„არასწორი გადაწყვეტილებების მიერ მოტანილ მავნე ეფექტებთან ბრძოლა უფრო ძვირი უჯდება სახელმწიფოს“ - რა საფრთხეები არსებობს ახალ საპენსიო სისტემაში

„არასწორი გადაწყვეტილებების მიერ მოტანილ მავნე ეფექტებთან ბრძოლა უფრო ძვირი უჯდება სახელმწიფოს“ - რა საფრთხეები არსებობს ახალ საპენსიო სისტემაში

access_time2018-12-16 10:00:15

„საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ,რომ შემოთავაზებული საპენსიო რეფორმა მიმართულია უფრო მეტად ასაკობრივი უთანასწორობის გაღრმავებისკენ. მხოლოდ იმ ადამიანებს ექნებათ გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ შედარებით ადეკვატური პენსია, ვისაც  უკვე აქვს მაღალი შემოსავალი.  სისტემას არავითარი დამაბალანსებელი და გადამანაწილებელი მექანიზმი არ გააჩნია,“ -  რადიო კომერსანტის გადაცემა „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ European.ge მთავარმა რედაქტორმა, ალექსანდრა აროშვილმა  დაგროვებითი საპენსიო რეფორმის შესახებ ისაუბრა.

„ჩვენი ქვეყნის ზოგადი ეკონომიკური და სოციალური ფონი საკმაოდ მძიმეა და ეს ვითარება ბოლო ორი ათწლეულია სტაბილურობას ინარჩუნებს. პენსია ერთ-ერთი სენსიტიური სოციალური საკითხია. განსაკუთრებით მაშინ, თუ გავითვალისწინებთ იმას,რომ 800 ათასამდე პენსიონერი გვყავს და დასაქმებულთა რიცხვით თითქმის ამდენივეა. ეს დიდ პრობლემას უქმნის თავად პენსიის ზრდის პოტენციალს.

მართალია საბაზისო პენსია არ ითვალისწინებს სტაჟს და ამის მიხედვით ნამატს, თუმცა იგი ძალიან მნიშვნელოვანია იმ ოჯახებისთვის,რომელთა ხანდაზმული წევრებიც იღებენ პენსიას. პენსიას უფრო დიდი გავლენა აქვს სიღარიბეზე,ვიდრე სოციალურ გასამცემლებს, როგორიც არის მაგალითად, შემწეობა. კვლევის „ქრონიკული სიღარიბე და საშემოსავლო უთანაბრობა“ არსებობს ჩანაწერი, მონაცემებით,რომლის მიხედვითაც, თუ შინამეურნეობების შემოსავლებს გამოაკლდება ხანდაზმულების პენსია, სიღარიბე 20%-ით გაიზრდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ 180 ლარსაც დიდი მნიშვნელობა აქვს და თავის დროზე,როცა 100 ლარამდე გაიზარდა, სიღარიბე მნიშვნელოვნად შემცირდა. მიუხედავად ამისა, პენსია მაინც მწირია და საარსებო მინიმუმს ოდნავ აღემატება. თავად, ეს საარსებო მინიმუმიც არაადეკვატურია, მითუმეტეს პენსიონერებისთვის,რომელთაც უფრო მეტი საჭიროებები აქვთ.

მნიშვნელოვანია საბაზისო პენსიის გაძლიერება, პირველ რიგში, ისეთი სისტემა უნდა ჩამოვაყალიბოთ, რომელიც დასაქებულზე მიბმული იქნება და თან გააძლიერებს საბაზისო პენსიას. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის კონტექსტისთვის. საპენსიო სისტემის მთავარი ინდიკატორი დაფარვის მასშტაბია. უნდა იყოს მასში ჩართული მოსახლეობის უმრავლესობა.  ჩვენ შეიძლება ჩავრთოთ სავალდებულობის პრინციპით 745 ათასი დამსაქმებელი, მაგრამ მათი ჩართვა ვერ გამოასწორებს ამ პრობლემას. თუ მოსახლეობის ნაწილს ექნება არასტაბილური და დაბალი შემოსავალი, ისინი არ იქნებიან ამ სისტემის სრულყოფილად მოსარგებლენი.


საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით ვიცით ქვეყნები,რომელთაც სისტემის არაეფექტურობის გამო, დამატებით მოუწიათ ტრადიციულ საპენსიო სისტემის სქემაზე გადასვლა, რამაც დამატებითი ხარჯები გამოიწვია. ამასთანავე, კერძო საპენსიო სისტემას ბევრად უფრო დიდი ადმინისტრაციული ხარჯი აქვს, ვიდრე ტრადიციულს. თან ამ ქვეყნებში, ფისკალური წნეხი არსად არ შემცირებულა, პირიქით ყველგან გაზრდილია. არასწორი გადაწყვეტილებების მიერ მოტანილ მავნე ეფექტებთან ბრძოლა უფრო ძვირი უჯდება სახელმწიფოს,“ - ამბობს ალექსანდრა აროშვილი.

 

 


თეგები:
პენსია



საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2021-01-17 10:55:27
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 083 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 796 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 287 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 247 805-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 608 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა...

Kaveuli Parfum აბასთუმნის ტყის სურნელით გაჯერებული ქართული სუნამო

Kaveuli Parfum აბასთუმნის ტყის სურნელით გაჯერებული ქართული სუნამო
access_time2021-01-16 16:00:10
პირველი ქართული არტიზანული სუნამო Kaveuli Parfum ქალებისა და მამაკაცებისთვის, თამარა ქაფიანიძემ თავისი დის დახმარებით, იტალიელ პარფიუმერის ბოტეგა მალატინის ჩართულობით შექმნა.     ქართული სოჭი, ციტრუსი, წიწაკა, კიპარისი, ჩინური ღვია... ქართული სუნამოსთვის ინგრედიენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ერთიანდება და საბოლოო ჯამში 30 მლ-იან ფლაკონში იყრის თავს.     სუნამო იტალიაში, იტალიელი პარფიუმერის სახელოსნოში ისხმება და გავლილი...

ქართული ოცნების ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა ცნობილია [სია]

ქართული ოცნების ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა ცნობილია [სია]
access_time2021-01-16 14:44:25
ქართული ოცნების ყრილობაზე ახალი თავმჯდომარის გარდა, რომელიც ირაკლი კობახიძე გახდა, განახლებული პოლიტიკური საბჭო აირჩიეს. საბჭოს შემადგენლობა...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
access_time2021-01-16 10:59:15
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 152 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 208 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 944 PCR...

თემურ ჭყონია: ახალი ტექნოლოგიებით შესაძლებელია წყალტუბო ამერიკიდანაც მართო

თემურ ჭყონია: ახალი ტექნოლოგიებით შესაძლებელია წყალტუბო ამერიკიდანაც მართო
access_time2021-01-17 11:20:28
ბიზნესმენი თემურ ჭყონია „ბიზნესპარტნიორთან“ ქვეყანაში მართვის იმ მეთოდებზე საუბრობს, რომლის დროსაც არ ხდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება.   „ჩვენმა სახელმწიფომ დეკლარირება გააკეთა და ამაში ვეთანხმები, რომ საქართველო კოვიდის დროს უფრო დაცული ქვეყანაა და ტექნოლოგიურად შესაძლებელია უცხოელებმა საქართველოდან იმუშაონ, აქედან მართონ თავიანთი კომპანიები. ამას მოჰყვა განცხადებები, რომ მთავრობა საერთაშორისო IT კომპანიების საქართველოში შემოსვლას ხელს შეუწყობს. ეს ყველაფერი...


მსგავსი სიახლეები

up