არასამთავრობოები საზოგადოებრივ ტრანსპორტში რეკლამის განთავსებისთვის მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონის გამო, პროკურატურას და სასამართლოს მიმართავენ

არასამთავრობოები საზოგადოებრივ ტრანსპორტში რეკლამის განთავსებისთვის მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონის გამო, პროკურატურას და სასამართლოს მიმართავენ

access_time2018-12-28 13:01:24

მიწისზედა და მიწისქვეშა საზოგადოებრივ ტრანსპორტში რეკლამის განთავსებისთვის, თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონის გამო, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი პროკურატურას და სასამართლოს მიმართავს, - აცხადებს HUB Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი ვასილ ურუშაძე.


როგორც ურუშაძემ აღნიშნა, თბილისის მერი ფიქრობს, შექმნას საშვილიშვილო ბიზნესი, რითაც ის ბოროტად იყენებს თანამდებობას. ურუშაძის თქმით, ეს საქმე შეიძლება კახა კალაძისთვის მისი პოლიტიკური კარიერის დასასრული გახდეს.


"თბილისის მერი ფიქრობს იმაზე, რომ შექმნას საშვილიშვილო ბიზნესი. სხვა მოტივი ამას არ შეიძლება ჰქონდეს. სერვისი, რომელიც მომგებიანია თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის, ფიქრობს, გადასცეს 20-წლიანი ექსკლუზიური უფლებით სხვა კომპნიას მინიმალურ თანხად- 12 მილიონად. რა თქმა უნდა, ეს არის პრიმიტიული, დრომოჭმული სქემა. ეს სქემა არის დაგეგმილი თავად თბილისის მერის მიერ, მისი პირადი ინტერესებია. ადგილი აქვს თანამდებობის ბოროტად გამოყენებას და სამსახურებრივ გულგრილობას, რაც ასევე ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით და არანაკლებ ისჯება, ვიდრე კორუფციული გარიგება. 9-დღიანი აუქციონი მიუთითებს იმაზე, რომ სხვა კომპანიებს ფიქრის დროც არ დარჩენოდათ",- განაცხადა ურუშაძემ.



ურუშაძის თქმით, მერიის აუქციონის შეგეგებს სასამართლოში გაასაჩივრებს.


"ჩვენი ბერკეტი არის სასამართლო და იურისტებთან გვაქვს კონსულტაცია გასასაჩივრებლად. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, რომელიც ხელს არ უწობს არც ქალაქის განვითარებას, არც სატრანსპორტო კომპანიის და არც საზოგადოებრივი ტრანსპორტის. ეს პირდაპირ ემსახურება გარკვეული თუ გაურკვეველი პირების პირად ფინანსურ ინტერესებს. რა ბერკეტებიც გაგვაჩნია, მას გამოვიყენებთ, მივმართავთ სასამართლოს. ვფიქრობ, კახა კალაძისთვის ეს საქმე შეიძლება ერთ-ერთი აღმოჩნდეს, რომელიც მის კარიერას ძალიან ცუდად დაასრულებს ქართულ პოლიტიკაში",- განაცხადა ურუშაძემ.


შეგახსენებთ, რომ მერიის ქონების მართვის სააგენტომ მიწისზედა და მიწისქვეშა ტრანსპორტზე რეკლამის 20 წლით ექსკლუზიურად განთავსების უფლებაზე აუქციონი გამოაცხადა. აუქციონში მონაწილეობისთვის კომპანიებს საკმაოდ მოკლე პერიოდი აქვთ განსაზღვრული, აუქციონი 19 დეკემბერს გამოცხადდა და 28 დეკემბერს სრულდება. სამაგიეროდ, აუქციონში გამარჯვებული კომპანია რეკლამის განთავსების გრძელვადიან - 20-წლიან, ექსკლუზიურ უფლებას მიიღებს. დოკუმენტაციის მიხედვით, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღებისათვის კომპანიამ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოში 3 000 000 ლარი „ბე"-ს სახით უნდა გადაიხადოს. ამასთან, საპრივატიზებო თანხა - 11847124,99 ლარს, ხოლო სავაჭრო ბიჯი 100 000 ლარს შეადგენს.





დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-07 21:30:29
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ტამანის პორტი საქართველოს კონკურენტი ვერ გახდება - ბათუ ქუთელია „ამ ხელისუფლების პირობებში ანაკლიის პორტი არ აშენდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს არის გეოპოლიტიკური პროექტი.როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის რუსული გეოპოლიტიკური ინტერესები უფრო ანგარიშგასაწევია...

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია
access_time2020-07-07 16:00:47
„ღიად და პირდაპირ,  „ქართული ოცნების“ მთავრობამ მიიღო პირველი სანქცია, რომელიც თავისი მასშტაბით არ არის დიდი, მაგრამ მნიშვნელობით არის კატასტროფული, — ასე აფასებს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ბათუ ქუთელია აშშ-ს კონგრესის კანონპროექტს საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარების 15 პროცენტის გაყინვის შესახებ.  ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა,...

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა
access_time2020-07-06 16:00:47
მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტის დასრულება ხიდისთავი-ატენი-ბოშურის 10 კმ-იან მონაკვეთზე ისევ გადაიდო. ამჯერად მისი განმახორციელებელი უწყება ვარაუდობს, რომ პროექტი, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა უცხოურმა კომპანიამ 2016 წელს დაიწყო შემოდგომამდე დასრულდება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისთვის კი სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიას ჯარიმა დაეკისრა. ეს გადაწყვეტილება დამკვეთმა უწყებამ 2019 წლის 31 ოქტომბრის შემდეგ...

Handelsblatt: უკრაინას გაკოტრება ემუქრება

Handelsblatt: უკრაინას გაკოტრება ემუქრება
access_time2020-07-07 20:00:58
უკრაინის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იაკოვ სმოლი მოულოდნელად გადადგა. ეს იმ დროს მოხვდა, როდესაც მთავრობამ 1, 7 მლრდ. დოლარის სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვება დაიწყო.უკრაინა, როგორც სახელმწიფო, ისევ გაკოტრების წინაშე დგას.მხოლოდ 2020 წელს კიევმა 17 მლრდ. დოლარის ოდენობის საგარეო დავალიანება ან უნდა დაფაროს, ან მისი რესტრუქტურიზება მოახერხოს.ამ მიზნით გამოშვებული ობლიგაციების გაყიდვა ლონდონის საფონდო ბირჟაზე იგეგმებოდა. თუმცა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის...

ტურისტების გარეშე Hilton-ის გახსნას აზრი არ აქვს - ლაშა პაპაშვილი

ტურისტების გარეშე Hilton-ის გახსნას აზრი არ აქვს - ლაშა პაპაშვილი
access_time2020-07-07 13:30:27
თბილისში Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმროს გახსნა კიდევ ერთხელ გადაიდო. პროექტი ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის კომპანია „რედიქსს“ ეკუთვნის. ამის შესახებ ბიზნესმენმა „კომერსანტს“ თავად განუცხადა. მისი განმატებით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმროს გახსნამ ტურისტების არარსებობის გამო, კიდევ ერთხელ გადაიწია. „Hilton-ის გახსნა გადადებულია. ფანჯარაში ვიხედებით, როდესაც მსოფლიოში კარგი სიტუაცია იქნება ანუ როცა ტურისტები შემოსვლას დაიწყებენ,...


მსგავსი სიახლეები

up