„არასტაბილური პოლიტიკური გარემო და მძიმე სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობა დღეს ბიზნესის ყველაზე დიდი გამოწვევაა“

„არასტაბილური პოლიტიკური გარემო და მძიმე სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობა დღეს ბიზნესის ყველაზე დიდი გამოწვევაა“

access_time2020-03-02 10:00:48

გასული წელი განსაკუთრებით რთული იყო საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზრისთვის. 2019 წლის დასაწყისში ამოქმედებულმა საბანკო რეგულაციებმა სექტორს დიდი დარტყმა მიაყენა, კომპანიებს გაყიდვები გაუნახევრდათ.  ტექნიკის მაღაზიები ამ დრომდე სხვადასხვა აქტივობებით ცდილობენ იმ ზარალის დაკომპენსირებას, რომელიც ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით მიადგათ. ზოგიერთმა მათგანმა საცალო ქსელის გააფართოვა, ზოგმა კი საბითუმო და ონლაინ გაყიდვების მიმართულების გაძლიერება  დაიწყო.

 

„კომერსანტი“ დაინტერესდა, დღეს რას მიიჩნევს ტექნიკის ბაზარი სექტორი ყველაზე დიდ გამოწვევად. „ბეკო“- ს გენერალური დირექტორი მეჰმედ მელექი აცხადებს, რომ არასტაბილური პოლიტიკური გარემო და მძიმე სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობა დღეს ბიზნესის ყველაზე დიდი გამოწვევაა, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელი კომპანიის დირექტორი ამბობს, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა ბიზნესის განვითარებას აფერხებს.

 

„ტექნიკის ბაზრის ყველაზე დიდი გამოწვევა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობაა, ხალხი გაღარიბებულია და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. მას შემდეგ, რაც  საბანკო რეგულაციები გამკაცრდა,  ჩვენი გაყიდვები შემცირებულია. შემცირებულია მსყიდველუნარიანობაც, თუმცა ჩვენი შეღავათებით და ფასდაკლებებით რთული პერიოდის გადალახვა შევძელით. გარდა ამისა, უარყოფითად მოქმედებს გაუფასურებული ლარის კურსიც.  თუ ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა  საქართველოში სტაბილური იქნება, დანარჩენი პრობლემები ყველაფერი მოგვარდება. არჩევნები გვიახლოვდება და იმედია, ყველაფერი კარგად ჩაივლის. წინააღმდეგ შემთხვევაში, უარყოფით ეფექტს ბიზნესის ყველა სექტორი იგრძნობს“- აცხადებს მეჰმედ მელექი.


 

„კომერსანტთან“ საუბარში, მეჰმედ მელექისგან განსხვავებით, სულ სხვა პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას „ტექნო ბუმის“ დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძე. ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ კორონავისურმა, რომელიც მთელი მსოფლიოს პრობლემას წარმოადგენს, შესაძლებელია საქართველოს ეკონომიკის განვითარება მნიშვნელოვანად შეაფერხოს.

 

„ყველაზე მთავარი პრობლემა, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ტექნიკის ბაზარზე  იყო საბანკო რეგულაციები და ლარის კურსი. თუმცა, ახლა არსებობს კორონავირუსის საფრთხე, თუკი ეს მასშტაბურ სახეს მიიღებს და ტურისტულ სეზონს საფრთხე შეექმნება, ეს ავტომატურად გავლენას ბიზნესის ყველა სფეროზე მოახდენს. ტურისტული სექტორის წილი ეკონომიკაში შეიძლება 8 პროცენტამდეა მაგრამ, ირიბი გავლენა ბიზნეს სექტორებზე სამშენებლო მიმართულებით იქნება, ეს სასტუმროების მიმართულებით თუ ტექნიკის მიმართულებით საკმაოდ დიდია. რა თქმა უნდა აისახება ლარის კურსზეც  და თუ კი უფრო სტრესულად განვითარდება პროცესი და ტურისტულ სეზონზე მნიშვნელოვნად აისახა ვფიქრობ, რომ დიდი გამოწვევების წინაშე დავდგებით. ვიმედოვნებ, რომ ეს არ მოხდება“- განმარტავს ანზორ ქოქოლაძე.

 

ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up