არასამთავრობოთა ნაწილი საბანკო დავალიანების განულებას ამომრჩეველთა მოსყიდვად მიიჩნევს

არასამთავრობოთა ნაწილი საბანკო დავალიანების განულებას ამომრჩეველთა მოსყიდვად მიიჩნევს

access_time2018-11-19 22:05:00

არასამთავრობო ორგანიზაციები „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 600 000 მოქალაქისთვის საბანკო დავალიანების განულებაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, მათ მიაჩნიათ, რომ ეს ინიციატივა, რომელიც ფონდი „ქართუს” მიერ განხორციელდება, სავარაუდოდ, წარმოადგენს ამომრჩეველთა მოსყიდვის უპრეცედენტო შემთხვევას, რომლითაც სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.

„ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით 19 ნოემბერს საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც 600 000 ამომრჩეველს ვალები ჩამოეწერება. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ინიციატივა, რომელიც ფონდი „ქართუს” მიერ განხორციელდება, სავარაუდოდ, წარმოადგენს ამომრჩეველთა მოსყიდვის უპრეცედენტო შემთხვევას, რომლითაც სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.

კერძოდ, 19 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ნახევარ მილიონზე მეტ მოქალაქეს ვალები ჩამოეწერება. პრემიერის თქმით, საუბარია 600 000 მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებებზე ბანკების, ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციების თუ სხვადასხვა ინსტიტუტის მიმართ, რომელიც ჯამში, დაახლოებით, მილიარდნახევარ ლარს შეადგენს. მისივე განცხადებით, ეს პროცესი დაიწყება 15 დეკემბერს და დასრულდება 31 დეკემბერს: „600 000 მოქალაქე და მათი ოჯახები 31 დეკემბრამდე გარანტირებულად ამოვა მოვალეთა რეესტრიდან და ვალების გარეშე შეხვდება ახალ წელს“. ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით ე.წ. „შავ სიაში“ მყოფი დაახლოებთ 600 000 ადამიანის ვალს სრულად დაფარავს ფონდი „ქართუ“. ეს ეხება პირებს, რომლებმაც ერთი წლის განმავლობაში ვერ გადაიხადეს კრედიტი და მათ მიერ აღებული სესხის ძირი თანხა არ აღემატება 2 000 ლარს.

ხელისუფლების მიერ გაჟღერებული გადაწყვეტილება ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს და მიმართულია მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ მეორე ტურში ამომრჩეველთა გულის მოგებისკენ. საქართველოს „სისხლის სამართლის კოდექსის” თანახმად „საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის (მათ შორის, ფინანსური ინსტრუმენტის), სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზება, დაპირება, გადაცემა ან გაწევა, ან წინასწარი შეცნობით ასეთის მიღება, ანდა კანონით დადგენილი შეზღუდვებისათვის თავის არიდების მიზნით მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადება − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით.“ აღსანიშნავია, რომ მსგავსი მასშტაბის ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი საქართველოსთვის უპრეცენდენტოა. აღნიშნული ინიციატივა თავისი მასშტაბებით უდავოდ მოახდენს გავლენას არჩევნების შედეგებზე.

მართალია, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეა „ქართუ“ ჯგუფის სარეგისტრაციო დოკუმენტებში არ ფიგურირებს, საზოგადოებისთვის ეს ორგანიზაცია სწორედ მასთან და მის ოჯახთან ასოცირდება. გარდა ამისა, ფონდი „ქართუს” გამგეობის თავმჯდომარე პირდაპირ ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა მიიღო. შესაბამისად, არჩევნების მეორე ტურის წინ „ქართუ“ ჯგუფის მიერ მსგავსი მასშტაბის და ოდენობის ფინანსური სესხის დაფარვაზე ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადება, ბუნებრივად ასოცირებული იქნება ბიძინა ივანიშვილთან და მის მიერ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ წარმოებულ კამპანიასთან.


გარდა ამისა, ბუნდოვანი და გაუმჭვირვალეა, თუ რა მოლაპარაკებებს ჰქონდა ადგილი საბანკო სექტორსა და სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან ვალების ჩამოწერასთან დაკავშირებით. 1.5 მილიარდის ვალდებულებების კომერციული ბანკებიდან 100 მილიონად შესყიდვის გარიგება, შესაძლოა, დამატებით ეჭვებს იწვევდეს საბანკო და საფინანსო ბიზნესის მონაწილეებზე სახელმწიფოს მხრიდან არაკეთილსინდისიერ გავლენებზე. ფაქტია, რომ აღნიშნული შეთანხმების მიღწევა ძალიან რთული იქნებოდა სახელმწიფოს ჩართულობის გარეშე და ჩნდება კითხვა, თუ რამდენად იქნებოდა ეს შესაძლებელი ივანიშვილთან დაკავშირებული ფონდი „ქართუს” ნაცვლად სხვა პირი რომ ყოფილიყო.

მიგვაჩნია, რომ მოცემული ინიციატივა კანონმდებლობის მასშტაბურ და უპრეცენდენტო დარღვევას შეიძლება წარმოადგენდეს. გარდა ამისა, ის, ასევე, ნაკარნახევია ვიწრო პარტიული და პოლიტიკური ინტერესებით, რაც უარყოფით გავლენას ახდენს არამარტო საარჩევნო გარემოზე, არამედ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე. პოლიტიკური პარტიის მიერ ამომრჩეველთა მძიმე სოციალური პირობების საარჩევნო მიზნით გამოყენება მიუღებელია და დაბალ პოლიტიკურ კულტურაზე მიუთითებს.

შესაბამისად, მოვუწოდებთ: ხელისუფლებას, თავი შეიკავოს პოპულისტური და ვიწროდ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისგან და ამომრჩეველთა ფინანსური პრობლემებით მანიპულირების ნაცვლად მოქალაქეთა სიღარიბის დაძლევის ფუნდამენტური მიდგომა შეიმუშავოს; ყველა პოლიტიკურ პარტიას, გაიაზრონ მათი როლი და პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ მსგავსი პოპულისტური განცხადებებისგან; საქართველოს პროკურატურას დროულად და ობიექტურად გამოიძიოს და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს მოცემულ ფაქტზე“, - ნათქვამია ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჭარბვალიანობის პრობლემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა წარადგინა. ამ ინიციატივის მიხედვით, 600 000 მოქალაქეს 31 დეკემბრამდე ბანკებისა და საფინანსო სექტორის მიმართ არსებული ჯამში მილიარდნახევრიანი ვალი გაუნულდება. პრემიერმინისტრის განცხადებით, ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.


imedinews.ge







ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა
access_time2019-02-21 21:18:42
ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. შესაბამისი განცხადება გოგიჩაიშვილმა რამდენიმე წუთის წინ, ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა. “ყველაფერი ნათელია. მე დღეს უნდა დაგიდასტუროთ, რომ უმრავლესობის ფორმატში პარლამენტის ტრიბუნაზე ბოლო გამოსვლა მქონდა. ჩემთვის ზღვარი წაიშალა. მე ვშიშობდი, რომ ეს ზღვარი წაიშლებოდა. მორალური ზღვარი აღარ არსებობს. "ოცნებამ" დღეს დაკარგა მორალური უპირატესობა, ვინაიდან იმ ადამიანებს დაუჭირა მხარი, ვინც სააკაშვილს წლების განმავლობაში...

ეროვნული ბანკის მორიგი განცხადება თიბისი ბანკზე

ეროვნული ბანკის მორიგი განცხადება თიბისი ბანკზე
access_time2019-02-21 18:15:19
საქართველოს ეროვნული ბანკი მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება ფინანსური სექტორის სტაბილურობას. კომერციული ბანკების ზედამხედველობა საქართველოში საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება. ეროვნულმა ბანკმა, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის 2019 წლის 13 თებერვლის სხდომაზე განხილვის შედეგად, მიიღო გადაწყვეტილება  თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერების თაობაზე. ამასთანავე, თიბისი ბანკის...

ირაკლი კოვზანაძე - „თიბისი ბანკის“ აქციონერების გადაწყვეტილება გამართლებულია, პირველ რიგში, ბანკის ინტერესებიდან გამომდინარე

ირაკლი კოვზანაძე - „თიბისი ბანკის“ აქციონერების გადაწყვეტილება გამართლებულია, პირველ რიგში, ბანკის ინტერესებიდან გამომდინარე
access_time2019-02-21 18:55:45
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, კონფლიქტი ამოწურულია, „თიბისი ბანკმა“ უნდა გადაიხადოს ჯარიმა და ეს თემა არის დახურული. როგორც კოვზანაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, „თიბისი ბანკის“ აქციონერების გადაწყვეტილება გამართლებულია,...

შვიდი საუკეთესო ბურგერი თბილისში

 შვიდი საუკეთესო ბურგერი თბილისში
access_time2019-02-22 11:00:28
ევროპაში და ამერიკაში დანერგილმა „კრაფტ ბურგერის“ კულტურამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოშიც გადმოინაცვლა და დღეს ჩვენ ქვეყანაში  საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.   „კრაფტ ბურგერის“ სეგმენტში რომელი საბურგერეა დღეს ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი — ამ თემაზე „კომერსანტმა“ გამოკითხვა ჩაატარა....

ქართული ფეხბურთის განვითარებაზე ფედერაციამ 2018 წელს 36.5 მილიონი ლარი დახარჯა

ქართული ფეხბურთის განვითარებაზე ფედერაციამ 2018 წელს 36.5 მილიონი ლარი დახარჯა
access_time2019-02-21 18:02:31
ფეხბურთის განვითარების ფონდმა 2018 წლის ხარჯების ანგარიში გამოაქვეყნა. სულ ფეხბურთის განვითარების ფონდის მიერ წარმოდგენილი დანახარჯების ჯამური რაოდენობა 36 592 997 ლარის ტოლია. ფეხბურთის ფედერაციის ფონდის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით ყველაზე მეტი დაფინანსება 2018 წელს მიიღეს: 1. “ტორპედო”ქუთაისი – 2 505 570 ლარი2. “საბურთალო” თბილისი – 2 463 000 ლარი3. “დინამო” თბილისი – 2 322 513 ლარი4. “ლოკომოტივი” თბილისი – 1 929 500 ლარი5....


მსგავსი სიახლეები

up