისებურებანი
access_time2020-05-31 15:00:00
ბოლო თვეების განმავლობაში დაგუბებულმა თეატრალურმა ენერგიამ, ჩანს,  მაინც თავისი გაიტანა და სცენურ სიგიჟეებთან მუდმივად დაახლოებულ და კორონაშეუგუებელ არტისტებს, რეჟისორებს, დირექტორებს, სცენოგრაფებს, მუსიკოსებს, მენეჯერებსა და სხვებსაც უფრო თამამი არტ მოქმედებისკენ უბიძგა. დღეს ბევრი ევროპული თეატრი თუ საკონცერტო დარბაზი ცდილობს, დროს დაეწიოს...

3 ქართული წამოწყების პასუხი რეგულაციებს, რომელიც კვების დაწესებულებებს ეხება

3 ქართული წამოწყების პასუხი რეგულაციებს, რომელიც კვების დაწესებულებებს ეხება
access_time2020-05-31 19:00:30
არაერთი მოსაზრება მოვისმინეთ იმაზე, თუ რას შეცვლის COVID-19 ჩვენს ცხოვრებაში და შეკითხვაში, რომელსაც მუდმივად განუსაზღვრელ მომავალში ვსვამთ და პასუხებში, რომელსაც ყოველთვის თან ახლავს: „შესაძლოა“, „ალბათ“, „სავარაუდოდ“… გამოგვრჩა ის, რომ ჩვენი ყოველდღიურობა უკვე ტრანსფორმირდა: მომხმარებლის ქცევა შეიცვალა, ბიზნესსაქმიანობა გაციფრულდა და სხვა. მოკლედ რომ ვთქვათ, მიმდინარე მოვლენებთან ადაპტაცია მოუწია როგორც ბიზნესს, ისე მომხმარებელს. დღეს, მინდა, მოგიყვეთ 3 ქართულ...


მსგავსი სიახლეები

up