არასამთავრობო სექტორის მიმართვა მთავრობას: ანაკლიის პორტის მშენებლობა ვაქციოთ სახალხო პროექტად

არასამთავრობო სექტორის მიმართვა მთავრობას: ანაკლიის პორტის მშენებლობა ვაქციოთ სახალხო პროექტად

access_time2019-03-25 17:40:10

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საქართველოს მთავრობას მიმართავენ, რომელსაც „კომერსანტი“  უცვლელად გთავაზობთ: 



„საქართველოს მთავრობას და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ანაკლიაში ღრმაწყლოვანი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობა ვაქციოთ სახალხო პროექტად საქართველოსთვის ანაკლიაში ღრმაწყლოვანი საზღვაო ნავსადგურის განსაკუთრებული მნიშვნელობა წარმოჩინდება ქვეყნის ძირითად კანონში, საქართველოს კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერით და უმაღლეს პოლიტიკურ დოკუმენტში, საქართველოს პარლამენტის მიერ მხარდაჭერილ სამთავრობო პროგრამაში გადმოცემული განაცხადით, რომ ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის მშენებლობა, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის ამაღლებაზე, გაზრდის საქართველოს როლს რეგიონში და აქცევს მას ლოგისტიკურ ჰაბად. 



დასაფასებელია საქართველოს ხელისუფლებისა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის საჯაროდ გაცხადებული პოზიცია და წარმართული საქმიანობა, რომელმაც შესაძლებელი გახადა ანაკლიაში ღრმაწყლოვანი საზღვაო ნავსადგურის პროექტისა და მშენებლობის დაწყება. ანაკლიაში ღრმაწყლოვანი საზღვრაო ნავსადგურის არსებობა განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარებას, გააუმჯობესებს სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, გააჩენს სტიმულსა და შესაძლებლობებს ინვესტიციების მოსაზიდად და ბიზნესის განსავითარებლად. ანაკლიის პროექტის განვითარება საქართველოს ახალ ფუნქციას შესძენს რაც იქნება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება და ექნება შერიგებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესზე დადებითი გავლენის მოხდენის პოტენცია. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობის და მისი განხორციელების მხარდაჭერის დასტურია საქართველოს მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორების ბოლო დროინდელი საჯარო განცხადებები თუ საქმიანობა. 



ანაკლიის პროექტი განვითარების იმ ეტაპზეა, როდესაც მისი მდგრადობისთვის და ცვლილებებისადმი მედეგობის გასაზრდელად საჭიროა საზოგადოების ფართო კონსენსუსი - კონსოლიდაცია, გამჭვირვალობა და ინკლუზიური პროცესის წარმართვა. პროექტის განვითარების ამ ეტაპზევე საჭიროა, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინების ინსტიტუციური ჩარჩოს განვითარება, რაც უზრუნველყოფს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების და ოპერირების დაწყების შემდგომ მობილიზებული გადასახადებით ცხოვრების დონის გაუმჯობესებასაც და გადაწყვეტილებების ადგილზედ მიღებასაც. ეს საჭიროებს ანაკლიის სტატუსის განსაზღვრას საკანონმდებლო აქტით. 



ანაკლიის სტატუსის განსაზღვრის გარდა აქტუალურია ხელისუფლების მიერ კონსტიტუციაში ჩამოყალიბებული ვალდებულების შესრულებისთვის საზოგადოების ჩართულობით დისკუსიის დაწყება ანაკლიაში განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის განსაზღვრისთვის და შესაბამისი კანონის მისაღებად. 



ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებისთვის და ოპერირებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეთა ჩართულობა და ინფორმირებულობის უზრუნველყოფა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის საქმიანობაში, რომლის ერთ-ერთი საშუალება შეიძლება გახდეს აქციების ემისია, საქართველოს მოქალაქეებისთვის შეძენის შესაძლებლობის მიცემა და თანამშრომლობა სააქციო საზოგადოების განვითარების ფორმატში. 




ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით მივმართავთ: 



• საქართველოს ხელისუფლებას, დაიწყოს დისკუსია ანაკლიის სტატუსის განსაზღვრის, შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს ჩამოყალიბებისა და მიღებისთვის; 
• ანაკლიის განვითარების კონსორციუმს, განიხილოს ღრმაწყლოვანი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის ახალი მექანიზმეების შექმნის საკითხი. 



1. ლიბერალური აკადემია - თბილისი 
2. საქართველოს სტრატეგიული 
კვლევებისა და განვითარების ცენტრი 
3. გეოპოლიტიკური კვლევების 
საერთაშორისო ცენტრი 
4. ადამიანის უფლებათა ცენტრი 
5. სკოლა-ოჯახი-საზოგადოება 
6. ჟურნალისტიკის რესურსცენტრი 
7. ფონდი ”სამოქალაქო განათლების 
განვითარების მულტიეთნიკური 
რესურსცენტრი” 
8. ახალგაზრდული ალტერნატივა 
9. ახალი თაობა დემოკრატიული 
საქართველოსთვის 
10. ფერმერთა უფლებების დაცვის 
ასოციაცია 
11. ფონდი კავკასიის ეკოლოგია 
12. ცენტრი ემპათია 
13. მეწარმე ქალთა ფონდი 
14. საქართველოს პროფესიული კავშირების 
გაერთიანება 
15. სამოქალაქო საზოგადოების და 
დემოკრატიის განვითარების ცენტრი 
16. ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი 
კავკასია“ 
17. ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო 
18. გიორგი კეპულაძე, საზოგადოება და 
ბანკები 
19. ვასო ურუშაძე, HUB Georgia 
20. ლიკა ბასილაია-შავგულიძე, კვლევითი 
ჟურნალისტიკის და ეკონომიკური 
ანალიზის ცენტრი 
21. ზაზა აბაშიძე, მმართველობის 
მონიტორინგის ცენტრი 
22. ლია მუხაშავრია, უფლებადამცველი 
23. ანა დოლიძე, პროფესორი 
24. ირაკლი ტაბლიაშვილი, ჟურნალისტი 
25. თეონა აქუბარდია, უსაფრთხოების 
ექსპერტი

26. გიგლა მიქაუტაძე, ეკონომისტი
27. მერაბ ჯანიაშვილი, ეკონომისტი
28. ირაკლი კუპრაძე, იურისტი, სამოქალაქო აქტივისტი
29. გიორგი მშვენიერაძე, იურისტი
30. ლევან ალაფიშვილი, იურისტი



„კომერსანტი“





მოცეკვავე შადრევანი, სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი - როგორი იქნება York Town-ი, რომლის მოწყობაც ტაბახმელაში იგეგმება (+ფოტო)

მოცეკვავე შადრევანი, სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი - როგორი იქნება York Town-ი, რომლის მოწყობაც ტაბახმელაში იგეგმება (+ფოტო)
access_time2019-10-17 16:00:19
ტაბახმელაში ახალი საცხოვრებელი უბნის მოწყობა იგეგმება.პროექტის York Town-ის აშენებას კომპანია YORK TOWERS DEVELOPMENS გეგმავს.პროექტის განხორციელება 100 000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა დაგეგმილი. ტერიტორიაზე განთავსდება სასტუმრო, სავაჭრო ობიექტები, საცხოვრებელი ფართები, ასევე უდიდესი მოცეკვავე შადრევანი. ამასთან, დაგეგმილია 80 ათას კვადრატულ მეტრზე გამწვანებული ტერიტორიის მოწყობაც. კომპანია უძრავი ქონების საერთაშორისო დეველოპერია, რომელსაც ინვესტიციები...

ღვინის ფესტივალის შემდეგ, გურჯაანი ყველისა და კულინარიულ ფესტივალს უმასპინძლებს

ღვინის ფესტივალის შემდეგ, გურჯაანი ყველისა და კულინარიულ ფესტივალს უმასპინძლებს
access_time2019-10-17 16:30:58
26 ოქტომბერს, ახტალის პარკში, ყველისა და კულინარიის ფესტივალი, წელს პირველად გაიმართება, რომელიც მიზნად ისახავს კულინარიის, როგორც დარგის განვითარებას რეგიონში და მის პოპულარიზაციას.ფესტივალის ფარგლებში, 6 ქართველი და უცხოელი ტოპ შეფი (გურამ ბაღდოშვილი, ლევან ჩხეიძე, თამთა კიკალიშვილი, ენცო ნერი, მიშა ბარსა და ა.შ) თანამედროვე ტექნოლოგიით მოამზადებენ კერძებს, ჩაატარებენ მასტერკლასებს, რომლის პარალელურადაც მოეწყობა სხვადასხვა სახეობის ყველისა და კულინარიული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, მათ...

საჯარო სპორტული მოედნები, ველობილიკები და დასასვენებელი პარკი - სივრცე, რომლის მოწყობაც ვაკეში იგეგმება

საჯარო სპორტული მოედნები, ველობილიკები და დასასვენებელი პარკი - სივრცე, რომლის მოწყობაც ვაკეში იგეგმება
access_time2019-10-17 13:39:16
საჯარო სპორტული მოედნებით, ველობილიკებით და დასასვენებელი პარკებით მოწყობილი სივრცეები დედაქალაქში ფაქტიურად აღარ...

ირაკლი ლექვინაძე - შრომის უსაფრთხოების ახალ ტექნიკურ რეგლამენტზე ბიზნესის შენიშვნები გათვალისწინებულია, მაგრამ მაინც რჩება სადისკუსიო საკითხები

ირაკლი ლექვინაძე - შრომის უსაფრთხოების ახალ ტექნიკურ რეგლამენტზე ბიზნესის შენიშვნები გათვალისწინებულია, მაგრამ მაინც რჩება სადისკუსიო საკითხები
access_time2019-10-17 12:35:41
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო „მონიტორიან მოწყობილობებთან მუშაობისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნებისა და სამუშაო ადგილებთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების დადგენის თაობაზე” ტექნიკური რეგლამენტის პროექტზე მუშაობს. ახალი ტექნიკური რეგლამენტი მონიტორიან მოწყობილობებთან მუშაობისას შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ მინიმალურ მოთხოვნებს...

სააქციო საზოგადოება „თელასი“ შესაძლოა გაიყიდოს-მინისტრის კომენტარი

სააქციო საზოგადოება „თელასი“ შესაძლოა გაიყიდოს-მინისტრის კომენტარი
access_time2019-10-17 12:38:38
სააქციო საზოგადოება „თელასის“ შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა. „თელასთან დაკავშირებით ინფორმაცია მედიით მოვისმინე. რაიმე სახის წინადადებით ჩვენთვის არავის მოუმართავს. აქედან გამომდინარე, ამაზე კომენტარს, ამ ეტაპზე ვერ გავაკეთებ. როგორც ცნობილია, დღეს „ფორმულამ“ გაავრცელა  ინფორმაცია, რომ სააქციო საზოგადოება „თელასი“ შესაძლოა გაიყიდოს. კერძოდ,...


მსგავსი სიახლეები

up