არასასურსათო ვაჭრობის სექტორის წარმომადგენლებთან, გახსნის ეტაპზე კოვიდუსაფრთხოების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე შეხვედრა გაიმართა

არასასურსათო ვაჭრობის სექტორის წარმომადგენლებთან, გახსნის ეტაპზე კოვიდუსაფრთხოების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე შეხვედრა გაიმართა

access_time2021-01-27 21:00:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, პირველი ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ასევე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე და ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს სავაჭრო ცენტრებისა და არასასურსათო მაღაზიების ხელმძღვანელებს შეხვდნენ, რომლებიც მუშაობას 1-ლი თებერვლიდან განაახლებენ. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



საუბარი შეეხო იმ ღონისძიებებს, რომლებიც, ვირუსის პრევენციის მიზნით, კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით შემუშავდა, რათა დაცვის მექანიზმებისა და დამატებითი კომპონენტების გათვალისწინებით, ბიზნესმა გახსნის ეტაპზე კოვიდუსაფრთხოების მაღალი სტანდარტი უზრუნველყოს. ამ მიზნით, ბიზნესს ექნება ვალდებულება, სხვა რეგულაციებთან ერთად, როგორიც არის მათ შორის რიგების მართვა და მაღაზიაში ერთდროულად მომხმარებელთა დაშვების კონტროლი, იზრუნოს პერსონალის ტესტირებაზე. კერძოდ, ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი, 30-ზე მეტი თანამშრომლით, მათ შორის ბაზრობები, ვალდებული იქნებიან, უზრუნველყონ ორ კვირაში ერთხელ თანამშრომელთა არანაკლებ 20%-ის ტესტირება. ბიზნესს აქვს საშუალება, დარეგისტრირდეს სპეციალურ პორტალზე - www.labour.moh.gov.ge და ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, 1-ელ მარტამდე, სახელმწიფო დაფინანსებით, უფასოდ გატესტოს თანამშრომლები.



არასასურსათო ვაჭრობის სექტორის წარმომადგენლებმა მათ წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე ისაუბრეს.


მსჯელობის შედეგად, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ არასასურსათო ვაჭრობის სექტორის ოპერირების წესში არსებული შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება, კერძოდ, 1-ლი თებერვლიდან შესაძლებელი იქნება საქონლის გადაცვლა, რაც საახალწლო პერიოდში დაშვებული არ იყო. ამასთან, დასაშვები ხდება გასახდელების ფუნქციონირება. გარკვეული შემსუბუქება გავრცელდება სავაჭრო სივრცის ერთ კვადრატულ მეტრზე მომხმარებელთა დაშვების მიმართულებითაც.



პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობა მაქსიმალურად ითვალისწინებს როგორც ბიზნესისა და ეკონომიკის, ისე მოქალაქეების ჯანმრთელობის ინტერესებს და შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს ეპიდემიოლოგიური ფონის ყოველდღიური, დეტალური ანალიზის საფუძველზე, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელს, რომელიც 4%-ზე ნაკლები უნდა იყოს.



ხაზი გაესვა ქვეყანაში 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების შედეგად მიღწეულ შედეგებს და შემსუბუქების მიმართულებით მაქსიმალურად ფრთხილი, თანმიმდევრული მიდგომის გამოყენების აუცილებლობას, რათა ინფიცირების შემთხვევები ისევ მკვეთრად არ გაიზარდოს და საფრთხე არ შეექმნას როგორც მოქალაქეთა ჯანმრთლობას, ასევე ეკონომიკას - აღდგენის გრძელვადიანი მიზნებიდან გამომდინარე.



ბიზნესთან აქტიური კომუნიკაცია გრძელდება. მთავრობის ყველა შესაბამისი უწყება, ისევე, როგორც ბიზნესომბუდსმენის აპარატი, მუდმივად ჩართულია ბიზნესთან უშუალო სამუშაო პროცესში.






თეგები:
შეხვედრა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up